ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მაქს ფრიში (Max Frisch; დ. 15 მაისი, 1911, ციურიხი — გ. 4 აპრილი, 1991, იქვე) — შვეიცარიელი არქიტექტორი, დრამატურგი და რომანისტი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანულენოვანი ლიტერატურის აღიარებული წარმომადგენელია. თავის შემოქმედებაში ფრიშმა ადამიანის პიროვნების, ინდივიდუალიზმის, პასუხისმგებლობის, ზნეობისა და პოლიტიკური მიმართულების პრობლემები დააყენა.[26] ომის შემდგომ გამოცემებს მისი ირონიული შტრიხი გადასდევს. ფრიში ოლტენის ჯგუფის წევრი იყო.

მაქს ფრიში
გერმ. Max Frisch
დაბადების თარიღი 15 მაისი, 1911(1911-05-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი ციურიხი[16]
გარდაცვალების თარიღი 4 აპრილი, 1991(1991-04-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [17] [14] [15] (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი ციურიხი[18]
საქმიანობა მწერალი[19] [20] [15] , არქიტექტორი[21] , დრამატურგი[15] , რომანისტი, დღიურის ავტორი, სცენარისტი, ფილოსოფოსი[22] , ჟურნალისტი[15] , ბიოგრაფი და პოეტი
მოქალაქეობა  შვეიცარია[23]
ალმა-მატერი ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა და ციურიხის უნივერსიტეტი
ჟანრი პიესა და პროზა
ჯილდოები ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი, გეორგ ბიუხნერის პრემია, კონრად ფერდინანდ მაიერის პრემია, ვილჰელმ რააბეს პრემია[24] , შილერის მემორიალური პრემია, შილერის პრემია, გერმანიის წიგნის ვაჭრობის მშვიდობის პრემია[25] , ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია, ჰაინრიხ ჰაინეს პრემია, Charles Veillon prize in the German language, იერუსალიმის პრემია, Common Wealth Award of Distinguished Service, ბირმინგემის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
მეუღლე გერტრუდ ფრიშ-ფონ მაიენბურგი და მარიანა ფრიში[18]
პარტნიორ(ებ)ი ინგებორგ ბახმანი და Käte Schnyder-Rubensohn
შვილ(ებ)ი Ursula Priess

ბიოგრაფია

რედაქტირება

მაქს რუდოლფ ფრიში 1911 წელს ციურიხში არქიტექტორ ფრანც ბრუნო ფრიშისა და კაროლინა ბეტინა ვილდერმუთის ოჯახში დაიბადა. გიმნაზიის დასრულებისთანავე 1930 წელს მან ციურიხის უნივერსიტეტში ჩააბარა და გერმანული ლიტერატურის შესწავლას შეუდგა, თუმცა ორ წელიწადში მამამისის გარდაცვალებით გამოწვეული უსახსრობის გამო სწავლისთვის თავის დანებება მოუწია. სამაგიეროდ, მან შვეიცარიაში ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ში დაიწყო ჟურნალისტად და მესვეტედ მუშაობა. 1933 წელს მან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა, 1935 წელს პირველად ეწვია გერმანიას.

1936-41 წლებში ფრიში არქიტექტურას სწავლობდა. მისი პირველი და აქამდე ცნობილი პროექტი 1942 წელს განხორციელდა ციურიხის ცენტრში საზოგადოებრივი აბანოს სახით.

1947 წელს ციურიხში ის ბერტოლტ ბრეხტს შეხვდა. 1951 წელს ფრიში როკფელერის ნდობით დაჯილდოვდა და ერთი წელიწადი აშშ-ში გაატარა. 1955 წლის შემდეგ ის მხოლოდ არასაშტატო ავტორად მუშაობდა. თავისი გამოცდილება ომისშემდგომი ევროპის შესახებ ფრიშმა 1946-49 წლებით დათარიღებულ დღიურში საკმაოდ ხატოვნად აღწერა. დღიური შემდგომი რომანების წინასწარ მონახაზებსაც მოიცავს.

