ნიკა ქაცარიძე
ნიკოლოზ (ნიკა) ქაცარიძე (დ. 29 ნოემბერი, 1978) — ქართველი მსახიობი.
ნიკა ქაცარიძე | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
29 ნოემბერი, 1978 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | თსთი, 2005 |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფიარედაქტირება
ნიკა ქაცარიძე დაიბადა 1978 წლის 29 ნოემბერს, თბილისში.
დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია 2005 წლიდან.
ფილმოგრაფიარედაქტირება
2003: „მიცვალებულთა კუნძულზე“ (იუჰანსონი-ჰუმელის მოახლე) რეჟ. თეიმურაზ კვანტალიანი
ნათამაშები როლებირედაქტირება
რუსთაველის თეატრირედაქტირება
- უილიამ შექსპირის „როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე“ ( სერ ტობი ბელჩი) რეჟ. რობერტ სტურუა
- ლაშა ბუღაძის კომედიაში „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი“ (დაცვის ბიჭი – ენრიკო) რეჟ. რობერტ სტურუა
- დავით კლდიაშვილის ტრაგიკომედია „დარისპანის გასაჭირი“ (ხელოსანი) რეჟისორები რობერტ სტურუა, ზაზა პაპუაშვილი
- არჩილ სულაკაურის ზღაპარი „სალამურა“ (მეფე) რეჟისორები რობერტ სტურუა რევაზ ჩხაიძე, დავით კვირცხალია
- ნედიალკო იორდანოვის „გონზაგოს მკვლელობა“ (მოკარნახე) რეჟ. გოშა გოშაძე
- ჟან დელი, ჟერალდ სიბლეირასი „გაუმარჯოს ბუშონს“ (ნიკოლა) რეჟ. იოსებ ბაკურაძე
- ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი „პატარა უფლისწული“ (მეფარნე) რეჟ. გიორგი თოდაძე
- თომას ბერნჰარდი „სანახაობის მომწყობი – Der Theatermacher“ (მედუქნე) რეჟ. ქრისტიან პაპკე
- მონაწილეა სპექტაკლებისა „მალე მოვალ წვიმად“ , „ჯადოსნური ღამე“
ვაკის თეატრალური სარდაფირედაქტირება
- მიხო მოსულიშვილის კომიკური თრილერი „საშობაო ბატი კომშით" ( გებრიელ ბონიფაციუსი) რეჟ. გურამ ბრეგაძე
კანცელარიის შენობარედაქტირება
- ირაკლი სამსონაძის საშობაო ზღაპარი „ინდაურ ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ (ინდაური ინდიკო) წარმოადგინეს უპატრონო ბავშვებისთვის, რეჟ. ნიკა შველიძე