ნინელი ჭანკვეტაძე
ნინელი ჭანკვეტაძე (დ. 24 ოქტომბერი, 1957, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1988).
ნინელი ჭანკვეტაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
24 ოქტომბერი, 1957 თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1977 – დღემდე |
ბიოგრაფია
რედაქტირება1974 წელს დაამთავრა თბილისის 140-ე საშუალო სკოლა. 1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1979 წლიდან დღემდე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. 1983 წლიდან არის საქართველოს თეატრალური საზოგადოების, ხოლო 1986 წლიდან საქართველოს კინოკავშირის წევრი.
1999 წელს დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით", 2006 წელს არჩეულია საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ვიცე–პრეზიდენტად. 1979 წელს მიენიჭა საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
დაჯილდოებულია ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრიზით შემოქმედებითი მიღწევებისათვის. მიღებული აქვს პრიზები ნატო ვაჩნაძის სახელობის (1997), კიევის ახალგაზრდული კ/ფ (1993), პირველ ქართულ კინოფესტივალის „ოქროს არწივის" (1995). მონაწილეობდა – ბარსელონის (1987), ლათინური ამერიკის (1988), ედინბურგის (1988), ლონდონის შექსპირის სახელობის (1994) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1977: „რბოლა“ რეჟ. თამაზ გომელაური
- 1981: „დები წყვდიადში“ (ადელა) რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1981:„ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (თამრიკო) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
- 1982: „მიიღეთ გამოწვევა სენიორებო“ (ორტენზია) რეჟ. კონსტანტინე (კოტე) სურმავა
- 1982: „კუკარაჩა“ (ინგა) რეჟისორები სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე
- 1982: „მე დავბრუნდები“ რეჟ. მერაბ თავაძე
- 1983: „ჯადოსნური ღამე“ (იალთამზე) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1984:„ქართველები ცაში“ (მგზავრი) რეჟ. ომარ გვასალია
- 1984: „სკაპენის ოინები“ (ზერბინეტა) რეჟისორები გიორგი კალატოზიშვილი, მიხეილ კალატოზიშვილი (უმცროსი)
- 1984: „სანამ წვიმა გადივლიდეს“ (ელისო) რეჟ. ქეთი დოლიძე
- 1986: „სიკეთის ტელეფონი“ რეჟ. ანდრო ჭიაურელი
- 1986: „ახალი არკადია“ რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1986: „საფეხური“ (მარიკა) რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1986: „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“ (ანა) რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 1986: „ორომტრიალი“ (ნანა) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1987: „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“ (ბეტი) რეჟ. მერაბ თავაძე
- 1989: „მიახლოება“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1989: „მარტოხელა მონადირე“ (ხათუნა) რეჟ. ქეთი დოლიძე
- 1991: „რჩეული“ (დედა) რეჟ. მიხეილ კალატოზიშვილი (უმცროსი)
- 1991: „ვირთხა“ (მარიკა) რეჟ. პაატა მილორავა
- 1992: “ვალსი პეჩორაზე“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1992: „ანას დაბადების დღე“ (ანა) რეჟ. ლია ჯოჯუა
- 1994: „მხოლოდ ერთხელ“ (თამარი) რეჟ. მანანა ანასაშვილი
- 2006: „პოეტური ჩანახატები“ რეჟ. შოთა კალანდაძე
- 2008: „სამი სახლი“ (ქეთევანი) რეჟ. ზაზა ურუშაძე
- 2012: „მედუზა გორგონა“ რეჟ. შოთა კალანდაძე
- 2016: „საჩუქარი“ რეჟ. შოთა კალანდაძე
ნათამაშები როლები
რედაქტირებათუმანიშვილის თეატრი
რედაქტირება- ლაშა თაბუკაშვილის „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ (ნინიკო)
- დავით კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“ (პირველი ჭორიკანა / აგრაფინა)
- ჟან კოქტოს „ადამიანის ხმა“ (ქალი)
- მოლიერის „დონ ჟუანი“ (ელვირა)
- ევგენი შვარცის „დრაკონი“ ელზა (ელზა)
- თორნტონ უაილდერის „ჩვენი პატარა ქალაქი“ (ქეთევანი )
- უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (ჰერმია )
- ჟან ჟიროდუს „ამფიტრიონ 38“ (ალკმენე, თებეს დედოფალი)
- რაფიელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ (ელისაბედი )
- ლევ ტოლსტოის „ანა კარენინა“ (ანა)
- უილიამ შექსპირის „ჯულიეტა და რომეო“ (ქალბატონი კაპულეტი)
- ჟან ბატისტ მოლიერის „ტარტიუფი“ (ელმირე)
- დარიო ფოს „თავისუფალი წყვილი“ (ანტონია )
- ჯორჯ კაუფმანისა და ედნა ფერბერის „სამეფო ოჯახი“ (ჯული ქევენდიში)
- ტენესი უილიამსის „კამინო რეალი“ (მარგარიტა გოტიე)
- გურამ დოჩანაშვილის „ჰარალეთი, ჰარალეთი“ (ვერიკო)
- ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგო“ (ნინო)
- ტენესი უილიამსი „ტრამვაი სურვილი“ (ბლანში)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1979 : საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის;
- 1980 : ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“
- 1982 : ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში „ადამიანის ხმა“
- 1988 : საქართველოს დამსახურებული არტისტი[1]
- 1994 : ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში „ამფიტრიონი“
- 1995 : პირველი ქართული კინოფესტივალი „ოქროს არწივი“
- 1996 : „ოქროს ნიღაბი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“
- 1999 : ღირსების ორდენი
- 2003 : „ოქროს ნიღაბი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში„ჯულიეტა და რომეო“
- დაჯილდოებულია ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრიზით შემოქმედებითი მიღწევებისათვის