გია ფერაძე
გიორგი (გია) ფერაძე (დ. 19 აპრილი, 1948, თბილისი — გ. 20 დეკემბერი, 1995) — ქართველი მსახიობი.
გია ფერაძე | |
---|---|
კადრი ფილმიდან „არასერიოზული კაცი“ (1980) | |
დაბადების სახელი | გიორგი ფერაძე |
დაბადების თარიღი |
19 აპრილი, 1948 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 20 დეკემბერი, 1995 (47 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1970 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავის და სოხუმის ქართულ თეატრებში, კინოსტუდია „ლენფილმში“ (1972–1974), ხოლო 1974 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი.
1985 წლის 19 მარტს გია ფერაძემ ერთი ვერსიით შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა საკუთარი მეუღლე ირინა მიქატაძე, ცნობილი მოქანდაკის და სახალხო მხატვრის, ჯუნა მიქატაძის შვილი. მკვლელობის ბრალდებით ფერაძე სასჯელს იხდიდა ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან (1993) ორიოდე წელში გარდაიცვალა.
გია ფერაძეს და ი. მიქატაძეს დარჩათ ქალიშვილი მარიკუნა, რომელიც მკვლელობის დროს 11 თვის იყო. მარიკუნა ამ ტრაგედიის მოხდენისთანავე ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1966: „კედელი“ რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ნინუა
- 1968: „ქერათმიანი ქალიშვილი“ რეჟ. დიმიტრი ბათიაშვილი
- 1968: „ფერისცვალება“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1968:„განგაში“ (ოსიკო) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1971: „მე, გამომძიებელი“ რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1971: „მოიტაცეს თამარ ქალი“ (ნუგზარი) რეჟ. ლეილა გორდელაძე
- 1972: „გაზაფხულის საღამო“ რეჟ. გიული ჭოხონელიძე
- 1973: „წკიპურტები“ (ბიგო, ქურდი) რეჟ. რეზო ესაძე
- 1973: „ლევან ხიდაშელი“ (გოგია) რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
- 1975: „ივანიკა და სიმონიკა“ (სიმონიკა) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 1975: „ვალსი მთაწმინდაზე“ რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1977: „Комедия ошибок“ (ანჟელო) რეჟ. ვადიმ გაუზნერი
- 1978: „შესვენება“ რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1979: „ზღარბი“ (გოგის მამა) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ნინუა
- 1979:„მეცამეტე გოჭი“ რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
- 1980: „არასერიოზული კაცი“ (ნიკო) რეჟ. დიმიტრი ბათიაშვილი
- 1980: „თბილისი, პარიზი, თბილისი“ (ჟორჟი) რეჟ. ლეილა აბაშიძე
- 1981: „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (ლევანი) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
- 1984: „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ (ლეკო თათაშელი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1993: „ზოზღნა“ რეჟ. მაია არჩვაძე
- 1995: „ძალიან პატარა ამბავი“ რეჟ. გიორგი ოვაშვილი