ნარიმან ნარიმანოვი

ნარიმან კერბალაი ნაჯაფ ოღლუ ნარიმანოვი (აზერ. نریمان نریمان‌اوو, Nəriman Kərbəlayi Nəcəf oğlu Nərimanov; დ. 2 (14) აპრილი1870, თბილისი — გ. 19 მარტი, 1925, მოსკოვი, რსფსრ) — აზერბაიჯანელი მწერალი, გამოჩენილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ბოლშევიკი, აზერბაიჯანის სსრ-ის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი (1920–1921) და სახალხო კომისარების თავმჯდომარე (1920-1922).

ნარიმან ნარიმანოვი
აზერ. نریمان نریمان‌اوو, Nəriman Nərimanov
ნარიმან ნარიმანოვი აზერ. نریمان نریمان‌اوو, Nəriman Nərimanov
ნარიმან ნარიმანოვის პორტრეტი, გადაღებული კლიმაშევსკის ფოტოატელიეში ასტრახანში 1913 წელს
სსრკ-ს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1-ლი თავმჯდომარე ასფსრ-ში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 დეკემბერი, 1922 – 19 მარტი, 1925
წინამორბედითანამდებობა არ არსებობდა
მემკვიდრეგაზანფარ მუსაბეკოვი

აზერბაიჯანის სსრ-ს სახალხო კომისარების საბჭოს 1-ლი თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 აპრილი, 1920 – 6 მაისი, 1922
წინამორბედითანამდებობა არ არსებობდა
მემკვიდრეგაზანფარ მუსაბეკოვი

აზერბაიჯანის სსრ-ს საგარეო საქმეთა 1-ლი სახალხო კომისარი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1920 – 2 მაისი, 1921
წინამორბედითანამდებობა არ არსებობდა
მემკვიდრემირზა დავუდ ჰუსეინოვი

დაბადებული2 (14) აპრილი, 1870
თბილისი, თბილისის მაზრა, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი19 მარტი, 1925
მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
მეუღლეგიულსუმ ალიევა
შვილებინაჯაფი
განათლებაგორის სასწავლო სემინარია,
ნოვოროსისკის უნივერსიტეტი
პროფესიადაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელი,[1] მკურნალი[2]
რელიგიაისლამი (შიიზმი),[1] შემდეგ გახდა ათეისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ნარიმან ნარიმანოვი დაიბადა 1870 წლის 2 (14) აპრილს თბილისში, კერბალაი ნაჯაფისა და ხალიმი-ხანუმის ღარიბ აზერბაიჯანულ ოჯახში. ცხრაშვილიან ოჯახში იგი ყველაზე უმცროსი იყო. სახელი დაარქვეს ბაბუის, ნარიმან ალახვერდის პატივსაცემად, რომელიც გრიგოლ ორბელიანის აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხანენდე იყო საქართველოში. იოანე ბატონიშვილის თავის პოემაში „კალმასობა“ საიათნოვასთან ერთად ნარიმან ნარიმანოვიც ჰყავს მოხსენიებული.[3] ნარიმანოვს საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა. თავის ავტობიოგრაფიაში წერს: დედაჩემს ძალიან უნდოდა ჩემი რუსულ სკოლაში შეყვანა. 1882 წელს მე ამიერკავკასიის სასწავლო სემინარიაში მიმიღეს, რომელიც დავამთავრე კიდეც. დამამთავრებელ კლასში მყოფი, სწავლის სასწავლო ინსტიტუტში გაგრძელებაზე ვფიქრობდი. მაგრამ, სასწავლო სემინარიის დამთავრებამდე ორი თვით ადრე მამა დამეღუპა. ამ გარემოებამ ჩემზე ძლიერ იმოქმედა და ოცნება სწავლა გამეგრძელებინა ინსტიტუტში ოცნებადვე დარჩა, მე ოჯახზე დავიწყე ფიქრი, მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი ყველა საშუალების გარეშე დარჩა.[4]

1890 წელს ნარიმანოვმა დაამთავრა ამიერკავკასიის სასწავლო სემინარია გორში.[5] სემინარიის დამთავრების შემდეგ დაინიშნა მასწავლებლად ყიზილ-აჯლოში, ბორჩალოს მაზრაში. 1891 წელს გადავიდა ბაქოში, სადაც ჯერ პროგიმნაზიაში, ხოლო შემდეგ ბაქოს ვაჟთა გიმნაზიაში ასწავლიდა.[6]1902 წელს დაამთავრა ნოვოროსკიისკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

1905 წლიდან პოლიტიკაშია. არის აზერბაიჯანის სოციალ-დემოკრატიული პარტია „გუმეტის“ წევრი, მონაწილეობს ამიერკავკასიაში მიმდინარე რევოლუციურ პროცესებში. 1908 წელს აპატიმრებენ და სვამენ მეტეხის ციხეში, შემდეგ 5 წლით ასახლებენ ასტრახანის მხარეში. 1916 წლის დეკემბერში ირჩევენ „სახალხო სახლის“ , ბაქოს ბოლშევიკთა ორგანიზაციის ლეგალური ცენტრის მმართველობაში. 1918 წლის მარტში არის ბაქოს რევოლუციური დაცვის კომიტეტის წევრი. 1918 წლის შემოდგომიდან ბაქოს ოსმალური ოკუპაციის შემდეგ ტოვებს ქალაქს და გადადის მოსკოვში. 1919 წლიდან ლენინის ინიციატივით ინიშნება საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების გამგედ. იყო აზერბაიჯანის ბოლშევიკური ოკუპაციის ერთ-ერთი ინიციატორი. 1920 წლის აპრილში ბაქოს ბოლშევიკური ოკუპაციის დროს იყო აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე, შემდგომ აზერბაიჯანის სსრ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი და მთავრობის თავმჯდომარე. 1922 წლის 30 დეკემბერს ინიშნება სსრკ-ს ცაკ-ის თავმჯდომარედ, ამავე დროს 1924 წლიდან საზოგადოებრივ მეცნიერებებში კითხულობს ლექციებს აღმოსავლეთის მშრომელთა კომუნისტურ უნივერსიტეტში. გარდაიცვალა მოსკოვში გაურკვეველ ვითარებაში, ოფიციალური ვერსიის გულის უკმარისობის გამო.

  • ნარიმან ნარიმანოვის პატივსაცემად სსრკ-სა და აზერბაიჯანში გამოუშვეს საფოსტო მარკები.
  • 1965 წელს ნარიმანოვს ძეგლი დაუდგეს სუმგაიტში (მოქანდაკეები: ე.ისმაილოვი და ფ.ლეონტიევა),[7]1972 წელს კი ბაქოში (მოქანდაკე: ჯ.კარიაგდი).[8]
  • 1977 წელს ბაქოში გაიხსნა ნარიმან ნარიმანოვის მემორიალური მუზეუმი.
  • ნარიმანოვის ცხოვრებაზე გადაღებულია ფილმი, სახელწოდებით „ვარსკვლავები არ ქრებიან“,[9] მთავარ როლში — ვლადიმირ სამოილოვი.
  • მწერალმა მირზა იბრაგიმოვმა შექმნა რომანი-ეპოპეა, რომელიც ნარიმანოვის ცხოვრებასა და რევოლუციონერულ მოღვაწეობას მიუძღვნა.[10]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მ. კაზიევი, ნარიმან ნარიმანოვი (ცხოვრება და მოღვაწეობა), ბაქო: აზერბაიჯანის სახელმწიფო გამომც-ბა, 1970. — გვ. 186.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Нариман Нариманов: Избранные произведения, ტ. 1, Баку: Азернешр, 1988. — გვ. 279.
    ორიგინალი ტექსტი (რუსული)

    Свидетельство об окончании Закавказской семинарии

    От Педагогического Совета Закавказской Учительской Семинарии, на основании положения об учительских семинариях, дано сие свидетельство воспитаннику Семинарии Нариману Кербалай Наджаф оглы Нариманову, сыну мещанина г. Тифлиса, магометанского (шиит.) исповедания, имеющего от роду восемнадцать лет...

  2. Нариман Нариманов: Избранные произведения, ტ. 1, Баку: Азернешр, 1988. — გვ. 299.
  3. Казиев 1970.
  4. Нариман Нариманов: Избранные произведения, ტ. 1, Баку: Азернешр, 1988. — გვ. 40.
  5. Нариманов Нариман Кербалай Наджаф Оглы. Педагогический словарь. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-04. ციტირების თარიღი: 2014-05-11.
  6. История Азербайджана, ტ. 2, Изд-во Академии наук Азербайджанской ССР, 1960. — გვ. 329.
  7. История искусства народов СССР / ред. Б. В. Веймарн, ტ. 9, წიგნი 2, М.: «Изобразительное искусство», 1984. — გვ. 172.
  8. „Джелал Магеррам оглы Карягды“. ХРОНОС.
  9. „Звезды не гаснут“. kino-teatr.ru.
  10. Ибрагимов Мирза Аждар оглы. БСЭ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-04. ციტირების თარიღი: 2014-05-11.