გურამ ლორთქიფანიძე
ქართველი მსახიობი
გურამ ლორთქიფანიძე (დ. 6 მაისი, 1930, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 6 იანვარი, 2008) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1980).
გურამ ლორთქიფანიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | გურამ ლორთქიფანიძე |
დაბადების თარიღი |
6 მაისი, 1930 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 6 იანვარი, 2008 (77 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1969 წელს კი საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სცენარისტისა და რეჟისორის ორწლიანი კურსები. 1949–1972 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მსახიობად, რეჟისორის თანაშემწედ; 1972–1980 წლებში საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორად; 1981 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორია. გადაღებულია მრავალ ფილმში საქართველოსა და საზღვარგარეთ. დიდი პოპულარობა მოუტანა აგულის როლმა ( „არაჩვეულებრივი გამოფენა“, რეჟ. ელდარ შენგელაია, 1968). გურამ ლორთქიფანიძე 2008 წლის 6 იანვარს გულის შეტევით გარდაიცვალა.[1]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1968: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (აგული) რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1971: „მე, გამომძიებელი“ (ოთარ აბულაძე) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1975: „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (ავთო) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1975: „პირველი მერცხალი“ (ბეჟანი) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1976: „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“ (გერასიმე) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1977: „რაჭა ჩემო სიყვარულო“ (ვანო) რეჟისორები თემურ ფალავანდიშვილი, იოზეფ მედვედი
- 1977: „სინემა“ (ამბერკი) რეჟ. ლიანა ელიავა
- 1980: „წერილები ბამიდან“ რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1982: „არაჩვეულებრივი რეისი“ (ამბერკი) რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1983: „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (თენგიზი) რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1984: „სკაპენის ოინები“ (სილვესტერი) რეჟისორები გიორგი კალატოზიშვილი, მიხეილ კალატოზიშვილი (უმცროსი)
- 1986: „ზღვის მაშვრალნი“ (ტანგრეი) რეჟისორები ედმონდ სეშანი, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1987: „ხარება და გოგია“ (ფოტოგრაფი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1988: „გრაციოზო“ რეჟ. არმაზ ბურნაძე
- 1989: „მაისის თოვლი“ რეჟ. ზურაბ ინაშვილი
- 1990: „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“ (ბენო) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1993: „ლეონარდო“ (ტატო) რეჟ. დავით ნაცვლიშვილი
- 1996: „მორევი“ რეჟ. რამაზ გიორგობიანი
- 1998: „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“ (ლავრენტი) რეჟ. პავლე ჩარკვიანი