მიხო მოსულიშვილი
მიხო (მიხეილ) ანზორის ძე მოსულიშვილი (დ. 10 დეკემბერი, 1962, არაშენდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, საქართველო) — ქართველი მწერალი, გეოლოგი, ღირსების მედლის კავალერი და გალას პრემიის ლაურეატი.
მიხო მოსულიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 დეკემბერი, 1962[1] (61 წლის) |
დაბადების ადგილი | არაშენდა |
საქმიანობა | დრამატურგი, სცენარისტი, მთარგმნელი, ბიოგრაფი, გეოლოგი, რედაქტორი, მწერალი, რომანისტი და ნოველისტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | პიესა, სცენარი, მცირე პროზა და ესე |
Magnum opus | დიდი ძუ დათვი[2] |
ჯილდოები | ღირსების მედალი და გალა |
ნათესავ(ებ)ი | ლიგური მოსულიშვილი |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
საიტი | mihobooks.wordpress.com |
ბიოგრაფია
რედაქტირებამიხო მოსულიშვილი დაიბადა 1962 წლის 10 დეკემბერს. დედა, ციალა ზაქარიას ასული ვარაზაშვილი (17.02.1943 – 26.03.2022) იყო დიასახლისი, ხოლო მამა, ანზორ მიხეილის ძე მოსულიშვილი (4.04.1937 - 25.05.2021) კი მძღოლი. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, გეოლოგის სპეციალობით. 1981—1984 წლებში სწავლობდა უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე, სპეციალობით — კინოდრამატურგია.
1986 წლიდან მუშაობდა გეოლოგად ფშავში, 1991-2010 წლებში კი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, 2010 წლიდან არის თავისუფალი მწერალი.
პირველი ნაწარმოები ტყის კაცი გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“ 1984 წელს. გამოცემული აქვს რომანების, მოთხრობების, პიესებისა და თარგმანების ოცზე მეტი წიგნი. მისი პიესების მიხედვით სპექტაკლები დადგმულია საქართველოს სხვადასხვა თეატრებში, ასევე ტელევიზიაში და რადიოში. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ლატვიურ, ინგლისურ, გერმანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
2004 წლიდან მიხო მოსულიშვილი იყო ოცზე მეტი წიგნის რედაქტორი[3], რომელთა შორის სჭარბობს პოეტური კრებულები.
ნამუშევრები
რედაქტირებაწიგნები
რედაქტირებაქართულად:
რომანები
რედაქტირება- უჟამო ჟამის რაინდი (რომანი-მენიპეა), თბ. ბესტსელერი, 1999
- ფრენა უკასროდ (რომანი), თბ. სულაკაური, 2001
- ბენდელა (დოკუმენტური რომანი), თბ. საარი, 2003
- ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი), თბ. პეგასი, 2011
- ჰელესა[4] (კინორომანი), თბ. უსტარი, 2012
- დიდი ძუ დათვი (რომანი), თბ. საუნჯე, 2013
მოთხრობები, მინიატურები, პიესები, ლექსები
რედაქტირება- ტყის კაცი (პიესა), თბ. კულტურის სამინისტრო, 1988
- მთვარიანი დღის ფრესკები (მოთხრობები, მინიატურები), თბ. მერანი, 1990
- სივრცე ვერტიკალში (მოთხრობები, მინიატურები), თბ. მერანი, 1997
- გედები თოვლქვეშ (მინიატურები), თბ. საარი, 2004
- თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან (პიესები), თბ. საარი, 2010
- მადლის ქვა (მოთხრობები), თბ. სიესტა, 2011
- არსაიდან არსაითკენ (მინიატურები, მოთხრობა), თბ. საუნჯე, 2012
- სულის მდინარე (მოთხრობები), თბ. ინტელექტი, 2012
- Laudakia Caucasia (პიესა), თბ. უსტარი, 2014
- ჩემო მეჟოლია (პიესა), თბ. გლოსა, 2015
- დარდისას გეტყვი (შვიდი მოთხრობა, მინიატურები რვა სხვადასხვა ციკლიდან და ორი ესსეი), თბ. ბაკმი, 2023
- სიჩუმეს ვხედავ... (ლექსების წიგნი, ნაწერი იშვიათად, სტუდენტობიდან სიბერემდე[5]), რედაქტორი ნინო სადღობელაშვილი, თბ. კალმოსანი, 2023
- მიღმურისა და სააქაოსი (შვიდი სადიდო და სამი საბავშვო პიესა[6])), თბ. საარი, 2024
გერმანულად:
