გოგი ქავთარაძე

საბჭოთა და ქართველი მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი

გიორგი (გოგი) ქავთარაძე (დ. 2 აპრილი, 1940, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 20 დეკემბერი, 2020[1], თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი.

გოგი ქავთარაძე
დაბადების სახელი გიორგი ქავთარაძე
დაბადების თარიღი 2 აპრილი, 1940
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 დეკემბერი, 2020 (80 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1964–2004

ბიოგრაფია

რედაქტირება

1958 წელს დაამთავრა თბილისის ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა. 1958–1963 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, რეჟისორის თანაშემწე, მსახიობი. 1963 წლიდან სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1967 წელს. ამავდროულად იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. 1963–1969 და 1972–1976 წლებში — რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969–1972 — ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974–1976 თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1976–1982 — ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1982-1992 — სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

გადაღებულია 25 ფილმში, იყო ერთი ფილმის რეჟისორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.

გარდაიცვალა 2020 წლის 20 დეკემბერს, 80 წლის ასაკში. დაკრძალულია მახათას მთის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[2]

ფილმოგრაფია

რედაქტირება

დამდგმელი რეჟისორი

რედაქტირება

სცენარის ავტორი

რედაქტირება

გადაღებულია ფილმებში

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა“. mtavari.tv. 2020-12-20. ციტირების თარიღი: 2020-12-20.
  2. „გოგი ქავთარაძე მახათას მთაზე, პანთეონში დაკრძალეს“. imedinews.ge. 22 დეკემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  3. „ვინ მოკლა ილია — კოტე თოლორდავა დიდი მწერლის მკვლელობის უცნობი დეტალებით ახალ ფილმში“. Palitra news. 19 სექტემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)