საბით რაჰმანი
საბით რაჰმანი (ნამდვილი სახელი და გვარი საბით ქერიმ-ოღლუ მაჰმუდოვი; დ. 26 მარტი, 1910, ნუხა — გ. 23 სექტემბერი, 1970, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი მწერალი. აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1943). სკკპ წევრი 1943 წლიდან.
საბით რაჰმანი | |
---|---|
აზერ. Sabit Rəhman | |
დაბადების თარიღი | 26 მარტი, 1910 |
დაბადების ადგილი | შაქი |
გარდაცვალების თარიღი | 23 სექტემბერი, 1970[1] (60 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო[1] |
დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
საქმიანობა | მწერალი, პროზაიკოსი, დრამატურგი და სცენარისტი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
ალმა-მატერი | აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე |
შვილ(ებ)ი | Emin Sabitoglu |
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 20-იანი წლების დასასრულს. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ფელეტონებს. აზერბაიჯანული საბჭოთა კომედიის ერთ-ერთი პირველი ავტორია („ქორწილი“, დაიდგა 1939; „ბედნიერები“, დაიდგა 1941; „სიცრუე“, 1965 და სხვა). დაწერა რომანი „ნინა“ (1951), რომელშიც ასახულია იატაკქვეშა სტამბის შემქნელის ლ. კეცხოველისა და მის თანამებრძოლთა რევოლუციური მოღვაწეობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შაყულაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 315.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Рахман Сабит // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: