გიზო ჟორდანია
გაიოზ (გიზო) ჟორდანია (დ. 25 სექტემბერი, 1934, ლანჩხუთი — გ. 19 ნოემბერი, 2016, თბილისი) — ქართველი თეატრის რეჟისორი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1983), ღირსების ორდენის კავალერი (1999).
გიზო ჟორდანია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
25 სექტემბერი, 1934 ლანჩხუთი |
გარდაცვალების თარიღი |
19 ნოემბერი, 2016 (82 წლის) თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | რეჟისორი, პედაგოგი |
მეუღლე(ები) | ნათელა ვაჩნაძე |
ბიოგრაფია
რედაქტირება1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
1957–1958 წლებში იყო თეატრალური ინსტიტუტის პრეპარატორი; 1958–1961 წლებში მასწავლებელი; 1961 წლიდან უფროსი მასწავლებელი; 1961–1965 წლებში ბათუმის, 1965–1970 და 1979–1986 რუსთაველის თეატრების დამდგმელი რეჟისორი; 1970–1979 თბილისის ოპერისა და ბალეტის, 1979–1986 გრიბოედოვის თეატრების მთავარი რეჟისორი; 1991–1999 თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი; 1993 წლიდან ბათუმის ოპერის მთავარი რეჟისორი; 1995 წლიდან მსახიობის ოსტატობის კათედრის გამგე; 1998 წლიდან რეჟისურის კათედრის გამგე, პროფესორი. დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი საქართველოში და საზღვარგარეთ; ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა დრამატული თეატრის, ოპერისა და სათეატრო პედაგოგიკის პრობლემებზე.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაგადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 1989:„ბესამე“ (ჰერცოგი) რეჟ. ნინო ახვლედიანი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1982: საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1983: საქართველოს სახალხო არტისტი
- 1983: ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალი
- 1988: ო. პოპოვის სახელობის მედალი
- 1989: კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
- 1992: სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია
- 1995: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1998: მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
- 1999: ღირსების ორდენი