გიორგი ოვაშვილი
გიორგი ოვაშვილი (დ. 14 ნოემბერი, 1963, მცხეთა) — ქართველი კინორეჟისორი.
გიორგი ოვაშვილი | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | გიორგი ოვაშვილი |
დაბადების თარიღი |
14 ნოემბერი, 1963 მცხეთა |
რეზიდენცია | თბილისი |
საქმიანობა | რეჟისორი |
აქტიური | 1997 – დღემდე |
მეუღლე(ები) | ნინო დევდარიანი |
ჯილდოები | მთავარი პრიზი “METROBUS”, „პარიზ სინემა“ – 2009 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიორგი ოვაშვილი დაიბადა 1963 წლის 14 ნოემბერს, მცხეთაში.
1986 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა–მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, 1996 წელს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, ხოლო 2006 წელს ნიუ-იორკის კინოაკადემიის რეჟისურის კურსი.
ჰყავს მეუღლე, ნინო დევდარიანი და სამი შვილი.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- რეჟისორი
- ძალიან პატარა ამბავი, (1993)
- ვაგონეტი, (1996)
- მდინარე, (2003)
- ზღვის დონიდან..., (2004)
- მზერის დონეზე, (2004)
- კავშირი, (2005)
- გაღმა ნაპირი, სცენარის ავტორი ნუგზარ შატაიძე (2009)
- სიმინდის კუნძული (2014)
- სცენარის ავტორი
- ძალიან პატარა ამბავი, (1995)
- მდინარე, (2003)
- ზღვის დონიდან..., (2004)
- კავშირი, (2005)
- სიმინდის კუნძული (2014)
- პროდიუსერი
- ვაგონეტი (1996)
- მდინარე (2003)
- მზერის დონეზე (2004)
- გაღმა ნაპირი (2009)
პრიზები და ჯილდოები
რედაქტირება- ნიუ იორკის კინოაკადემიის პრიზი ფილმისათვის "ზღვის დონიდან" – "ბერლინალე–2005".
- ჟიურის სპეციალური პრიზი ოდენსეს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისათვის "ზღვის დონიდან".
- ჟიურის პრიზი საერთაშორისო კინოფესტივალზე "მოლოდოსტი" ფილმისათვის "ვაგონეტი"
გაღმა ნაპირი
რედაქტირება- „შაკენის ვარსკვლავი“ (ალმა–ათა, ყაზახეთი) (2010) საუკეთესო დებიუტი
- კინოს და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „Mediawave” (უნგრეთი) (2010) საუკეთესო ფილმი
- Mosaico d’Europa (რავენა, იტალია) (2010) საუკეთესო ფილმი
- Cine Pobre (გიბარა, კუბა) (2010) გრანპრი
- Cine Pobre (გიბარა, კუბა) (2010) ნაციონალური კინო პრესის პრიზი
- Cape Winelands დაარქივებული 2012-08-25 საიტზე Wayback Machine. (სამხრეთ აფრიკა) (2010) შთაგონების პრიზი
- ფრიბურგის საერთაშორისო კ/ფესტივალი (შვეიცარია) (2010) გრანპრი “Le Regard D’or” (ოქროს მზერა)
- ფრიბურგის საერთაშორისო კ/ფესტივალი (შვეიცარია) (2010) მაყურებლის პრიზი
- DU FILM D’AMOUR (ბელგია) (2010) გრანპრი
- DU FILM D’AMOUR (ბელგია) (2010) ქალთა ჟიურის პრიზი
- რუსეთის კინოაკადემიის ჯილდოს, „ნიკა“–ს ნომინანტი (2010) უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში
- ტრომსოს საერთაშორისო კ/ფესტივალი (ნორვეგია) (2010) ნორვეგიის მშვიდობის პრიზი
- დაკას საერთაშორისო კ/ფესტივალი დაარქივებული 2010-04-02 საიტზე Wayback Machine. (ბანგლადეში) (2010) საუკეთესო აზიური ფილმი
- დაკას საერთაშორისო კ/ფესტივალი (ბანგლადეში) (2010) ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (თედო ბექაური)
- დაკას საერთაშორისო კ/ფესტივალი (ბანგლადეში) (2010) კინო კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრიზი FIPRESCI
- პალმ სპრინგის საერთაშორისო კ/ფესტივალი (აშშ) (2010) FIPRESCI – მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (თედო ბექაური)
- 2009 წლის საქართველოს კანდიდატი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე "ოსკარი", კატეგორიაში „საუკეთესო უცხოურ ენოვანი ფილმი“
- 2009 წლის ევროპული კინოაკადემიის ნომინანტი კატეგორიაში „ევროპული კინოს აღმოჩენა“
- საერთაშორისო კ/ფესტივალი „ოლიმპია“ (საბერძნეთი) (2009) ჟიურის სპეციალური დიპლომი
- ინდოეთის საერთაშორისო კ/ფესტივალი დაარქივებული 2010-09-21 საიტზე Wayback Machine. (გოა, ინდოეთი) (2009) ჟიურის სპეციალური პრიზი „ვერცხლის ფარშევანგი“
- გონფრევილის საერთაშორისო კ/ფესტივალი (საფრანგეთი) (2009) პრიზი საუკეთესო სცენარისათვის (ნუგზარ შატაიძე)
- გონფრევილის საერთაშორისო კ/ფესტივალი (საფრანგეთი) (2009) საბავშვო კ/ფესტივალების მსოფლიო ორგანიზაციის CIFFEJ–ის პრიზი
- „ნოეს კიდობანი“(მოსკოვი,რუსეთი) (2009) პრიზი საუკეთესო დებიუტისათვის
- „ნოეს კიდობანი“(მოსკოვი,რუსეთი) (2009) პრიზი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის (შაჰრიარ ასსადი)
- საერთაშორისო კ/ფესტივალი „ლისტოპადი“(მინსკი, ბელორუსია) (2009) პრიზი საუკეთესო დებიუტისათვის
- საერთაშორისო კ/ფესტივალი Asiaticafilmmediale დაარქივებული 2020-09-26 საიტზე Wayback Machine. (რომი, იტალია) (2009) ფესტივალის მთავარი პრიზი „2009 წლის საუკეთესო აზიური მხატვრული ფილმი“
- Noordelijk საერთაშორისო კ/ფესტივალი (ნიდერლანდები) (2009)
- „MOLODOST“ (კიევი, უკრაინა) (2009)
- „ოქროს ფორთოხალი“ დაარქივებული 2018-09-01 საიტზე Wayback Machine. (ანტალია, თურქეთი) (2009) „ოქროს ფორთოხალი“ – პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის
- „ოქროს ფორთოხალი“ (ანტალია, თურქეთი) (2009) „ოქროს ფორთოხალი“ – პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისათვის (თედო ბექაური)
- „ოქროს ფორთოხალი“ (ანტალია, თურქეთი) (2009) თურქ კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზი
- რუმინეთის საერთაშორისო კ/ფესტივალი დაარქივებული 2020-11-02 საიტზე Wayback Machine. (არადი, რუმინეთი) (2009) მთავარი პრიზი „საუკეთესო რეჟისორი“
- ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო კ/ფესტივალი BUSTER (კოპენჰაგენი, დანია) (2009) მთავარი პრიზი „საუკეთესო საბავშვო ფილმი“
- „კინოშოკი“ (ანაპა, რუსეთი) (2009) ჟიურის სპეციალური დიპლომი
- „ოქროს გარგარი“ დაარქივებული 2011-02-08 საიტზე Wayback Machine. (ერევანი, სომხეთი) (2009) გრანპრი „ოქროს გარგარი“
- „ოქროს გარგარი“ (ერევანი, სომხეთი) (2009) ეკუმენიკური ჟიურის პრიზი
- „პარიზ სინემა“ (პარიზი, საფრანგეთი) (2009) მთავარი პრიზი “METROBUS”
- Cines del Sur დაარქივებული 2006-11-23 საიტზე Wayback Machine. (გრანადა, ესპანეთი) (2009) მთავარი პრიზი „ოქროს ალჰამბრა“
- სიეტლის საერთაშორისო კ/ფესტივალი დაარქივებული 2009-06-21 საიტზე Wayback Machine. (აშშ) (2009) მთავარი პრიზი „ჟიურის დიდი პრიზი“
- GO EAST (ვისბადენი, გერმანია) (2009) მთავარი პრიზი „ოქროს ლილია“ და კონცერნ „შკოდა“–ს ჯილდო
- GO EAST (ვისბადენი, გერმანია) (2009) კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრიზი FIPRESCI
- ბელგრადის საერთაშორისო კ/ფესტივალი FEST 2009 ჟიურის სპეციალური პრიზი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი ოვაშვილი, ეროვნული ფილმოგრაფია დაარქივებული 2012-03-12 საიტზე Wayback Machine.
- გიორგი ოვაშვილი და “გაღმა ნაპირი” დაარქივებული 2016-09-09 საიტზე Wayback Machine.
- "გაღმა ნაპირი" საფესტივალო ცხოვრებას განაგრძობს
- ქართული გზა “ოსკარისკენ” დაარქივებული 2014-04-11 საიტზე Wayback Machine.
- Awards for George Ovashvili
- The Other Bank დაარქივებული 2016-10-08 საიტზე Wayback Machine.