ბორჩალოს მაზრა — ყოფილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, არსებობდა რუსეთის იმპერიის, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის და საქართველოს სსრ–ის შემადგენლობაში 1880-1929 წლებში. მდებარეობდა თბილისის გუბერნიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. შეიქმნა 1880 წელს, როდესაც გამოეყო თბილისის მაზრას) ადმინისტრაციული ცენტრი იყო შულავერი. თავდაპირველად მოიცავდა ახლანდელი წალკის, დმანისის, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას, აგრეთვე სომხეთის დღევანდელ ლორეს პროვინციასა და ტავუშის პროვინციას. რაიონების ტერიტორიათა ნაწილს.

ეთნიკური შემადგენლობა 1897 წელს შემდეგი იყო: სომხები (36,88 %), აზერბაიჯანელები (32,14 %), ბერძნები (16,64 %), რუსები (6,29 %), ქართველები (6,11 %), გერმანელები (1,94 %).[1].

ფართობი 1905 წელს – 6870 კმ², 1917-1921 წლებში – 4360 კმ², 1922-1929 წლებში – 268.

1918 წელს ბათუმის საზავო ხელშეკრულებით ბორჩალოს მაზრის ლორეს უბანი მოითხოვა ოსმალეთის იმპერიამ, რათა დაემყარებინა სარკინიგზო კავშირი აზერბაიჯანთან.[2]. 1918 წლის შემოდგომაზე მაზრის ტერიტორიაზე გაჩაღდა სომხეთ-საქართველოს ომი. 24 ოქტომბერს ბორჩალოს მაზრაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მაზრის უფროსად გენერალ-მაიორი გიორგი წულუკიძე დაინიშნა. სომხეთი აცხადებდა პრეტენზიას ბორჩალოს მაზრის ტერიტორიაზე მდინარე ხრამის სახრეთით.↑ [3] ომის შედეგად მაზრის სამხრეთ ნაწილი დაიკავა სომხეთმა, ჩრდილოეთი დარჩა საქარველო შემადგენლობაში, ხოლო ლორეს უბანი გახდა ლორეს ნეიტრალური ზონა გახდა.

ბორჩალოს მაზრა გაუქმდა 1929 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება