ბორჩალო
ბორჩალო (ყოფ. ქურდვაჭარი) — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მოიცავს დებედის ხეობას. სახელდება მომდინარეობს XVII საუკუნეში ჩამოსახლებული თურქმანული ტომის ბორჩალუსაგან.
ქურდვაჭარი
რედაქტირებამხარის უძველესი სახელწოდებაა ქურდვაჭარი, ქურდვაჭრისხევი. წყაროებში პირველად იხსენიება VIII საუკუნეში ქურდისხევის ფორმით. მასზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზა, რომელიც საქართველოს სომხეთთან და სხვა ქვეყნებთან აკავშირებდა, რაც ზრდიდა რეგიონის სტრატეგიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობას. ხეობის ცენტრი იყო გაგის ციხე. XII საუკუნის ბოლოს თამარ მეფემ ხეობა ზაქარია ვარამის ძეს უბოძა და მას შემდეგ ის მხარგრძელთა საგამგეო იყო. XIII საუკუნიდან მონღოლთა შემოსევების შედეგად გაპარტახდა და მომთაბარეთა საძოვრებად იქცა. XV საუკუნიდან დასახლდნენ თურქმანული ტომები.
ბორჩალო
რედაქტირება1604 წელს შაჰ აბას I-მა აქ სახანო შექმნა და დაასახლა ბორჩალუს თურქმანული ტომი. ამიერიდან რეგიონს ეწოდა ბორჩალო. მისი ცენტრი იყო აღჯაყალა, ყოფილი გაგის ციხე. ბორჩალო XVIII საუკუნეში ქართლ-კახეთის სამეფოს დაუბრუნდა. რუსეთის იმპერიის ფარგლებში 1880 წელს ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ბორჩალოს მაზრა ცენტრით დაბა შულავერში.
ბორჩალოური ხალიჩები
რედაქტირებაბორჩლოში ისტორიულად ჩამოყალიბებულია ხალიჩების ქსოვის განსაკუთრებული სკოლა:
-
XX საუკუნის ხალიჩა
-
XIX საუკუნის ხალიჩა
-
XIX საუკუნის ხალიჩა
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მუსხელიშვილი, დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 574.
- მუსხელიშვილი, დ. აღჯაყალა-გაგის ციხე, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული ტ 1, 1960