- გედები თოვლქვეშ[7], გერმანულად თარგმნეს ირმა შიოლაშვილმა და იოახიმ ბრიტცემ – Schwäne im Schnee[8] Übersetzung aus dem Georgischen von Irma Schiolaschwili und Joachim Britze. Kaukasische Bibliothek. (Hrsg. Uli Rothfuss und Traian Pop) Band 16. (Georgien). ISBN 978-3-86356-170-3, Pop Verlag, Ludwigsburg, 2017
თურქულად:
- ზამთარმა მოიქნია კუდი (თურქ. Mart kapıdan baktırır) მოთხობების კრებულში: „თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგია“ (არაჩვეულებრივი მოთხრობები თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან), თურქულად თარგმნა ფარნა-ბექა ჩილაშვილმა, (თურქ.: Sessiz Harfler Antolojisi[9] - Çağdaş Gürcü Edebiyatından Sıra Dışı Öyküler), 2017, ISBN 978-605-84-7873-2
პიესები
რედაქტირებაქართულად:
- ობობა, 1990
- ბედის საზღვარი, 1995
- თეთრი ლაშქარი, 1997
- მხიარული დამბაჩა, (2002)
- ცეკვა მკვდრებით, 2005
- მოპარული ახალი წლის ზღაპარი, (2008)
- საშობაო ბატი კომშით, 2009
- ჟიკჟიკობა ღამე, 2010
- ხაპრა-თაგვობანა, 2010
- არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა, 2010
- ჩემო მეჟოლია, 2012
- ვაჟა-ფშაველა, 2012
- Laudakia Caucasia, 2013
- გიაურ-ყუში, 2015
- უკანასკნელი თოლია, 2018
გერმანულად:
- საშობაო ბატი კომშით, გერმანულად თარგმნა მაია ლიპარტელიანმა – Weihnachtsgans mit Quitten von Micho Mosulischwili im buch: "Zwischen Orient und Okzident" (Theaterstücke aus Georgien)[10], Verlag Theater der Zeit, 2015, ISBN 978-3-95749-061-2
ლატვიურად:
- ჩემო მეჟოლია[11], ლატვიურად თარგმნა ნინო იაკობიძემ – Miho Mosulišvili Mana Sarkanrīklīte (Skumja, ïoti skumja komçdija), Vitola izdevnieciba, Latvia, 2016, ISBN 978-9934-554-06-3
თარგმანები
რედაქტირება- ბორის აკუნინი — აზაზელი (კონსპიროლოგიური დეტექტივი), არეტე, 2004, ISBN 99940-745-8-X; თურქული გამბიტი (ჯაშუშური დეტექტივი), პალიტრა L, 2006, ISBN 99940-42-07-6; ლევიათანი (ჰერმეტული დეტექტივი), პალიტრა L, 2006 წელი, ISBN 9994-53-21-3; მეორე გამოცემა, პალიტრა L, 2010, ISBN 978-9941-413-98-8
- გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი — თორმეტი კეისრის ცხოვრება, პეგასი, 2011, ISBN 978-9941-9206-1-5
- ანრი გიდელი — პიკასო, ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2013, ISBN 978-9941-444-13-5
- გულელმო ფერერო — იულიუს კეისარი, ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2016, ISBN 978-9941-444-26-5
- ვიქტორ პელევინი — სამი ცუკერბრინის სიყვარული (რომანი-დისტოპია), პალიტრა L, 2017, ISBN 978-9941-24-628-9
თეატრი
რედაქტირებაორიგინალური პიესები
რედაქტირება- მეცამეტე ექსპერიმენტული — ავთანდილ ციხიშვილის სახელობის უსინათლოთა დრამატული თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ლაბაძე, 2002
- თეთრი ლაშქარი — სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეარტი „თეთრი ტალღა“, რეჟისორი გიორგი რატიანი, 2005
- მოპარული ახალი წლის ზღაპარი — ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, 2008; გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, 2012; რუსულად: Сказка об украденном Новом годе — ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რეჟისორი სერგეი შვედკოვი, 2012; ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი ეკატერინე სირაძე, 2013
- ენკი–ბენკი (მხიარული დამბაჩა) — „მეორე თეატრი“, (საბავშვო თეატრი, მის: დავით აღმაშენებლის პროსპექტი # 60), რეჟისორი ნათია კავსაძე, 2008
