ვია არტმანე (ლატვ. Vija Artmane; დ. 21 აგვისტო, 1929 — გ. 11 ოქტომბერი, 2008) — ლატვიელი თეატრისა და კინოს მსახიობი ქალი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1969).

ვია არტმანე

ვია არტმანე
დაბადების სახელი ალიდა ფრიცის ასული არტმანე
დაბადების თარიღი 21 აგვისტო 1929
კაივე, ტუკუმის მაზრა, ლატვია
გარდაცვალების თარიღი 11 ოქტომბერი 2008
სტრენჩი, ლატვია
აქტიური 1950–2003
მეუღლე(ები) არტურ დიმიტერსი
შვილ(ებ)ი კასპარ დიმიტერსი
კრისტიანა დიმიტერსი

ბიოგრაფია რედაქტირება

1949 წელს დაამთავრა რიგის რაინისის სახელობის სამხატვრო თეატრთან არსებული სტუდია და ჩაირიცხა ამავე თეატრის დასში. ითამაშა ოფელიას, ჯულიეტას (შექსპირის „ჰამლეტი“, „რომეო და ჯულიეტა“), ლაიმდოტას (რაინისის „ცეცხლი და ღამე“) და სხვა როლები.

კინოში შეასრულა დაცეს („ღრუბლის ქულების მიღმა“, 1957), სონიას („მშობლიური სისხლი“, 1964), ქალის („სიკვდილი არავის არ უნდა“, 1966), კრისტინას („ედგარი და კრისტინა“, 1967) და სხვა როლები. აღსანიშნავია ჯულია ლამბერტის როლი ფილმში „თეატრი“. 1971 წელს მონაწილეობა მიიღო გიორგი კალატოზიშვილის ფილმში „მე, გამომძიებელი“. 1993 წელს რესტიტუციის პროცესში დაკარგა ბინა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა აგარაკზე სოფელ მურიანში. ბევრს ავადმყოფობდა; გადატანილი ჰქონდა ინსულტი და ინფარქტი. დასაფლავებულია რიგის პოკროვის სასაფლაოზე.

მისი მეუღლე იყო თეატრის მსახიობი არტურ დიმიტერსი. არტმანეს შესახებ გადაღებულია რამდენიმე დოკუმენტური ფილმი. ბალტიის მარგალიტის კინოფესტივალზე დაწესებულია ვია არტმანეს სახელობის ჯილდო. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით. ლატვიის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1980). ვია არტმანეს სახელს ატარებს ასტეროიდი.

ჯილდოები და აღიარება რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება