ირმა გურიელი (ტურაბელიძე; დ. 5 აგვისტო, 1941, ქუთაისი) — ქართველი მსახიობი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და პოეტი. საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1990)[1]

ირმა გურიელი
დაბადების თარიღი 5 აგვისტო, 1941 (1941-08-05) (83 წლის)
საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა სსრკ,
საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია მსახიობი
ჟურნალისტი
პოეტი
მეუღლე(ები) მერაბ თავაძე
შვილ(ებ)ი გოგა თავაძე
ზვიად თავაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი.

15 წლის ასაკში უკვე პროფესიული თეატრის სცენაზე თამაშობდა. თეატრალური ინსტიტუტიდან დაწყებული, არაერთი როლი აქვს შესრულებული რუსთაველისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრების სცენაზე. წლების განმავლობაში იყო საქართველოს ტელევიზიის დიქტორი. თამაშობდა სატელევიზიო თეატრის სპექტაკლებში. მათ შორისაა: „კუკარაჩა“ (რებეკა, რეჟ. თემურ ჩხეიძე), „ხორუმი ქართული ცეკვაა“ (რეჟ. გ. კახაბრიშვილი, 1982) და სხვა. გახმოვანებული აქვს ფილმები და სერიალები.

მაყურებლის დიდი სიყვარულის სიმბოლოდ, მთაწმინდაზე ირმა გურიელის ვარკვლავი თინა მგალობლიშვილისა და ირინა მათიაშვილის ვარსკვლავებთან ერთად გაიხსნა.[2]

ირმა გურიელი არის ავტორი ლექსების ორი კრებულისა: „ჩუმი ცეცხლი“ და „ნეტავი ჩავწვდე გულისთქმას“. მის ლექსებზე შექმნილია სიმღერები.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ნეტავი ჩავწვდე გულისთქმას. ლირიკა (ავტორი). თბილისი, 2003. - 176გვ.. - ISBN: 9992806761
  • ჩუმი ცეცხლი. ლექსები (ავტორი). თბილისი, საბჭოთა საქართველო, ქუთაისის ფილიალი, 1981. - 45გვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება