რასულ რზა
რასულ რზა (აზერ. Rəsul Rza; ნამდვილი სახელი რასულ იბრაჰიმ ოღლი რზაევი, აზერ. Rəsul İbrahim oğlu Rzayev; დ. 19 მაისი [ ძვ. სტ. 6 მაისი] , 1910 — გ. 1 აპრილი, 1981) — საბჭოთა აზერბაიჯანელი მწერალი, აზერბაიჯანის სსრკ-ის დამსახურებული ხელოვნების მოღვაწე (1944), აზერბაიჯანის სსრკ-ის სახალხო პოეტი (1960); მესამე ხარისხის სტალინის პრემიის ლაურეატი (1951), საბჭოთა კავშირის შრომის გმირი (1980). იყო აზერბაიჯანის სსრკ-ის კინემატოგრაფიის მინისტრი (1945-1947), იყო 1, 3-7 მოწვევის აზერბაიჯანის სსრკ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატი.
რასულ რზა | |
---|---|
აზერ. Rəsul Rza | |
დაბადების თარიღი | 6 (19) მაისი, 1910[1] |
დაბადების ადგილი | გოქჩაი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 1 აპრილი, 1981[2] [1] (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო[1] |
დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, პოეტი[2] , მთარგმნელი, დრამატურგი[2] , მწერალი, მთავარი რედაქტორი და პროზაიკოსი[2] |
ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი |
ჟანრი | ლექსი, პიესა და narrative poetry |
ჯილდოები | ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, საპატიო ნიშნის ორდენი, სტალინური პრემია, Q63706400? და აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე |
მეუღლე | ნიგარ რაფიბეილი |
შვილ(ებ)ი | ანარ რზაევი |
საიტი | rasulrza.musigi-dunya.az |
ბიოგრაფია
რედაქტირებარასულ რზა დაიბადა 1910 წლის 19 მაისს გეოკჩაიში მოსამსახურის ოჯახში, მაგრამ მისი დაბადების თარიღი სადავოა.[3] პოეტის დაბადების დრო და თარიღი ჩაწერილი იყო ყურანის ფურცლებზე, რომელიც შემდგომ უკვალოდ დაიკარგა. მამამისი - მირზა იბრაჰიმი, წარმოშობით იყო ჩიინის დასახლებიდან (დღევანდელი უჯარის რაიონი), გიოიჩაიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, მუშაობდა სოფლის მწერლად და თარჯიმნად ადგილობრივ კანცელარიაში. იგი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც შვილს ხუთი წელი შეუსრულდა.[3] ოჯახზე ზრუნვა გააგრძელა დედის ძმამ - მამედ ჰუსეინ რზაევმა, რომლის გვარიც აიღო შემდგომში რასულმა. ბიძია იყო ცნობისმოყვარე პიროვნება, უყვარდა ლიტერატურა და თვითონაც კი წერდა ლექსებს. რევოლუციის შემდგომ იგი მუშაობდა კომისარად, რაიკომის მდივნად. მოგვიანებით, რასულ რზა წერდა: „ბიძამ თავისი აუხდენელი ოცნება - გამხდარიყო პოეტი მე მიანდერძა“.[3]
რასულ რზამ მიიღო საშუალო განათლება რაიონულ სკოლაში. დაამთავრა „ვგიკი“. 1939 წლიდან კომუნისტური პარტიის წევრი იყო.
1937–1938 წლებში რასულ რზა მუშაობდა სასცენარო განყოფილების უფროსად, ხოლო 1942-1944 წლებში – ბაქოს კინოსტუდიის დირექტორად. 1944- 1946 წლებში აზერბაიჯანის სსრკ-ის ხელოვნების სამმართველოს უფროსად. 1948-1949 წლებში იგი იყო აზერბაიჯანის სსრკ-ის კინემატოგრაფიის მინისტრი.
1, 3-7 მოწვევის აზერბაიჯანის სსრკ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატი. ასევე იყო აზერბაიჯანის საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი (1965 წლიდან), ხელმძღვანელობდა რიგ საზოგადო ორგანიზაციებს. 1938-1939 წლებში იყო აზერბაიჯანის სსრკ-ის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე.
გარდაიცვალა 1981 წლის 1 აპრილს. დაკრძალულია ბაქოს საპატიო დაკრძალვის ხეივანში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Алибекова Г., Всегда в пути... Жизнь и творчества Расула Рза, Советский писатель, 1972.
- Вэлијев М. вэ Хэлилов Г., Рэсул Рза, Бакы, 1960.