მე, გამომძიებელი
„მე, გამომძიებელი“ — კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1971 წლის კინოფილმი, რომლის რეჟისორია გიორგი კალატოზიშვილი. ფილმი ეფუძნება ძმები ვაინერების ნაწარმოებს.
„მე, გამომძიებელი“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
ჟანრი | დეტექტივი |
დამდგმელი რეჟისორი | გიორგი კალატოზიშვილი |
სცენარის ავტორი |
არკადი ვაინერი, გიორგი ვაინერი |
როლებში |
ბუბა კიკაბიძე ბაადურ წულაძე |
კომპოზიტორი | გია ყანჩელი |
ხმის ოპერატორი | ვლადიმერ ნიკონოვი |
ოპერატორი | იური კიკაბიძე |
მხატვარი | რევაზ მირზაშვილი |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1971 |
ხანგრძლივობა | 88 წთ. |
ქვეყანა | საქ. სსრ, სსრკ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაფასანაურის მახლობლად მძიმედ დაჭრილი მამაკაცია ნაპოვნი ფულისა და საბუთების გარეშე. ექიმების ვარაუდით, მისი გადარჩენა სათუოა. საქმის გამოძიება თბილისის მილიციის კაპიტანს, გამომძიებელ მიქელაძეს დაევალა. ძიებისას გაირკვა, რომ დაშავებული ბალტიის ზღვის სანაოსნო სამსახურის შტურმანია. ძიებას მილიციის კაპიტანი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში - ტალინში, ლენინგრადში, მოსკოვში, რიგაში, იურმალაში მიჰყავს.
როლებში
რედაქტირება- ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე — გიორგი მიქელაძე
- ინგრიდ ანდრინია — ელგა სმილძინია
- ვია არტმანე — ვანდა ლინარე
- ბაადურ წულაძე — ვასო კობიძე
- მიხეილ ნიკიტინი — საშა ქანდაუროვი
- რევაზ თავართქილაძე — ნოდარ გომელაური
- იაკი ლიპსო — იანის კრუმინი
- გურამ ლორთქიფანიძე — ოთარ აბულაძე
- აქსელ ორავი — ტომას ენგე
- ოლევ ესკოლა — გემის კაპიტანი ასტაფიევი