ხორუმი ქართული ცეკვაა (სატელევიზიო სპექტაკლი)
„ხორუმი ქართული ცეკვაა“ — ქართული სატელევიზიო სპექტაკლი, რომლის რეჟისორია გიორგი კახაბრიშვილი. ტელესპექტაკლი გადაღებულია გურამ დოჩანაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.
სიუჟეტი
რედაქტირებასატელევიზიო სპექტაკლი ეხება საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტის და სოციოლოგის მიერ დანახულ საქართველოს. ქართველი ახალგაზრდა მამაკაცის ხუთწლიანი ემიგრანტობა სრულდება. სამშობლოში ბრუნდება და თან მოჰყავს თავისი მეგობარი სოციოლოგი, რათა მისი დახმარებით, უკეთ გაიაზროს და დაინახოს ქართული კულტურა, საზოგადოება, სოციუმი მთელი თავისი ავ-კარგით. სიუჟეტი ერთ პატარა, ტრადიციულ ქართულ სოფელში ვითარდება, სადაც სხვადასხვა პროფესიის, საქმიანობის, ასაკის, ხასიათისა თუ შეხედულებების ადამიანები ცხოვრობენ. მათი საუბრები, კამათი, ბჭობა მთელს ქართულ ხასიათს კარგად წარმოაჩენს.
როლებში
რედაქტირება- გოვენ ჭეიშვილი — არქიფო
- ბესარიონ ხიდეშელი — ერასტი
- კარლო საკანდელიძე — ბესარიონი
- ზაირა ლებანიძე — ბესარიონის ცოლი
- გია ბურჯანაძე — სვიმონ
- გივი ჭიჭინაძე — შალვა
- შალვა ხერხეულიძე — გლეხი
- ბერტა ხაფავა — ვერიკო
- ნინელი ჭანკვეტაძე — აგნესა
- დავით კვირცხალია — სერგია
- ზაზა მიქაშავიძე — კოკილო
- ლეო ანთაძე — ვამიჩეიშვილი
- ივანე საყვარელიძე — მონადირე
- რამაზ იოსელიანი — დათა
- იური ვასაძე — ბიქტორი
- რევაზ იმნაიშვილი — საშიკო
- მურმან ჯინორია — უნივერსალი, გოგის მეგობარი
- ნატო შენგელაია — ასისტენტი
- მამუკა მაზავრიშვილი — გოგი
- ირმა გურიელი — ლამზირა
- აბესალომ ლორია — სოფლის მოსახლე