ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ადილ რზა ოღლუ ისქენდეროვი (აზერ. Adil Rza oğlu İsgəndərov; დ. 10 მარტი, 1912 — გ. 18 სექტემბერი, 1978) — აზერბაიჯანელი საბჭოთა რეჟისორი, თეატრისა და კინოს მსახიობი, პედაგოგი, სახალხო არტისტი (1959). მეორე ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი (1948).

ადილ ისქენდეროვი
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1910
განჯა, რუსეთის იმპერია[1]
გარდაცვალების თარიღი 18 სექტემბერი, 1978 (68 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი, თეატრალური რეჟისორი, კინორეჟისორი, თეატრალური პედაგოგი
აქტიური 1937-დან
დამსაქმებელი აზიზბეკოვის სახელობის აზერბაიაჯანის აკადემიური თეატრი (ბაქო)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადილ ისქენდეროვი 1912 წლის 10 მარტს (სხვა წყაროებით 1910 წლის 10 ოქტომბერს ან 10 მაისს[2]) ელიზავეტპოლში (ამჟამინდელი განჯა, აზერბაიჯანი) ბეგის ოჯახში დაიბადა.

მონაწილეობდა მუშათა დრამატულ წრეში განჯაში.

1931 წელს ბაქოს თეტარალური ტექნიკუმი დაამთავრა (ამჟამინდელი აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი). სტუდენტობის წლებში მონაწილეობას იღებდა მის მიერ დადაგმულ სპექტაკლებში. 1936 წელს დაამთავრა ლუნაჩარსკის სახელობის რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. 1932–1936 წლებში ვახტანგოვის თეატრის (მოსკოვი) პრაქტიკანტი რეჟისორი იყო.

1936 წლიდან აზერბაიჯანის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის (ბაქო) რეჟისორია, 1938–1960 წლებში — მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1954 წლიდან კი დირექტორი.

გადაღებულია ფილმებში. მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმში“, 1966–1974 წლებში კი მისი დირექტორი იყო.

1937 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ბაქოს თეატრალურ ტექნიკუმში (1945 წლიდან – აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი); 1956 წლიდან — პროფესორი.

იყო სკპ(ბ) წევრი 1940 წლიდან და აზერბაიჯანის მე-4 და მე-5 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ადილ ისქენდეროვი გარდაიცვალა 1978 წლის 18 სექტემბერს. დაკრძალულია საპატიო ხეივანში.

  1. Искендеров Адиль Рза оглы // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — М.: Советская энциклопедия, 1969.
  2. Искендеров Адиль