- საშობაო ბატი კომშით — ილიაუნის თეატრი („ვაკის სარდაფი“), რეჟისორი გურამ ბრეგაძე, 2009; რუსთავის დრამატული თეატრი, რეჟისორი გურამ ბრეგაძე, 2013; ოზურგეთის დრამატული თეატრი, რეჟისორი გურამ ბრეგაძე, 2015; დოდო ალექსიძის სასწავლო თეატრი, რეჟისორი ბექა მაღალაშვილი, 2022
- არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა — რუსთავის კულტურის ცენტრი (მის: ქ. რუსთავი, წმინდა ნინოს ქ. # 1), რეჟისორი გეგა ქურციკიძე, 2010; ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი, რეჟისორი გეგა ქურციკიძე, 2012
- ჩემო მეჟოლია — ბოლნისის მუნიციპალური თეატრი, რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე, 2013; კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი (მცირე სცენა), რეჟისორი ხათუნა მილორავა, 2014; ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის სახალხო თეატრი, რეჟისორი ომარ კაკაბაძე, 2016; ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი გეგა ქურციკიძე, 2016
- ხაპრა-თაგვობანა — ვასო გოძიაშვილის სახელობის ველსიციხის თეატრი, რეჟიროსი ომარ კაკაბაძე, 2017
- თეთრი ლაშქარი — კახის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრი, რეჟისორი ლერი შიოშვილი, 2020
- ჟიკჟიკობა ღამე — ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ეკატერინე კატო შარიქაძე, 2024
თარგმნილი და ინსცენირებული პიესები
რედაქტირება- საზღვრები — ლეონიდ ზორინის „ვარშავული მელოდიის“ მიხედვით, მარჯანიშვილის თეატრის „ახალი სცენა“, რეჟისორი გიორგი (გოგა) ოსეფაშვილი, 2014
- მსუქანი ბიჭი ნატურმორტში — იონ საპდარუს სევდიანი კომედია ორ მოქმედებად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის „ახალი სცენა“, რეჟისორი იონ საპდარუ, 2015
- პინოკიოს თავგადასავალი — კარლო კოლოდის საბავშვო რომანის ინსცენირება, სანდრო ახმეტელის სახელობის მუნიციპალური დრამატული თეატრი, რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი, 2016
რადიოთეატრი
რედაქტირება- ტყის კაცი (1988), რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე
- სიკვდილი გუარამ მამფალისა (1989), რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე
- ობობა (1990). რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე
- ცეკვა მკვდრებით (2008), რეჟისორი ზურაბ კანდელაკი
- ჟიკჟიკობა ღამე (2018), რეჟისორი ზურაბ კანდელაკი
კინო
რედაქტირება- კახეთის მატარებელი (სცენარის თანაავტორი) – რეჟისორი ლალი კიკნაველიძე, 2018 წ.
ტელევიზია
რედაქტირება- ჩემი მეგობარი ჰიტლერი, ტელესპექტაკლის სცენარის თანაავტორი (იუკიო მისიმას მიხედვით), საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999, რეჟისორი ანდრო ენუქიძე.
- წვრილ ვარსკვლავთა ღამე (ტელესერიალი), 45 სერია, სცენარის თანაავტორი, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999–2000
პრემიები და ჯილდოები
რედაქტირება- ღირსების მედალი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება # 132[12] (ჟურნალ „ცისკრის“ 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1998 წლის 15 მარტის ნომერში), 1998
- საქტელერადიო კომიტეტის პრემია რადიოპიესისათვის ტყის კაცი, 1987
- პირველი პრემია თბილისის მერიის, ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა კავშირ „ბესტსელერის“ ლიტერატურულ კონკურსში, რომანისთვის უჟამო ჟამის რაინდი, 1998.
- საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის, „ბეკარის“ (ლიტერატურული ნაწარმოებები მუსიკაზე) პრემია ნომინაციაში „ჯაზი და როკ-მუსიკა: პროზა“ მოთხრობისათვის ურაკპარაკი (Глухомань — მთარგმნელი მაია ბირიუკოვა), 2005, მოსკოვი.
- ლიტერატურული კონკურსის „ფორმულა-ნლო“-2006-ის (პროზა) დიპლომი და პრემია, 31 დეკემბერი, 2006, ათენი.
