რამაზ იოსელიანი
რამაზ იოსელიანი (დ. 3 აგვისტო, 1951) — ქართველი პოლიტიკოსი.
რამაზ იოსელიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 აგვისტო, 1951 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1974-1981 წლებში იყო წყალტუბოს გვიშტიბის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე, 1981 წლიდან იყო თბილისის საავიაციო ქარხნის ხარატი, საამქროს უფროსი. საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტიის გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).