ზაზა მიქაშავიძე
ზაზა მიქაშავიძე (დ. 8 სექტემბერი, 1954, თბილისი — გ. 31 მარტი, 2023, იქვე) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი.
ზაზა მიქაშავიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 სექტემბერი, 1954 |
გარდაცვალების თარიღი | 31 მარტი, 2023 (68 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
მეუღლე(ები) | ნინელი ჭანკვეტაძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაარსების დღიდან მუშაობდა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში. იყო მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი. თამაშობდა სპექტაკლებში: „ალუბლის ბაღი“ (ეპიხოდოვი), „ჩვენი პატარა ქალაქი“, „დედა კურაჟი“, „ბაკულას ღორები“, „მაცეკვე ტანგო“ და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „დათა თუთაშხია“, „სახლი ლესნაიაზე“, „ახალი არკადია“, „მარტოხელა მონადირე“ და სხვა.
მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოთეატრის პროექტში „ლიტერატურული თეატრი“, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ თანადგომით განხორციელდა და რომლის მიზანია მსმენელებს გააცნოს გამოჩენილი ქართველი მწერლების ნაწარმოებების სრული აუდიო ვერსია.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1978 — დათა თუთაშხია — კურუ
- 1979 — კარიერი
- 1980 — სახლი ლესნაიაზე — სტამბის მუშა
- 1982 — მარადისობის კანონი
- 1986 — ტერანგი
- 1986 — ახალი არკადია
- 1987 — ბრავო, ალბერ ლოლიშ!
- 1988 — ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად) — ცალთვალა
- 1988 — ქველი (კეთილისმყოფელი)
- 1989 — ტურანდოტი — ოლეგი
- 1989 — მარტოხელა მონადირე — მიხო
- 1991 — ვირთხა
- 1992 — ვალსი პეჩორაზე
- 1992 — ანას დაბადების დღე
- 2004 — დათქმულ დღეს