თორნტონ უაილდერი
თორნტონ ნივენ უაილდერი (ინგლ. Thornton Niven Wilder; დ. 17 აპრილი, 1897 — გ. 7 დეკემბერი, 1975) — ამერიკელი დრამატურგი და რომანისტი. მან მიიღო სამი პულიცერის პრემია, ერთი რომანისათვის „მეფე ლუდოვიკო წმინდას ხიდი“, ხოლო ორი კი პიესებისათვის „ჩვენი ქალაქი“ და „ჩვენი კბილების კანი“, ასევე — წიგნების ნაციონალური ჯილდო რომანისათვის „მერვე დღე“.
თორნტონ უაილდერი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 17 აპრილი, 1897[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბადების ადგილი | მედისონი[2] |
გარდაცვალების თარიღი | 7 დეკემბერი, 1975[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (78 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-ჰეივენი[2] |
საქმიანობა | დრამატურგი[2] , რომანისტი[2] , სცენარისტი[12] [13] [14] და მწერალი |
ენა | ინგლისური ენა[1] |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | პრინსტონის უნივერსიტეტი, იელის უნივერსიტეტი, ობერლინის კოლეჯი, ბერკლის უმაღლესი სკოლა, The Thacher School, Davenport College და Chefoo School |
Magnum opus | მეფე ლუდოვიკო წმინდას ხიდი |
ჯილდოები | ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, პულიცერის პრემია საუკეთესო დრამისთვის, წიგნების ეროვნული პრემია, გერმანიის წიგნის ვაჭრობის მშვიდობის პრემია[15] , Goethe Plaque of the City of Frankfurt, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, წიგნის ეროვნული პრემია ფანტასტიკისათვის და ავსტრიის საპატიო ნიშანი „მეცნიერებისა და ხელოვნებისთვის“ |
საიტი | thorntonwilder.com |
ბიოგრაფიარედაქტირება
თორნტონ უაილდერი დაიბადა 1897 წლის 17 აპრილს მედისონში, გამომცემლის ამოს პარკერ უაილდერისა და ჟურნალისტის იზაბელა ნივენ უაილდერის ოჯახში. მოზარდობის ასაკში სწავლობდა გერმანულენოვან სკოლაში შანხაიში, სადაც მამამისს დიპლომატიური თანამდებობა ეკავა. პირველი მსოფლიო ომის დროს, უაილდერი მსახურობდა შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლობდა ობერლინის კოლეჯში (ოჰაიო), შემდეგ ჩაირიცხა იელის უნივერსიტეტში. 1920 წელს მან მიიღო ბაკალავრის დიპლომი, ხოლო 1925 წელს, უკვე პრინსტონის უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი. 1926 წელს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი The Cabala. 1930-1936 წლებში ჩიკაგოს უნივერსიტეტში კითხულობდა შედარებითი ლიტერატურული სწავლების კურსს. იგი ასწავლიდა ლიტერატურას ჰარვარდსა და რამდენიმე სხვა უნივერსიტეტში. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი. მიიღებული აქვს ოფიცრის სამხედრო წოდება. 1975 წლის 7 დეკემბერს უაილდერი ძილში გარდაიცვალა ჰამდენში, კონექტიკუტის შტატში.
შემოქმედებარედაქტირება
მოთხრობებირედაქტირება
- The Cabala (1926)
- The Bridge of San Luis Rey (1927)—won the Pulitzer Prize for the Novel
- The Woman of Andros (1930)—დაფუძნებულია Andria-ზე
- Heaven's My Destination (1935)
- Ides of March (1948)
- The Eighth Day (1967)
- Theophilus North (1973)
ფილმებირედაქტირება
- Shadow of a Doubt (1943)
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Richard H. Goldstone (Winter 1956). „Thornton Wilder, The Art of Fiction No. 16“. The Paris Review.
- The Official Thornton Wilder Family Website, http://www.thorntonwilder.com/
- თორნტონ უაილდერი. Find a Grave. ციტირების თარიღი: 2009-05-18.
- თორნტონ უაილდერის საზოგადოება
- კონგრესის ბიბლიოთეკა: „Today in History: April 17“
- Wilder at The Thacher School; Wilder as closeted gay [დაარქივებული]
- Text of Tony Blair’s speech quoting Wilder
- თორნტონ უაილდერი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიორედაქტირება
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Wilder, Thornton [Niven] // The Continuum Companion to Twentieth Century Theatre — Continuum International Publishing Group, 2006. — ISBN 978-1-84714-001-2
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 9.0 9.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 10.0 10.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 11.0 11.1 Munzinger Personen
- ↑ http://www.imdb.com/title/tt0036342/?ref_=nm_flmg_wr_57
- ↑ http://www.nytimes.com/movie/review?res=9902E5DF173CEE3BBC4B52DFB7668388659EDE
- ↑ http://www.twildersociety.org/works/
- ↑ https://www.friedenspreis-des-deutschen-buchhandels.de/alle-preistraeger-seit-1950/1950-1959/thornton-wilder