გიორგი კახაბრიშვილი
გიორგი (კახა) კახაბრიშვილი (დ. 1946, თბილისი — გ. 20 მაისი, 2021) — ქართველი რეჟისორი და სცენარისტი. ღირსების ორდენის კავალერი (1999).
გიორგი-კახა კახაბრიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1946 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 20 მაისი, 2021 |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | რეჟისორი |
მეუღლე(ები) | თამარ გვერდწითელი |
შვილ(ებ)ი | ალექსანდრე კახაბრიშვილი |
მშობლები |
მამა: ოთარ კახაბრიშვილი დედა: ბარბარე პაპაშვილი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1972 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი.
1970-1975 და 1988–1994 წლებში მუშაობდა საქარველოს ტელევიზიაში რეჟისორად, 1975-1988 წლებში კი - მთავარ რეჟისორად. 1994-1999 წლებში საქტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 1999-2004 წლებში გაერთიანება „თეატრონის“ ხელმძღვანელი. 1995 წელს დააარსა „საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტი“, რომლის რექტორი იყო 2006-2013 წლებში.
დანდგმელი რეჟისორია ტელესპექტაკლებისა: „მე შენ მიყვარხარ“ (1973), „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ (1975), „უჩინმაჩინის ქუდი“ (1976), „გვადი ბიგვა“ (1, 2, 3 სერია, 1977), „საბა ტაბიძის ორშაბათები“ (1978), „შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი“ (1978), „კავკასიური ცარცის წრე“ (დამდგმელი რეჟისორი რ. სტურუა, რ. ხოტივართან ერთად, 1979), „ვაზის ყვავილობა“ (1, 2, 3, 4, 5 სერია, 1981), „ხორუმი ქართული ცეკვაა“ (1, 2 ნაწილი, 1982), „მტრედის მოტანილი ბარათები“ (1, 2, 3, 4 სერია, 1985), „ვირის ჩრდილი“ (1988).
მისი შემოქმედება საქართველოს სატელევიზიო ოქროს ფონდშია შესული.
გარდაიცვალა 2021 წლის 20 მაისს[1]. დაკრძალულია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.