გივი თოხაძე
ქართველი მსახიობი
გივი თოხაძე (დ. 20 ოქტომბერი, 1922, ფოთი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 25 ნოემბერი, 2010) — თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1969), საქართველოს სახალხო არტისტი (1982).
გივი თოხაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 ოქტომბერი, 1922 ფოთი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
25 ნოემბერი, 2010 (88 წლის) თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეთნიკურად | ქართველი |
ალმა-მატერი | საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი |
საქმიანობა | თეატრისა და კინოს მსახიობი |
დაიბადა ფოთში 1922 წლის 20 ოქტომბერს. 1949 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრალური ინსტიტუტი. 1949–1952 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, 1956 წლიდან კინოსტუდია ქართული ფილმის მსახიობი.
ფილმოგრაფიარედაქტირება
- 1956: „ბაში-აჩუკი“, რეჟ. ლეო ესაკია
- 1956: „ჩრდილი გზაზე“ რეჟ. დავით რონდელი
- 1957: „საბუდარელი ჭაბუკი“ (უშანგი) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1959: „ნინო“ რეჟ. ლეო ესაკია
- 1959: „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (მეფოლადე) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1961: „ენგურის ნაპირებზე“ რეჟ. დავით რონდელი
- 1961:„ჭიაკოკონა“ (ოქროპირი) რეჟ. იური ქვთარაძე
- 1963: „პალიასტომი“ რეჟ. სიკო დოლიძე
- 1965: „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1965: „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (ლეიტენანტი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1968: „ჯვარცმული კუნძული“ რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1969: „ფილატელისტის სიკვდილი“ (ფერაძე) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1970: „სერამიდას ბაღები“ რეჟ. სიკო დოლიძე
- 1970: „დიდოსტატის მარჯვენა“ (რაჟდენი) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე
- 1971: „წუთისოფელი“ რეჟისორები შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე
- 1972: „ნერგები“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1972: „ჩარი რამა“ (დიომიდე) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1973: „ლევან ხიდაშელი“ (ცვლის უფროსი) რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
- 1974: „ღამის ვიზიტი“ რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1974: „საჰაერო ხიდი“ (ირაკლი) რეჟ. დავით რონდელი
- 1975: „ვალსი მთაწმინდაზე“ რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1976: „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1977: „ფედია“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1977: „სინემა“ რეჟ. ლიანა ელიავა
- 1978: „ყვარყვარე“ (პოლკოვნიკი) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1979: „მეცამეტე გოჭი“ რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
- 1980: „სახლი ლესნაიაზე“ (კაპანაძე) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1981: „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“ რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1981: „გამოაღეთ ფანჯრები“ რეჟ. დევი აბაშიძე
- 1982: „დიმიტრი II“ (ბექა ჯაყელი) რეჟ. რამაზ (ბუბა) ხოტივარი
- 1982: „კუკარაჩა“ (მაიორი საბაშვილი) რეჟისორები სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე
- 1983: „წიგნი ფიცისა“ რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე
- 1984: „სანამ წვიმა გადივლიდეს“ რეჟ. ქეთი დოლიძე
- 1984: „ამბავი სურამის ციხისა“ რეჟისორები დოდო აბაშიძე, სერგო (სარგის) ფარაჯანოვი
- 1986: „ბებია ყველასათვის“ რეჟ. ნანა დვალიშვილი
- 1986: „ზღვის მაშვრალნი“ რეჟისორები ედმონ სეშანი, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1986: „ჭიდაობას რა უნდა“ (ჩინიზელი) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცროსი)
- 1986: „ორომტრიალი“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1990: „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“ (მძღოლი) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1990: „ომი ყველასათვის ომია (სტალინის შვილი)“ რეჟ. დევი აბაშიძე
- 1990: „საბედისწერო გასროლა“ რეჟ. ოთარ კობერიძე
- 1990: „სპირალი“ (გივი ნაკაშიძე) რეჟ. გიული ჭოხონელიძე
- 1992: „ოქროს ობობა“ (გამომძიებელი) რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია
- 1992: „უძინართა მზე“ რეჟ. თემურ ბაბლუანი
- 1992: „ხაფანგი“ (დიმიტრი) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ნინუა
- 1996: „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 1998: „აქ თენდება“ რეჟ. ზაზა ურუშაძე
- 2001: „ანთიმოზ ივერიელი“ (სულხან-საბა ორბელიანი) რეჟ. გიული ჭოხონელიძე
- 2005: „კნუტ ჰამსუნის კავკასიური მისტერიები“ რეჟ. ოლიკო ჟღენტი
ნათამაშები როლებირედაქტირება
რუსთაველის თეატრირედაქტირება
ასრულებდა ეპიზოდურ როლებს ისეთი კორიფეების გვერდით, როგორებიც იყვნენ აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა და სხვ.