საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია
საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია (სეკპ) — მემარცხენე იდეოლოგიის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (შემდგომში – პარტია) საქართველოში, საიდენტიფიკაციო კოდი: 211347960. პარტია დაარსდა 1992 წლის თებერვალს პ. გიორგაძის, შ. მახარაძის, გ. ონიანის ინიციატივით, სტალინის საზოგადოების, საქართველოს მშრომელთა კომუნისტური პარტიის, საქართველოს კომუნისტთა კავშირის გაერთიანებით, როგორც საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის სამართალმემკვიდრე და იდეურ-პოლიტიკური გამგრძელებელი.[2] პირველი რეგისტრაცია გაიარა 1994 წ. სექტემბერს, ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წ, ხოლო ცვლილებები რეგისტრაციაში განხორციელდა 2004 და 2013 წწ.[1] წევრთა რაოდენობა 1999 წლის მონაცემებით: 87 000 ადამიანი, აქტიური - 65 000.[3]
საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ხელმძღვანელობა | |
თავმჯდომარე | თემურ ფიფია |
გენერალური მდივანი | თემურ ფიფია |
ისტორია | |
დამფუძნებელი | პ. გიორგაძე, შ. მახარაძე, გ. ონიანი |
დაფუძნდა | 1992 |
წინამორბედი | საქართველოს სსრ კომუნისტური პარტია |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
კომუნიზმი მარქსიზმ-ლენინიზმი სტალინიზმი |
პოლიტიკური პოზიცია | ულტრამემარცხენეობა |
საერთაშორისო კავშირები | |
საერთაშორისო აკრედიტაცია | კომუნისტური პარტიების კავშირი - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია |
ახალგაზრდული ფრთა | საქართველოს ი.ბ. სტალინის სახელობის ახადგაზრდათა კომუნისტური კავშირი |
გაზეთი | „კომუნისტი“, „ზარია ვოსტოკა“, „ახალგაზრდა კომუნისტი“ |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
0 / 150 |
ფერები | |
შტაბ-ბინა | საქართველო, თბილისი, კასპის ქ.№ 7[1] |
ორგანიზაციული სტრუქტურა
რედაქტირებაპარტიის მმართველობის უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომელიც მოიწვევა ორ წელიწადში ერთხელ – პლენუმის და/ან კონფერენციის სახით, რომელიც მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ. ყრილობებს შორის მმართველი ორგანოა პარტიის ცენტრალური კომიტეტი (ცკ) და ისვე იწვევს მორიგ ყრილობებს. ცკ პირველი მდივანი არის ამავდროულად პარტიის თავმჯდომარე.[2] ცკ სხდომებს მართვას მინიმუმ 6 თქვეში ერთხელ. აღმასრულებელი ფუნქცია აკისრია - პარტიის აღმასრულებელ საბჭოს. სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შედიან: საოლქო (რესპუბლიკური), საქალაქო და რაიონული პირველადი პარტიული ორგანიზაციები და მათი არჩევითი ორგანოები. პარტიაში აკრძალულია ფრაქციებისა და დაჯგუფებების ფორმირება.[2]
საპროგრამო პრიორიტეტები
რედაქტირებაეკონომიკა
რედაქტირებაკაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა შეფასებულია საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მცდარ კურსად და პრიორიტეტად დასახულია სოციალისტურ გეგმიურ ეკონომიკაზე დაბრუნება. საკუთრების ყველა ფორმების დაშვება, თუმცა სხვისი შრომის ექსპლუატაციის გამორიცხვის პირობებით და განვითარების თანაბარი პირობების შექმნით. ახალი სამრეწველო ობიექტების ფორმირება.
საგარეო პოლიტიკა
რედაქტირებაარსებული საგარეო პოლიტიკის რადიკალური შეცვლა საქართველოს ინტერესების შესაბამისად, „ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც არამც და არამც არ იქნება არც ერთი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი და სატელიტი ქვეყანა.“[4]
სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა
რედაქტირებაფედერალური დანაწილების პრინციპი – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობის ანალოგიით.
სახელმწიფო სისტემის მოწყობა
რედაქტირებასაპარლამენტო რესპუბლიკა, თუმცა საპარლამენტო მშრომელთა საბჭოების სახით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის გვერდი Facebook-ზე
- საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის წესდება (ახალი რედაქცია). საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიები. ცესკო (2016). ციტირების თარიღი: 2018.[მკვდარი ბმული]
- კოსტანტინე კანდელაკი, დავით ყიფიანი, ლელა ხომერიკი [და სხვ.]. (1999) საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია (სეკპ). საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი. სპებ. ციტირების თარიღი: 2018.
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო. (2018) საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია. შემოწირულობების სია. ვებპლატფორმა საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების შემოწირულებები. ციტირების თარიღი: 2018.
- პოლიტიკური პარტიები (xls). მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი (1997-2018 წწ). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, პოლიტიკურ გაერთიანებათა რეესტრის ვებ გვერდი (2018). ციტირების თარიღი: 2018.[მკვდარი ბმული]
- Leftist Parties of the World (ინგლისური). Georgia. Marxists Internet Archive (1999-2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-22. ციტირების თარიღი: 2018.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 რეესტრი 18: პარტიის სარეგისტრაციო მონაცემები.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ცესკო: პარტიის წესდება.
- ↑ კანდელაკი 99: წევრთა რაოდენობა.
- ↑ კანდელაკი 99: პარტიის საპროგრამო პრიორიტეტები.