ლევან ხიდაშელი (ფილმი)

ლევან ხიდაშელივახტანგ ტაბლიაშვილის 1973 წლის ფილმი, რომელიც გადაღებულია გურამ ფანჯიკიძის რომანის — „მეშვიდე ცის“ მიხედვით.

„ლევან ხიდაშელი“
დამდგმელი რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი
სცენარის ავტორი გურამ ფანჯიკიძე,
ვახტანგ ტაბლიაშვილი
კომპოზიტორი სულხან ცინცაძე
ხმის ოპერატორი გურამ შუბლაძე
ოპერატორი გიორგი ჭელიძე
მონტაჟი ქეთევან თაღნიაშვილი
მხატვარი დიმიტრი თაყაიშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1973
ხანგრძლივობა 85 წთ.
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი 1970-იანი წლების თბილისელი ახალგაზრდების და მეტალურგიული ქარხნის მუშების ცხოვრებას ეხება. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ახლადმოსული ნიჭიერი ინჟინერი ლევან ხიდაშელი საქმისადმი თავდადებით გამოირჩევა და სწრაფად მიიწევს სამსახურეობრივ კიბეზე, მაგრამ თავის კარიერისტულ გეგმებს მეგობრობას და სიყვარულს თან გადააყოლებს. ცხოვრება ამას არ აპატიებს და მას საშინელი სიმარტოვის გრძნობა ეუფლება.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება