აზერბაიჯანის ეროვნული კინოს დღე

აზერბაიჯანის ეროვნული კინოს დღე (აზერ. Azərbaycanın Milli Kino Günü) — კინემატოგრაფთა პროფესიული დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად 2 აგვისტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აღინიშნება[1].

აზერბაიჯანის ეროვნული კინოს დღე
აზერბაიჯანის ეროვნული კინოს დღე ფოტოსურათი
კადრი ფილმიდან "ხანძარი ბიბი-ჰეიბათში" (1898 წ)
სხვაგვარად კინოს დღე
დაწესდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მიერ
აღნიშნავენ 2 აგვისტო
თარიღი 18.12.2000
დაკავშირებულია აზერბაიჯანული კინოს იუბილესთან

ეროვნული კინოს დღე დაარსდა 2000 წლის 18 დეკემბერს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ბრძანებით.

საბჭოთა მმართველობის დროს აზერბაიჯანის სსრ აღნიშნავდა კინოს დღეს მთელს საბჭოთა კავშირთან ერთად 27 აგვისტოს.

1976 წელს, ეროვნული კინოს 60 წლის იუბილე პირველად აღინიშნა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში. ეს თარიღი დაკავშირებული იყო 1916 წელს რუსეთის იმპერიაში შექმნილი მხატვრული ფილმის „ნავთობისა და მილიონების სამეფოში“ ეკრანებზე გამოსვლით[1].

1996 წელს, აზერბაიჯანის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრმა, კინემატოგრაფმა აიდინ ქიაზიმზადემ მოიყვანა ფაქტები, რომლებიც მოწმობენ, რომ 1898 წლის 8 იანვარს ბაქოში ნაჩვენები იქნა ფრანგული ფილმები - „ცოცხალი ფოტო-სურათები“[2]. 21 ივნისს ფილმები „სეირნობა ქალაქის ბაღში“, „რკინიგზის სადგურზე მატარებლის ჩამოსვლა“, „კავკასიისა და მერკურის საზოგადოების საქმიანობა“, „პორტიდან გამგზავრება“ ნაჩვენები იყო ცირკის თეატრში. ეს ფილმები გადაიღო ფრანგი წარმოშობის ბაქოელმა ფოტოგრაფმა ალექსანდრე მიშონმა. 2 აგვისტოს, მან სამი საავტორო კინოქრონიკა და ერთი დოკუმენტური ფილმიდან აჩვენა: „ხანძარი ბიბი-ჰეიბათზე“, „ბალახანის ველის ნავთობის შადრევანი“, „კავკასიური ცეკვა“ და „გამოგიჭირე“. ზოგიერთი ეს ჩანაწერები პარიზის არქივიდან აზერბაიჯანს გადაეცა და ამჟამად ინახება აზერბაიჯანის სახელმწიფო კინოფონდში[1].

1998 წელს ბაქოში „ფესტივალების ფესტივალი“ გაიმართა, რომელიც აზერბაიჯანის კინემატოგრაფსს მიეძღვნა.

„აზერბაიჯანის ეროვნული კინოს დღე“ არ არის არასამუშაო დღე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება