ლადო კეცხოველი
ლადო (ვლადიმერ) კეცხოველი (დ. 2 (14) იანვარი, 1876, თლია, გორის მაზრა — გ. 17 (30) აგვისტო, 1903; თბილისი) — ქართველი რევოლუციონერი.
ლადო კეცხოველი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 (14) იანვარი, 1876[1] |
დაბადების ადგილი | თლია, გორის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 17 (30) აგვისტო, 1903[1] (27 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
1889-1891 წლებში სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში. 1891 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. აქვე ჩაება მოსწავლეთა არალეგალურ წრეში. 1893 წლის დეკემბერში ხელმძღვანელობდა სემინარიელთა გაფიცვას, რის გამოც სასწავლებლიდან გარიცხეს. 1894 წელს ჩაირიცხა კიევის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1896 წელს რევოლუციური საქმიანობისათვის დაითხოვეს და დააპატიმრეს. 3 თვის შემდეგ საქართველოში გადმოასახლეს და პოლიციის ზედამხედველობა მიუჩინეს. 1897 წელს ფარულად ჩამოვიდა თბილისში და სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის „მესამე დასის“ წევრი გახდა. 1901 წელს ბაქოში მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა ლენინურ-ისკრული მიმართულების რსდმპ ბაქოს კომიტეტი და არალეგალური სტამბა „ნინა“. 1902 წლის სექტემბერში დააპატიმრეს ბაქოში, შემდეგ გადაიყვანეს თბილისში, მეტეხის ციხეში, სადაც პოლიტიკურ პატიმართა შორის რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა. 1903 წლის 17 აგვისტოს (ახ. სტილით 30 აგვისტო) ციხის საკანში მოკლეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 636.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ენციკლოპედია საქართველო, ტ. IV — 2018.