ბესარიონ ხიდეშელი
რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი
ბესარიონ ხიდეშელი (დ. 3 ივლისი, 1948, ონი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 6 აგვისტო, 2001) — ქართველი მსახიობი.
ბესარიონ ხიდეშელი | |
---|---|
![]() ბესარიონ ხიდეშელი ფილმში „ხელსაყრელი კონტრაქტი“ | |
დაბადების თარიღი |
3 ივლისი, 1948 ონი ( ![]() |
გარდაცვალების თარიღი | 6 აგვისტო, 2001 (53 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1971 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1970 წლიდან იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: „სამკაული სატრფოსთვის“, „რაჭა, ჩემო სიყვარულო“, „დათა თუთაშხია“, „მშობლიურო ჩემო მიწავ!“, „გამოაღეთ ფანჯრები“, „მონანიება“ და სხვა. მონაწილეობდა ასევე ტელესერიალებში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1971 — „სამკაული სატრფოსთვის“ — მუხტარი (რეჟ. თ. აბულაძე)
- 1977 — „რაჭა ჩემო სიყვარულო“ — ვალიკო (რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი და იოზეფ მედვედი)
- 1977 — „ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა“ — ოთარი(რეჟ. ა. ნინუა)
- 1978 — „დათა თუთაშხია“ — ტაბისონაშვილი (რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია)
- 1980 — „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (რაიკომის მდივანი) — (რეჟ.რ. ჩხეიძე)
- 1980 — „ხელსაყრელი კონტრაქტი“ — გიორგი შევლაძე, მილიციის პოდპოლკოვნიკი (რეჟ. ვ. საველიევი)
- 1981 — „გამოაღეთ ფანჯრები“ — (რეჟ. დ. აბაშიძე)
- 1982 — „სამი ალიყური“ — (რეჟ. ე. ჟღენტი)
- 1984 — „მონანიება“ — (რეჟ. თ. აბულაძე)
- 1985 — „შეხვედრა ირმის ნახტომში“ — მანარგია (რეჟ. იანის სტრეიჩი)
- 1988 — „ჭა“ — (რეჟ. პ. ჩარკვიანი)
- 1993 — „ექსპრეს-ინფორმაცია“ — (რეჟ. ე. შენგელაია)
- 1995 — „წითელი პატეფონი“ — (რეჟ. დ. აბაშიძე)
- 1997 — „უნამუსო“ — (რეჟ. გ. ხარებავა)
- 1999 — „მიჯაჭვული რაინდები“ — მამაო გიორგი (რეჟ. გ. ჩოხელი)