ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„აზერჯაიბანფილმი“ (აზერ. „Azərbaycanfilm“) — ჯაფარ ჯაბარლის სახელობის მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების აზერბაიჯანის სახელმწიფო კინოსტუდია, დაარსებული 1923 წელს[1] სახელწოდებით „აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამხატვრო დეპარტამენტი“. დაწესებულება ამჟამად შედის აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

„აზერბაიჯანფილმი“
დარგი კინემატოგრაფი
დაფუძნდა 28 აპრილი, 1923
სათავო ოფისი ბაქო, (აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი)
პროდუქცია მხატვრული, ანიმაციური, დოკუმენტური ფილმები

კინოსტუდიაში გადაღებულია მუნჯი და ხმოვანი ფილმები, მიუზიკლები და კინოკომედიები. მათ შორისაა: „ბუ“ (1924), „სხვადასხვა ნაპირებზე“ (1926), „სევილი“ (1929), „მეექვსე გრძნობა“ (1935), „ალმაზი“ (1936); „ბაქოელები“ (1938), „სამშობლოს შვილი“ (1941), „შავი მთები“ (1956), „ნამდვილი მეგობარი“ (1959), „სად არის ახმედი?“ (1963), „გამოძება გრძელდება“ (1966), „ფირანგიზი“ (1975), „ბაბექი“ (1979), „ხანგრძლივი ცხოვრების აკორდები“ (1981), „შავი ტბის რაინდები“ (1984), „ხაფანგი“ (1990) და სხვა.

სტრუქტურის პირველ შემქმნელად უნდა მივიჩნიოთ XIX საუკუნის ბოლოს ბაქოში დასახლებული ფრანგი ოპერატორი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მიშონი(ინგლისური)ქართ., რომლის საკუთრებაში იყო ფოტოსტუდია. იგი იღებდა ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ დოკუმენტურ ფილმებს.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1920 წელს აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარემ ნარიმან ნარიმანოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას კინემატოგრაფიის ოფისების ნაციონალიზაციის შესახებ და კულტურის სახალხო კომისარიატში შეიქმნა ფოტო-კინოს განყოფილება (აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების განყოფილება). 1923 წელს ეს დაწესებულება ჩაანაცვლა I სახელმწიფო კინოს ქარხანამ („აზერბაიჯანის ფოტო-კინო დეპარტამენტი“ — AFKI).

აზერბაიჯანული კინოს სტრუქტურას მომდევნო წლებში სხვანაირად ეძახდნენ. მაგალითად, 1926-1930 წლებში „აზდევლატკინო“ (აზერბაიჯანის ფოტო-კინოინდუსტრია და პროფკავშირი), 1930-1931 წლებში „აზერკინო“, 1934-1935 წლებში „აზდევლატკინოსანაიე“, „აზერფილმი“ (აზერბაიჯანის ფოტო-ფილმების ინდუსტრიის დეპარტამენტი) 1932-1941 წლებში, „ბაქოს კინოსტუდია“ 1939-1959 წლებში (სახალხო კომისართა საბჭოს 1938 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ბაქოს მხატვრული ფილმების კინოსტუდიის წესდება. 1938 წლის 30 ივნისს სახალხო კომისრებთან არსებული კინემატოგრაფიის კომიტეტის ბრძანებით კინოსტუდიას 1938 წლიდან ეწოდა მხატვრული ფილმების ბაქოს კინოსტუდია და 1944 წლამდე იყო კომიტეტის კონტროლის ქვეშ).

შემდეგ კინოსტუდია მოექცა აზერბაიჯანის სსრ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული კინემატოგრაფიის განყოფილების კონტროლის ქვეშ. აზერბაიჯანის სსრ კინემატოგრაფიის სამინისტროს 1948 წლის 25.05.1948 წ. ბრძანებით, კინოსტუდია გადაკეთდა ასსრ კინემატოგრაფიის სამინისტროს დაქვემდებარებული მხატვრული და ქრონიკული ფილმების ბაქოს კინოსტუდიად. 1953 წლის 25 მაისიდან კინოსტუდია გადავიდა აზერბაიჯანის სსრ კულტურის სამინისტროს განკარგულებაში.

1958 წლიდან კინოსტუდიას ეწოდა კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმი“ (კულტურის სამინისტროს 22.08.1958 წ. ბრძანებით).

აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭოს 20.04.1959 წ. გადაწყვეტილებით კინოსტუდიას მიენიჭა დრამატურგ ჯაფარ ჯაბარლის სახელი და 1960 წლის 20 აპრილიდან მის სახელს ატარებს. კინოსტუდიის ახალ შენობას საფუძველი 1951 წელს ჩაეყარა და 15 წლის შემდეგ დასრულდა. 1966 წელს ამ შენობაში დაიწყო ფილმის წარმოება. კინოსტუდიის შენობის წინ დამონტაჟებულია აზერბაიჯანელი პოეტისა და დრამატურგის ჯაფარ ჯაბარლის ძეგლი, რომელიც არქიტექტორ ქამალ ალექფეროვს ეკუთვნის.

აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭოს 10.07.1963 წ. გადაწყვეტილებით, კინოსტუდია გადაეცა ასსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სახელმწიფო კინემატოგრაფიის კომიტეტს. მოგვიანებით, ასსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო კინემატოგრაფიის კომიტეტის 23.12.1965 წ. ბრძანების თანახმად, ასსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო კინემატოგრაფიის კომიტეტის რეორგანიზაცია მოხდა.

აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის 23.09.1988 წ ბრძანებულებით აზერბაიჯანის სახელმწიფო კინემატოგრაფიის კომიტეტი გაუქმდა და ასსრ კულტურის სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა. ასსრ მინისტრთა საბჭოს 19.09.1988 წ. გადაწყვეტილებით სამინისტროს შეუერთდა ყველა კინოორგანიზაცია, მათ შორის კინოსტუდიაც. 1989 წლის დასაწყისში კულტურის სამინისტროში დაარსდა „აზერკინოვიდეო“. ასსრ მინისტრთა საბჭოს 20.05.1989 წ. განკარგულებითა და აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს 31.05.1989 წ. გადაწყვეტილებით კინოსტუდია შევიდა „აზერკინოვიდეოს“ შემადგენლობაში.

1991 წელს „აზერკინოვიდეო“ გამოეყო კულტურის სამინისტროს და დამოუკიდებლად მუშაობდა. 2001 წლის აპრილში პრეზიდენტის ბრძანებით გაუქმდა „აზერკინოვიდეო“ და მის ნაცვლად კულტურის სამინისტროში შეიქმნა კინოს საქმეთა გენერალური დეპარტამენტი.

01.09.2003 წლიდან მთავარი განყოფილების სახელწოდება შეიცვალა და გახდა კინოს საქმეთა დეპარტამენტი.[2]

თანამედროვე პერიოდი

რედაქტირება

ამჟამად აზერბაიჯანში კინოს დაწესებულება აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს შემადგენლობაში მუშაობს. კინოსტუდიის ამჟამინდელი დირექტორი ნაზიმ ჰუსეინოვია.

„აზერბაიჯანფილმს“ ჰყავს სამხატვრო საბჭო (BŞ), რომელიც ამტკიცებს მხატვრული ფილმების სცენარს. საბჭოს შემადგენლობას ყოველწლიურად ხელახლა ირჩევენ და ამტკიცებენ. წარდგენილი სცენარი საბჭოს თანამშრომლების მიერ მიღების შემდეგ გადაეცემა კულტურის სამინისტროს. ბოლო სიტყვა კულტურის სამინისტროს ეკუთვნის.[3]

სტუდიები

რედაქტირება

„აზერბაიჯანფილმთან“ სხვადასხვა დროს ფუნქციონირებდა სტუდიები: „აზანფილმი“ (ანიმაციური), „ერთობა“ (დოკუმენტური და ანიმაციური), „დებიუტი“, „მოზალანი“, „რაკურსი“ (დოკუმენტური), „ქრონიკა“ (დოკუმენტური), „მეხსიერება“.

დირექტორები

რედაქტირება

„აზერბაიჯანფილმს“ სხვადასხვა წლებში მართავდნენ:[4]

  • ჰანაფი თერეგულოვი — (1923)
  • შამილ მაჰმუდბეგოვი — (1924-1928)
  • შამსედინ აბასოვი — (1939-1941)
  • რასულ რზა — (1942-1944)
  • მეჰდი ჰუსეინი — (1944)
  • საბით რაჰმანი — (1945-1946)
  • ზაკი საფაროვი — (1953-1959)
  • მაჰარამ ჰაშიმოვი — (1960-1965)
  • ადილ ისგანდეროვი — (1966-1974)
  • ჯამილ ალიბეგოვი — (1974-1984)
  • ევაზ ბორჩალი — (1984-1986)
  • რამიზ ფათალიევი — (1986-1995)
  • ზიაფატ აბასოვი — (1994-1995 და 1995-2001)
  • ხამის მურადოვი — (2 იანვარი, 2002-2011)
  • მუშფიგ ჰატამოვი — (2011-2019)
  • ჯამილ ყულიევი — (2019-2020)
  • ნაზიმ ჰუსეინოვი — (2020) [5]
  • ფარიზ აჰმადოვი — (2020-2022) [6]
  • ნაზიმ ჰუსეინოვი — (2022 წლიდან)[7]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა
  2. A.Kazımzadə. Bizim Azərbaycanfilm. Bakı: 2004, səh. 136-138.
  3. İntiqam. Bədii Şuranın tərkibində dəyişiklik baş verdi. Kino+ qəzeti, 23.06.04, səh 6.
  4. Kinostudiyanın direktorları. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-17. ციტირების თარიღი: 2013-05-31
  5. “Azərbaycanfilm”də direktor dəyişdi. ციტირების თარიღი: 2020-03-15
  6. Kinostudiyaya yeni direktor təyin edildi. ციტირების თარიღი: 2020-11-01
  7. "Azərbaycanfilm" kinostudiyasına yeni direktor təyin olunub. ციტირების თარიღი: 2022-07-17