აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი

აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი ASPU (აზერ. Azərbaycan Dövlət Pedaqoji Universiteti) — სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაარსდა პედაგოგთა მოსამზადებლად. უნივერსიტეტი მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.

Azərbaycan Dövlət Pedaqoji İnstitutu და Azərbaycan Dövlət Pedaqoji Universiteti
დაფუძნდა 26 აგვისტო, 1921
ტიპი უნივერსიტეტი
სტუდენტი 7 000
მდებარეობა ბაქო
ქვეყანა აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი — აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
http://www.adpu.edu.az

უნივერსიტეტის სტრუქტურა

რედაქტირება

უნივერსიტეტში 7 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტს 10 ფაკულტეტი აქვს: ფილოლოგიის, მათემატიკის, ფიზიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ხელოვნებისა და გრაფიკული კულტურის, პედაგოგიის, ზოგადი ტექნიკური დისციპლინებისა და შრომის, ქიმიური და ბიოლოგიური და სკოლამდელი პედაგოგიის. ტრენინგები ტარდება ისეთ სპეციალობებში, როგორიცაა: აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია, პროფესიული განვითარება, მუსიკალური განათლება, პირველადი სამხედრო და ფიზიკური სწავლება, პედაგოგია და დაწყებითი განათლების მეთოდოლოია, პედაგოგია და სკოლამდელი განათლების მეთოდები. მ

უნივერსიტეტის 55 დეპარტამენტში 330 მასწავლებელი მუშაობს, რომელთა შორის 59 მეცნიერებათა დოქტორია, ხოლო 3 მეცნიერებათა სხვადასხვა აკადემიიის წევრი. უნივერსიტეტის პერსონალის რაოდენობა 730 ადამიანს შეადგენს. უნივერსიტეტს აქვს ბიბლიოთეკა და სამკითხველო ოთახები, კომპიუტერების ოთახი, ონომასტიკური ლაბორატორია, ზოოლოგიური მუზეუმი და სამედიცინო დახმარების ცენტრი. ბიბლიოთეკაში 700 000-ზე მეტი ეგზემპლარია.

ფილიალები

რედაქტირება

აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილიალები მდებარეობს რამდენიმე ქალაქში" აღჯაბადში, ყუბაში, ჯალილაბადში, შაქსა და შემახაში.

აღჯაბადის ფილიალი აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის ბრძანების მიხედვით შეიქმნა. მას ფილოლოგიის კანდიდატი ესორი ფარზალიევა მატანატი ხელმძღანელობს. ყუბას ფილიალი 2000 წლის 14 ივნისს შეიქმნა. ჯალილაბადის ფილიალი ჯალილაბადის სოფლის მეურნეობის ტექნიკური სკოლის საფუძველზე შეიქმნა 2000 წლის 13 ივნისს „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საგანმანათლებლო სისტემის განსავითარებლად“. ფილიალს ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი ხუდაიარ სულთანლი ხელმძღვანელობს. შაქის ფილიალიც 2000 წლის 14 ივნისს შეიქმნა, ხოლო შამახის ფილიალი 1991 წლიდან არსებობს.

საერთაშორისო ურთიერთობები

რედაქტირება

2007 წლის 12-14 მაისს აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო კონფერენცია - „მასწავლებელთა მომზადების პოლიტიკა და პრობლემები“ უმასპინძლა ანკარიის კონსერვატორიასთან ერთად.

2009 წლის 21-24 აპრილს ევროპის მასწავლებელთა საგანმანათლებლო ქსელის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ცივილიზაციათა მშენებლობა განათლების მეშვეობით“ წარდგენილი პრეზენტაციის შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიურ უნივერსიტეტი ევროპის მასწავლებელთა საგანმანათლებლო ქსელის წევრად აირჩიეს. იმავე წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტსა და მეჰმეთ აკიფ ესროის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

2010 წელს უნივერსიტეტმა ანკარის კონსერვატორიასთან ერთად გამართა კონფერენცია თემაზე „მასწავლებელთა მომზადების პოლიტიკისა დ აპრობლემების II საერთაშორისო სიმპოზიუმი“. მომდევნო წლის 31 მაისს უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა რუმინეთის ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაბეშ-ბოლიაის რექტორი ასპუ-ს საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოვდა.

2012 წლის 1 ივნისს უნივერსიტეტსა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რადიო და ელექტრონიკის ინსტიტუტს შორის სამეცნიერო და ტექნიკური ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება დაიდო. იმავე წელს უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის შთანხმებას მოაწერა ხელი ხაზარის ეროვნულ პედაგოგიურ უნივერსიტეტთან.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება