ივანე საყვარელიძე
ივანე ვანიჩკა საყვარელიძე (დ. 3 აპრილი, 1921 — გ. 30 მარტი, 2002 ) — ქართველი მსახიობი, ცნობილი მონადირე. 1947 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, ხოლო 1962 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. გადაღებულია 43 ფილმში, სულ მონაწილეობა აქვს მიღებული 49 სამსახიობო როლში.[1] კინოკარიერა დაიწყო 1960-იან წლებში. მისი პირველი როლი შედგა ფილმში „ტარიელ გოლუა“. აღსანიშნავია ისაკის როლი ფილმში „დათა თუთაშხია“ და მარკშეიდერის როლი ფილმში „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და სხვა. 1997 წელს გამოჩნდა მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმში „ანარეკლი“.[2]
ივანე საყვარელიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | ივანე საყვარელიძე |
დაბადების თარიღი | 3 აპრილი, 1921 |
გარდაცვალების თარიღი | 30 მარტი, 2002 (80 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1968-1997 |
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1968: „ტარიელ გოლუა“ რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1969: „ფილატელისტის სიკვდილი“ (კრიმინალისტი) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1973: „ჩემი არდადეგები“ (მონადირე) რეჟ. ირაკლი ასათიანი
- 1973: „ლევან ხიდაშელი“ რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
- 1974: „წყარო გზის პირას“ (კლუბის გამგე) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1975: „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (პროვიზორი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1978: „კუჩხი ბედინერი“ რეჟ. გურამ პატარაია
- 1978: „დათა თუთაშხია“ (ისაკი) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1978: „ბათა ქექია“ (კიკილა) რეჟ. ლეილა გორდელაძე
- 1978: „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1979: „ორმო“ (კირილე) რეჟ. გენო ჩირაძე
- 1979: „ქორწინება იმერულად“ რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1979: „კარიერი“ რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 1980: „მშობლიურო ჩემო მიწავ! (რაიკომის მდივანი)“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1981: „მსაჯი“ რეჟ. გენო ჩირაძე
- 1981: „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“ რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1981: „გამოაღეთ ფანჯრები“ (შალიკო) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1982: „სიბრძნის კარავი“ რეჟ. ოთარ კობერიძე
- 1982: „არაჩვეულებრივი რეისი“ რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1982: „მჭედელი“ (დირექტორი) რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1982: „დიმიტრი II“ (სადუნი) რეჟ. რამაზ (ბუბა) ხოტივარი
- 1982: „გზის დასაწყისი“ რეჟ. ლიანა ელიავა
- 1983: „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (მარკშეიდერი) რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1983: „მაცივარში ვიღაც იჯდა“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1983: „გმადლობთ“ (რატილი) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1984: „ქართველები ცაში“ (მონადირე) რეჟ. ომარ გვასალია
- 1984: „უკვდავების თეთრი ვარდი“ (მოხუცი) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1985: „წყარო“ (სელიმხანი) რეჟ. დარია ხოჯავა
- 1985: „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1985: „ვინ არის მეოთხე ?“ რეჟ. ოთარ კობერიძე
- 1987: „ხარება და გოგია“ (მკითხავი ფრიდონა) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1987: „ეი, მაესტრო !“ (ჯიბრაილი) რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- 1987: „დამშვიდობება (ხანა ჩვენი ბავშვობისა)“ რეჟ. ზურაბ თუთბერიძე
- 1988: „ჭა“ (ნესტორი) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 1988: „უცხო“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (კატორღელი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1989: „გიგა, ანგელოზი და სხვები“ (ანგელოზი) რეჟ. ირინა კვირიკაძე
- 1989: „ოცდაათი სანტიმეტრი ზღვის დონიდან“ რეჟ. მიხეილ ანთაძე
- 1990: „ალყა“ რეჟ. ომარ გვასალია
- 1991: „მე, პელეს ნათლია!“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცროსი)
- 1992: „ვალსი პეჩორაზე“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1993: „ბრავო, ჯორდანო ბრუნო!“ რეჟ. ილია ჩაჩანიძე
- 1997: „ანარეკლი“ რეჟ. მიხეილ ბასინოვი
ნათამაშები როლები
რედაქტირებამარჯანიშვილის თეატრი
რედაქტირება- პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ (ყვარყვარე)
- გიორგი ჩიტაიშვილის „მირანგულა“ (მირანგულა)
- მაქსიმ გორკის „მდაბიონი“ (პერციბინი)
- მაქსიმ გორკის „უკანასკნელნი“ (ლეშჩი)
- მინკოსის „გვარს არ დავასახელებ“ ( მღებავი)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ივანე საყვარელიძე
- ↑ ივანე საყვარელიძე — ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-07.