მახათას პანთეონი
პანთეონი საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი)
მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი — გამოჩენილ მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა, მეცნიერთა და ხელოვანთა დაკრძალვის ადგილი თბილისში, მახათას მთის ფერდობზე, მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის გვერდით. გაიხსნა 2018 წელს მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ მთაწმინდის პანთეონი დახურულად გამოაცხადა. პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილებას თბილისის მერი იღებს, შუამდგომლობის უფლება კი აქვთ: საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, მთავრობას/პრემიერ მინისტრს, საპატრიარქოს, საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს.[1]
მახათას პანთეონში დაკრძალული არიან:
- ამირან შალიკაშვილი — ქართული პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი
- კირა მებუკე — მსახიობი
- ნოდარ მგალობლიშვილი — მსახიობი
- გურამ ლორთქიფანიძე — არქეოლოგი
- სანდრო მრევლიშვილი — რეჟისორი და დრამატურგი, მეუღლესთან (მანანა ჭელიძე) ერთად
- დავით წერედიანი — პოეტი და მთარგმნელი[1]
- გოგი ქავთარაძე — მსახიობი და რეჟისორი
- ტარიელ ფუტკარაძე — ენათმეცნიერი
- ლაზარე (სამადბეგიშვილი) — საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი
- ალექსანდრე ხომერიკი — ოპერის მომღერალი
- მარი ჯანაშია — მსახიობი
- თემო გოცაძე — მხატვარი
- ნიკა ქაცარიძე — მსახიობი
- მამუკა ონაშვილი — ესტრადის მომღერალი
- მიხეილ გომიაშვილი — მსახიობი
- ჯემალ ჭკუასელი — ქორეოგრაფი
- ვაჟა აზარაშვილი — კომპოზიტორი
- ინგა ფერაძე — მომღერალი
- გივი მარგველაშვილი — მწერალი, ფილოსოფოსი
- თემურ ჩალაბაშვილი — პოეტი
- გოგი ხარაბაძე — მსახიობი
- ნუგზარ შარია — მსახიობი
- რეზო ესაძე — კინორეჟისორი
- ამირან ქადეიშვილი — მსახიობი
- ლიანა ისაკაძე — მევიოლინე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 თოფურია, თეა. „რატომ იწუნებენ მახათას პანთეონს“. «რადიო თავისუფლება». იანვარი 6, 2020.