ნათელა ვაჩნაძე
ნათელა ვაჩნაძე (დ. 21 ნოემბერი, 1940, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, მკვლევარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ნათელა ვაჩნაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
21 ნოემბერი, 1940 თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
მეუღლე(ები) | გიზო ჟორდანია |
ბიოგრაფია
რედაქტირებანათელა ვაჩნაძე დაიბადა 1940 წლის 21 ნოემბერს, თბილისში. 1962 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ხარისხი მიიღო 1993 წელს.
1963-2006 წლებში პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეებისა და საქართველოს ისტორიის კათედრებზე; წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; მისი კვლევის საგანია შუა საუკუნეების ქართული საზოგადოების მენტალიტეტი, ქართული და ბერძნული ჰაგიოგრაფიული თხზულებები, ქრისტიანული სიმბოლიკა, ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობები, წარმართული სააზროვნო სისტემის რელიქტები, საქართველოსა და რუსეთის მუზეუმებისა და წიგნსაცავების ისტორია (XX ს. II ნახ.), ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების რუსულ ენაზე თარგმნა და კომენტარები, „ქართლის ცხოვრების“ სახისმეტყველება, ბერძნული ეპისტოლოგრაფია.
ნათელა ვაჩნაძე არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის ავტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის „შრომების“ შემდგენელი, საქართველოს ისტორიის პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს (ტომი I) თანაავტორი. მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.
ნათელა ვაჩნაძის მეუღლე იყო რეჟისორი გიზო ჟორდანია, რუსთაველის თეატრის დამდგმელი რეჟისორი; თბილისის ოპერისა და ბალეტისა და გრიბოედოვის თეატრების მთავარი რეჟისორი, თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 209.