ქორეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქორეთი (მრავალმნიშვნელოვანი).

ქორეთისოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: ქორეთი). მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან 610 მეტრი, საჩხერიდან 5 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

სოფელი
ქორეთი

სოფელი ქორეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
თემი ქორეთი
კოორდინატები 42°18′17″ ჩ. გ. 43°23′15″ ა. გ. / 42.30472° ჩ. გ. 43.38750° ა. გ. / 42.30472; 43.38750
ცენტრის სიმაღლე 610
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1348[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქორეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ქორეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)
ქორეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
ქორეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1348 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1942 985 957
2014[1]   1348 672 676

ეკლესია რედაქტირება

სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები - ორი ეკლესია. ერთი დგას ბორცვზე, როგორც ჩანს, წინაქრისტიანული სალოცავის ადგილზე, ხოლო მეორე არის ღვთაების ეკლესია. ეკლესიაზე არის სამშენებლო ხასიათის წარწერა, შესრულებულია ასომთავრულით 1000 წელს.

სამაროვანი რედაქტირება

1945 და 1955 წლებში ქორეთის ერთ-ერთ უბანში, პასიეთში, გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის 2 ყორღანული სამაროვანი. აქ აღმოჩენილ ინვენტარს დიდი კავშირი აქვს მტკვარ-არაქსის კულტურასთან. სამაროვანზე მიცვალებულები იმარხებოდნენ ძვ.წ. III ათასწლეულში.

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

სოფელში დაიბადა მწერალი აკაკი ბელიაშვილი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯაფარიძე ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 549.
  • კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე ქართული პალეოგრაფია. თბილისი, 1997

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II