დავით კვირცხალია
დავით კვირცხალია (დ. 8 მაისი, 1950) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი.
დავით კვირცხალია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
8 მაისი, 1950 საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი |
საქმიანობა | თეატრისა და კინოს მსახიობი |
აქტიური | 1968 – |
მეუღლე(ები) | ქეთევან მესხი |
შვილ(ებ)ი |
ელენე კვირცხალია რუსუდან კვირცხალია |
დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (პედაგოგი — მიხეილ თუმანიშვილი). 1970 წლიდან მოღვაწეობს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში. 1988 წელს დაამთავრა საქართველოს კინომატოგრაფიის სარეჟისორო ფაკულტეტი (ლანა ღოღობერიძის სახელოსნო). 1990 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაფილმების დამდგმელი რეჟისორი
რედაქტირება- 1992: „ოქროს ობობა“ რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია
სცენარის ავტორი ფილმებისა
რედაქტირება- 1992: „ოქროს ობობა“ რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია
გადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 1975: „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1976: „ნატვრის ხე“ რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1978: „ყვარყვარე“ (სევასტი) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1979: „ქორწინება იმერულად“ (ლადო) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1989: „მარტოხელა მონადირე“ (ენძელაძე) რეჟ. ქეთი დოლიძე
- 1991: „ელზა“ (თემო) რეჟ. ჰარტმუტ გრიესმაიერი
- 1992: „ოქროს ობობა“ (ტარიელი) რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია
- 2001: „უჩინარი“ რეჟ. გიორგი კახაბრიშვილი
- 2007: „სუბორდინაცია“ რეჟ. არჩილ ქავთარაძე
- 2019: „ცუდი ხალხი“ (მოკლემეტრაჟიანი) რეჟ. გიორგი თავართქილაძე
სატელევიზიო სერიალი
რედაქტირება- „ჩემი ცოლის დაქალები“ (გრიშა კაკაჩია) რეჟ. გიორგი ლიფონავა
ნათამაშები როლები
რედაქტირებარუსთაველის თეატრი
რედაქტირება- არჩილ სულაკაური „სალამურა“ (სალამურა) რეჟ. რობერტ სტურუა
- ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი „ღალატი“ (ერეკლე) რეჟ. რობერტ სტურუა
- ნოდარ დუმბაძე „თეთრი ბაირაღები“ (ზაზა) რეჟ. რობერტ სტურუა
- პოლიკარპე კაკაბაძე „ყვარყვარე თუთაბერი“ (ქუჩარა) რეჟ. რობერტ სტურუა
- უილიამ შექსპირი „რომეო და ჯულიეტა“ (რომეო) რეჟ. გიორგი (გოგი) ქავთარაძე
- შალვა დადიანი „გუშინდელნი“ (ჯვებე ქოლორდავა) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ალექსანდრე ჩხაიძე „თავისუფალი თემა“ (თამაზი) რეჟ. რევაზ ჩხაიძე
- ნოდარ წულეისკირი, გოგი გეგეჭკორი „ძველი სამრეკლო“ (ანრი) რეჟ. გოგი გეგეჭკორი
- ბერნარ სლეიდი „წელიწადში ერთხელ“ (ჯორჯი) რეჟ. რევაზ ჩხაიძე
- უილიამ შექსპირი „იულიუს კეისარი“ (ლუციუსი) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ნოდარ დუმბაძე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რომული) რეჟ. რობერტ სტურუა
- ევგენი გაბრიელოვიჩი, იულია რაიზმანი „ჩვენი თანამედროვე“ (მიშიკო) რეჟისორები რობერტ სტურუა, ნანა ხატისკაცი
- ანტონიო ბუერო ვალიეხო „ოცნება“ (ტელემაქე) რეჟ. რევაზ ჩხაიძე
- მიხეილ კვესელავა „ას ერგასის დღე“ (ახალგაზრდა ჰიტლერი) რეჟისორი რობერტ სტურუა, რეჟისორის ასისტენტი დავით კვირცხალია
- უილიამ შექსპირი „მეფე ლირი“ (ბურგუნდიის მთავარი) რეჟ. რობერტ სტურუა
- რევაზ კლდიაშვილი „შორაპნელი ქალბატონები“ (ვალოდია) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- რეჯინალდ როუზი „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ (მეორე მსაჯული) რეჟისორები რობერტ სტურუა, რევაზ ჩხაიძე
- თამაზ ჭილაძე „მოულოდნელი სტუმარი“ (თემო) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- იაკობ ცურტაველი „შუშანიკის წამბა“ (ცქირი) რეჟ. ნანა ხატისკაცი
- ფელისიენ მარსო „კვერცხი“ (ბატონი ბერთულე) რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- ოსკარ უაილდი „ვარსკვლავბიჭუნა“ (I ანგელოზი) დამდგმელი რეჟისორები რობერტ სტურუა, დავით მღებრიშვილი
- ლაშა ბუღაძე „სულიერი არსებები“ (ელდარ ბაწაშვილი) რეჟ. დავით საყვარელიძე
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
რედაქტირება- ნოდარ დუმბაძის ნოველების მიხედვით „ნუ მიგვატოვებ მზეო“ (დიდრო) რეჟ. ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი
- თორნტონ უაილდერისა და რევაზ გაბრიაძის „ჩემი პატარა ქალაქი“ (ბატონი დიმიტრი) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
მეტეხის თეატრი
რედაქტირება- ნიკოლოზ ოსტროვსკი „როგორ იწრთობოდა ფოლადი“ (პავკა) რეჟ. გიორგი (გოგი) ქავთარაძე
მონაწილეა სატელევიზიო დადგმებისა
რედაქტირება- „გზაჯვარედინზე“ რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- „ეს არ უნდა მომხდარიყო“ რეჟ. ზურაბ კანდელაკი
- „ხორუმი ქართული ცეკვაა“ რეჟ. გიორგი კახაბრიშვილი
- „ცოლ-ქმარი ბინას დაეძებს“ რეჟ. ქეთი დოლიძე
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1984: კიევის ახალგაზრდულ საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო სარეჟისორო ნამუშევრისათვის ( მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ერთხელ“).
- 1990: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1990. N7. გვ. 16