1950-1960-იან წლებში ფრიშმა ისეთი ნაწარმოებები შექმნა, რომელთაც სულ მალე მსოფლიო აღიარება ხვდათ წილად. ნაწარმოებებში ფრიშს თანამედროვე საზოგადოებაში არსებული გაუცხოებისა და პოიროვნული თვითშეცნობის პრობლემა გამოაქვს პირველ პლანზე. ესენია: „მე სტილერი არ ვარ“ (1954 წ.), Homo Faber (1957 წ.) და „ვიქნები თუნდაც განტენბაინი“ (1964 წ.). დამატებით, მან რამდენიმე მაღალინტელექტუალური პოლიტიკური დრამაც დაწერა : „ანდორა და ფაიერაიზერები“. ფრიში პერიოდულად განაგრძობდა თავისი დღიურიდან ნაწყვეტების გამოქვეყნებას. ნაწყვეტები მედია-რეპორტაჟებს და პარადოქსულ კითხვარებს შეიცავდა, როგორიცაა მაგალითად: „პიროვნული რეფლექცია და რეპორტაჟი“. 1969 წელს მას შეუყვარდა ქალი, სახელად ანტონია ქუიქი .

მაქს ფრიში 1991 წელს ციურიხში კიბოთი გარდაიცვალა. ფრიდრიხ დიურენმატთან ერთად მაქს ფრიში XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შვეიცარიელ მწერლად სახელდება. ფრიში საპატიო მეცნიერის წოდებით დაჯილდოებულია 1962 წელს მარბურგის უნივერსიტეტის მიერ, გერმანია, ბირმინგჰემის უნივერსიტეტის მიერ 1980 წელს და 1987 წელს ბერლინის უნივერსიტეტის მიერ. ფრიშს არაერთი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა: გეორგ ბიუხნერის პრემია (1958), Friedenspreis des Deutschen Buchhandels (1976) და ჰაინრიხ ჰაინეს პრემია (1989). 1965 წელს მან მიიღო იერუსალიმის პრემია საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფლების იდეის მხარდაჭერისთვის.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რომანები

რედაქტირება
  • შტილერი (1954)
  • ვიქნები თუნდაც განტენბაინი (1964)
  • მონტოკი (1975)
  • ადამიანი გაჩნდა ჰოლოცენში (1979)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Butler, Michael (1976) The Novels of Max Frisch (London)
  • Butler, Michael (1985) The Plays of Max Frisch (London)
  • Butler, Michael (1994) Andorra, Grant and Cutler Study Guide, 2nd edition, London
  • Kieser, Rolf, ed. (1989) Max Frisch: Novels, Plays, Essays, The German Library Series, Continuum, New York

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. 6.0 6.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
  9. 9.0 9.1 Theaterlexikon der Schweiz / Hrsg.: A. Kotte
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. 12.0 12.1 Kritisches Lexikon der Gegenwartsliteratur / Hrsg.: H. L. Arnold, H. Korte — 1978.
  13. 13.0 13.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  14. 14.0 14.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 The Fine Art Archive — 2003.
  16. Фриш Макс // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  17. Academy of Arts, Berlin — 1696.
  18. 18.0 18.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118536109 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  19. http://muse.jhu.edu/journals/modern_drama/v013/13.3.szydlowski.pdf
  20. JSTOR — 1995.
  21. http://www.bizjournals.com/cincinnati/stories/2010/08/02/story22.html?page=all
  22. http://www.szepmuveszeti.hu/exhibitions/st-gallen-adventures-hartung-tpies-uecker-and-the-erker-phenomenon-386
  23. http://www.nytimes.com/1983/07/10/books/who-killed-wife-no-6.html
  24. https://www.literaturpreisgewinner.de/belletristik/wilhelm-raabe-preis
  25. https://www.friedenspreis-des-deutschen-buchhandels.de/alle-preistraeger-seit-1950/1970-1979/max-frisch
  26. Frish, Max (1911–1991). In Suzanne M. Bourgoin and Paula K. Byers, Encyclopedia of World Biography. Detroit: Gale Research, 1998. Retrieved April 18, 2007.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაქს_ფრიში“-დან