მაცივარში ვიღაც იჯდა
მაცივარში ვიღაც იჯდა — რეჟისორ გუგული მგელაძის მიერ გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი. კინოსტუდია ქართული ფილმის ნაწარმოები. გამოვიდა 1983 წელს.
„მაცივარში ვიღაც იჯდა“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | გუგული მგელაძე |
სცენარის ავტორი | გუგული მგელაძე, ლევან ჭელიძე |
კომპოზიტორი | ნუგზარ ვაწაძე |
ოპერატორი | გიორგი ჭელიძე |
მონტაჟი |
ლალი ლაფანაშვილი, ეთერ თავაძე |
მხატვარი | ნაუმ ფურმანი |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1983 |
ხანგრძლივობა | 74 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მერაბსა და მის მეუღლეს ლიას, რომლებიც ქერათმიანები არიან, ჰყავთ შავტუხა და ხუჭუჭთმიანი ვაჟი. ეს ფაქტი მერაბს აწუხებს, ცოლზეც კი ეჭვიანობს, და დარწმუნებულია, რომ ბავშვის გენეტიკური მამა არაა. თუმცა ერთხელ ახალგაზრდა ოჯახს სხვა ქალაქიდან ლიას დედა ეწვევათ, რომელიც მერაბს მანამდე არ უნახავს, და რომელიც ძალიან ჰგავს მერაბისა და ლიას ვაჟს.
როლებში
რედაქტირება- ბიძინა ჩხეიძე — მერაბი
- მაკა მახარაძე — ლია
- ზურაბ ყუფუნია — ნიკუშა
- რუსლან მიქაბერიძე — არსენა
- დოდო აბაშიძე — ლიას მამა
- თეიმურაზ ხელაშვილი — კოტე
- ალექსანდრე სავიცკი — გივი
- ომარ გებელია — შალვა
- ლიკა ჭავჭავაძე — ლიას დედა
- ლაურა რეხვიაშვილი — აზო
- ვახტანგ ელიოზიშვილი — პროფ. ბერიძე
- ჟირაირ კარაპეტიანი — არტემი
- ზურაბ კვირკველია — ანზორი
- იპოლიტე ხვიჩია