- ლიტერატურული კონკურსის „ხერთვისის“ პრემია (პროზა) და სკულპტურა, 8 დეკემბერი, 2007, თბილისი.
- გალა (ლიტერატურული პრემია) ბიოგრაფიული რომანისათვის „ვაჟა–ფშაველა“, 2011
- ვერცხლის პრიზი გამომცემლობა "უსტარს" კინორომანისათვის “ჰელესა” (სინოპსისით) ეფექტური მარკეტინგის ჯილდოს კონფერენციაზე (The Summit Marketing Effectiveness Award) ნომინაციაში: “მცირე ბიუჯეტი”, 27 აგვისტო, 2012, პორტლენდი, ორეგონი, აშშ
- თუმანიშვილის სახელობის ფონდის, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ერთობლივი პროექტის „ახალი ქართული პიესა 2012“-ის პრიზი პიესისათვის ვაჟა-ფშაველა, 12 დეკემბერი, 2012
- ლიტერატურული კონკურსის „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელისთვის“ პირველი ადგილი, მოთხრობისათვის „მდოგვის მარცვლისა და ანგელოზებისათვის“, 30 სექტემბერი, 2019
- ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი“ მთავარი პრიზი ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული ნაწარმოები“ მოთხრობისათვის „ტურის ქორწილი, ანუ მზე პირს იბანს“, 22 ივლისი, 2022
- პირველი ადგილი ლიტერატურულ კონკურსზე „ლილე-2022“, მოთხრობისათვის „ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე“, 30 სექტემბერი, 2022; იგიგვე პრიზი „ლილე 2023“-ზე, მოთხრობისათვის „ჯავახეთის ფამფარულა, ჩემი...“, 11 სექტემბერი, 2023
- პრემია „საგურამო“, ნომინაცია: პროზა, 12 სექტემბერი, 2024
ლიტერატურა
რედაქტირება- თოდუა ნ., პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული დრამატურგია[13], თბ., თსუ, 2020
- ჯალიაშვილი მ., ლიტერატურული წერილები, თბ., წყაროსთვალი, 2006 - ISBN 99940-899-0-0
- ჯაველიძე ე., უკეთუ სულითა (ლიტერატურული წერილები), თბ., მერანი, 1989
- ბენაშვილი გ., ლიტერატურულ-კრიტიკული ეტიუდები, თბ., მერანი, 1989
- გრიგალაშვილი ნ., ზრუნვის საგანი (ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები), თბ., მერანი, 1988
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაპორტალი „ბიოგრაფიები“ | |
მიხო მოსულიშვილი ვიკიციტატებში | |
მიხო მოსულიშვილი ვიკისაწყობში | |
მიხო მოსულიშვილი ვიკიმონაცემებში |
- მიხო მოსულიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მიხო მოსულიშვილი — Mikho Mosulishvili — ბურუსი
- უნივერსიტეტელი ავტორები: მიხეილ მოსულიშვილი
- მაია ჯალიაშვილი — „ნისლის ადამიანები“
- Miho Mosulishvili — Georigian National Book Center
- Miho Mosulishvili — Open Library
- Mikhobooks — Reviews for novels and plays by Mikho Mosulishvili
- ოთხი პიესა (ტექსტები) ქართული თეატრის ელექტრონული არქივის „მსოფლიო დრამატურგიის ელექტრონული ბიბლიოთეკის“ ბაზაში
- მიხო მოსულიშვილი - ლექსები, პოემები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Library of Congress Library of Congress Name Authority File
- ↑ https://en.wikipedia.org/wiki/A_Big_She-Bear
- ↑ რედაქტორი მიხო მოსულიშვილი
- ↑ http://www.wix.com/mimos77/helessa[მკვდარი ბმული]
- ↑ „სიჩუმეს ვხედავ...“
- ↑ „მიღმურისა და სააქაოსი“
- ↑ „გედები თოვლქვეშ“ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში
- ↑ Micho Mossulischwili: Schwäne im Schnee
- ↑ „თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგია“ თურქულად
- ↑ Zwischen Orient und Okzident (Theaterstücke aus Georgien)
- ↑ „ჩემო მეჟოლია“ ლატვიურად
- ↑ ჟურნალ „ცისკრის“ თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
- ↑ პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული დრამატურგია/2.8. საზოგადოების მანკიერებათა მხილება (მიხო მოსულიშვილის პიესა „ჩემო მეჟოლია...“), გვ.184