გურამ ბრეგაძე
გურამ ვაჟას ძე ბრეგაძე (დ. 21 მაისი, 1979, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, მსახიობი.
გურამ ბრეგაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
21 მაისი, 1979 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | რეჟისორი, მსახიობი |
მშობლები |
მამა: ვაჟა ბრეგაძე (თეატრმცოდნე) დედა: ნელი შურღაია (თეატრმცოდნე) |
ჯილდოები | „საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი" ჩეხოვის ფესტივალზე (2005 წ.) |
ბიოგრაფია
რედაქტირებარეჟისორი გურამ ბრეგაძე დაიბადა 1979 წლის 21 მაისს, თბილისში. მამა: ვაჟა ბრეგაძე (თეატრმცოდნე); დედა: ნელი შურღაია (თეატრმცოდნე).
1995 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (შალვა გაწერელიას სახელოსნო), ხოლო 2004 წელს დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო).
გურამ ბრეგაძის სპექტაკლები ძირითადად ეყრდნობა „ახალი დრამის"[1] ესთეტიკას და ამ მიმართულების დრამატურგების (მაგალითად, მარიუს ფონ მეიენბურგი გერმანიაში) ნაწარმოებებს, რაც განაპირობებს ახალი თეატრალური ენის ძიებას ამ რეჟისორის შემოქმედებაში.
დადგმული სპექტაკლები
რედაქტირებათეატრალური ინსტიტუტის სადიპლომო სპექტაკლი
რედაქტირება- 2004: კარლოს გოროსტისას „სუპერ მელოდია“ , შემდეგ კი აკაკი ხორავას სახლობის მსახიობის სახლი
თეატრალური სარდაფი
რედაქტირება- 2005: მარიუს ფონ მაიენბურგი „ცივი ბავშვი“
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი
რედაქტირება- 2009: მაქს ფრიშის „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებლები“ რეჟისორები: რობერტ სტურუა, გურამ ბრეგაძე
- 2016: ლაშა თაბუკაშვილის „სადღაც ცისარტყელის მიღმა“ რეჟ. რობერტ სტურუასთან ერთად
- 2017: რეჯინალდ როუზის „12 განრისხებული მამაკაცი“, სასჯელაღსრულების სამინისტროს პროექტი, ჩვენება გაიმართა რუსთაველის თეატრში
რუსთავის დრამატული თეატრი
რედაქტირება- 2017: გურამ ბრეგაძე „ფეფელა მესამის თავგადასავალი“
- 2017: გურამ ბრეგაძე „როგორ მოიპარა ბოროტმა ჯადოქარმა ბედნიერება“
ვაკის თეატრალური სარდაფი
რედაქტირება- 2009: მიხო მოსულიშვილის „საშობაო ბატი კომშით"
- 2010: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი“
- 2011:უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“
ილიაუნის თეატრი
რედაქტირება- 2012: უილიამ შექსპირის „როგორც გენებოთ“
მოსკოვის თეატრი Et Cetera[2]
რედაქტირება- 2012: ოსკარ უაილდი – „ვარსკვლავბიჭუნა"[3], სცენური რედაქციის ავტორი და დადგმის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა
მოზარდ მაყურებელთა თეატრი
რედაქტირება- 2014: ლარისა ტიტოვა, ალექსანდრე სრაროტორჟსკი – „სამეფო ძროხა“ (რუსული დასი)
- 2017: ფრიდრიხ შილერი, კარლო გოცი „პრინცესა ტურანდოტი“
მარჯანიშვილის თეატრი
რედაქტირება- 2016: გრიგორი გორინი „მონტეგები და კაპულეტები“
ფილმოგრაფია
რედაქტირებაფილმები
რედაქტირება- 2000: „ნუცას სკოლა“[4] (მაროდიორი) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
ნათამაშები როლები
რედაქტირებააკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლი
რედაქტირება- 2000: შალვა დადიანის „გუშინდელნი“ (მაზრის უფროსი) რეჟ. შალვა გაწერელია
თეატრალური სარდაფი რუსთაველზე
რედაქტირება- 2002: პატრიკ ზიუსკინდის „კაფე „როსინი“ (იაკობ ვინდიში) , რეჟ. ლევან წულაძე
- 2003: ბერტოლდ ბრეხტის „ბიურგერული ქორწილი“ (ბაბუა ოტო) რეჟ. ლევან წულაძე
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გურამ ბრეგაძე
- Associate director - Guram Bregadze
- "Biedermann and Fire Raisers" - Giorgi Mikadze, Directed by Robert Sturua, Associate director - Guram Bregadze
- ვის აჩვენა გეი-სტრიპტიზი გურამ ბრეგვაძემ 200 000 ევროს გამო
- ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი
- "Romeo and Juliet" on "Georgia Today" დაარქივებული 2012-01-02 საიტზე Wayback Machine.
- "რომეო და ჯულიეტა" ვაკის სარდაფში
- Премьера "Звездного мальчика" по Уайльду прошла в столичном театре
- ПРЕСС-ПОКАЗ СПЕКТАКЛЯ «ЗВЕЗДНЫЙ МАЛЬЧИК»
- Гурам Брегадзе
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ახალი დრამა". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-06. ციტირების თარიღი: 2017-05-13.
- ↑ მოსკოვის თეატრი Et Cetera
- ↑ Звездный мальчик
- ↑ „ნუცას სკოლა". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-08. ციტირების თარიღი: 2010-05-18.
- ↑ ჩეხოვის თეატრალური ფესტივალი
- ↑ პრემიები