ლეო ანთაძე

ქართველი მსახიობი

ლეო ანთაძე (დ. 12 ნოემბერი, 1932, თბილისი) — ქართველი მსახიობი.

ლეო ანთაძე
დაბადების სახელი ლეო ანთაძე
დაბადების თარიღი 12 ნოემბერი, 1932 (1932-11-12) (90 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1955 – დღემდე

1955 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1955–1967 წლებში მოღვაწეობდა მარჯანიშვილის, 1967–1975 წლებში რუსთავის თეატრებში. 1975 წლიდან კვლავ დაუბრუნდა მარჯანიშვილის თეატრს. მის მიერ შესრულებულ როლებს შორის აღსანიშნავია: ზურია - რეზო თაბუკაშვილი „რას იტყვის ხალხი“; შოთა არევაძე — კიტა ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“; ბუბნოვი — მაქსიმ გორკის „ფსკერზე“; ჩარლი — ტომას ბრანდონის „ჩარლის დეიდა“; ზურიკო — ნოდარ დუმბაძის, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“; შიშკობა — პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“ და სხვ. კინოროლებიდან: „ყვავილი თოვლზე“ (1959); „გაქცევა გამთენიისას“ (1975); „დათა თუთაშხია“ (1978); „მონანიება“ (1984); „ქუჩის დღეები“ (2010); „რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) და სხვ.

1961 წელს საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის, ხოლო 1979 წელს მიღებული აქვს საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება.

ფილმოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება