საიათნოვა
საიათნოვა (სომხ. Սայաթ-Նովա; სპარს. سایاتنووا; აზერ. Sayat-Nova; დ. 14 ივნისი, 1712, ტფილისი — გ. 22 ნოემბერი, 1795, ახპატი) — საქართველოში მოღვაწე ეთნიკურად სომეხი პოეტი, აშუღი, მომღერალი.
საიათნოვა | |
---|---|
სომხ. Սայաթ-Նովա აზერ. Sayat Nova სპარს. سایاتنووا | |
დაბადების თარიღი | 14 ივნისი, 1712[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | თბილისი[4] |
გარდაცვალების თარიღი | 22 ნოემბერი, 1795[1] [2] (83 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ახპატი |
დასაფლავებულია | სურფგევორქი |
საქმიანობა | პოეტი, კომპოზიტორი[5] , მომღერალი და აშუღი |
მოქალაქეობა |
ქართლის სამეფო ქართლ-კახეთის სამეფო |
საიტი | sayat-nova.am |
საიათნოვა (ნამდვ. სახელი არუთიუნ საიათიანი) 1712 წელს დაიბადა თბილისში. დედა თბილისელი ჰყავდა, მამა კი წარმოშობით ან ალეპოდან ან ადანიდან უნდა ყოფილიყო. საიათნოვა განთქმული იყო საკუთარი ლექსებით, სიმღერით. უკრავდა კამანჩეზე, ჩონგურზე. ის ერეკლე II-ის კარის მომღერალი და მუსიკოსი იყო და გადმოცემით დიპლომატის ფუნქციასაც ასრულებდა. ასევე გადმოცემით მისი შუამავლობით შესაძლებელი გახდა ალიანსი საქართველოს, სომხეთსა და შირვანს შორის სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ. თუმცა მეფის ქალიშვილის სიყვარულის გამო კარის სამსახური დაკარგა და დანარჩენი ცხოვრება გზაში ხეტიალსა და სიმღერაში გალია. 1768 წელს ბერად შედგა ახპატში, დროდადრო თბილისს უბრუნდებოდა. დაიღუპა 1795 წლის სექტემბერში ახპატის მონასტერში აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს. დაკრძალულია თბილისის სურფგევორქის ეკლესიაში.
შემოქმედება
რედაქტირებასაიათნოვას ავტორობას შეიძლება მიეწეროს დღემდე მოღწეული დაახლოებით 200 სიმღერა, თუმცა სავარაუდოდ მას ათასობით სიმღერა უნდა ჰქონოდა შექმნილი. მის სიმღერათა უმრავლესობა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა. მათი დიდი ნაწილი დღესაც პოპულარულია.[6]
საიათნოვას პოეზია ორიგინალურია სტილითა და რიტმიკით. მის პოეზიაში თავი იჩინა აღმოსავლურმა სალექსო ფორმებმა და ლექსიკამ გარკვეული გავლენა მოახდინა თანადროულსა და მომდევნო ხანის ქართულ ლიტერატურაზე. საიათნოვას ქართული ლექსები გამოსცეს იოსებ გრიშაშვილმა (1918) და ალექსანდრე ბარამიძემ (1963); სომხური ლექსები თარგმნეს ლ. მელიქსეთ-ბეგმა (1935), გ. შაჰ-ნაზარმა (1972); აზერბაიჯანული — გ. შაყულაშვილმა (1970).
გალერეა
რედაქტირება-
საიათნოვა 1962 წლის საბჭოთა მარკაზე
-
საიათნოვას სახელობის სკვერი თბილისის მეიდანზე
-
საიათნოვას სასაფლაო სურფგევორქის ეკლესიაში
-
საიათნოვას ხელით დაწერილი სომხური პოემა, სადაც ქართული და სომხური ანბანის ნაზავია გამოყენებული.
-
ქართული ანბანით დაწერილი თურქული საიათნოვას პოემა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Site dedicated to Sayat-Nova
- Armenianmusicarch.com
- Love Song translated into English by Alice Stone Blackwell
- Classical Composers Database
- Encyclopædia Britannica
- საიათნოვას შემოქმედება
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 Find a Grave — 1996.
- ↑ IMSLP — 2006.
- ↑ Мкрян М. М. Саят-Нова // Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1962. — Т. 6. — С. 694–695.
- ↑ Musicalics
- ↑ საიათნოვა დაარქივებული 2021-05-10 საიტზე Wayback Machine. www.pencenter.ge