გედები თოვლქვეშ
გედები თოვლქვეშ – მიხო მოსულიშვილის 2004 წლის მინიატურების კრებული.
„გედები თოვლქვეშ“ | |
---|---|
| |
ავტორი | მიხო მოსულიშვილი |
რედაქტორი | ზაალ სამადაშვილი |
გარეკანის მხატვარი | Teiji Saga |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
თემა | ცხოვრება |
ჟანრი | პროზა, მინიატურა |
გამომცემელი | საარი |
გამოცემის თარიღი | 2004 |
მედია | თხელი ყდა |
გვერდი | 176 |
წინამორბედი | სივრცე ვერტიკალში, 1997 |
მომდევნო | მადლის ქვა, 2011 |
ISBN | 9994029304 |
შინაარსი
რედაქტირებამიხო მოსულიშვილის წიგნი „გედები თოვლქვეშ“ განსხვავებული სტილითა და განსხვავებულ თემატიკაზე შექმნილ სამოცდაათ მინიატურას აერთიანებს.
- გედები თოვლქვეშ
- ქალი კატის თვალებით
- მოლდავური სალამური ამერიკაში
- გადაჭრილი ჰალსტუხი
- ცეკვა კლდეზე
- ფრანსის ჟამს რომ ვირები შემოხვდებიან
- ტროლეიბუსით გატაცებული ქალი
- ჩიტივით თევზი
- „ქალბატონო ნატალია...“
- მაკა არიგებს ნერვებაშლილ მაცაცოს
- ირაკლი იშხნელის ამბავი
- კოტიკოს მამა
- ფრანც მესმერის კასრი
- ქალი ტუჩში გაყრილი საყურით
- ფიქრად ქცეული
- ნათლის ჭავლები
- ზუსტი შეგრძნება
- „ლაშქრობა კედარის ტყისკენ“
- გოდრის ჭუჭრუტანებიდან დანახული
- ოქროს თივა
- „პიგმალიონი“ მუსიე ვოლტერისა და მუსიე ჰიუგოს გვერდით
- მიამიტი სიზმარი
- ფაფარგაშლილი ციური ლომი
- შავ ყვავილად იხარა შიშმა
- პეტრე და ბენია
- ცოცხალი საათი
- წერილი ჟანა დარკისგან
- „ბზუილ-ბზუილა“
- ოსტატი
- უფლის სახედარი და თავისით განათებული ანგელოზები
- მარტოხელა ქვრივი
- არყისმხდელები
- „არწივი ვნახე დაჭრილი...“
- დიდყურა
- გვიმრისა და გვიმრუჭას პარაბოლა
- რომელიღაც უბნელი ნატუკა
- სიღნაღის გადასახვევთან რომ მარტოხეა
- არყის ბოთლიდან
- „ჰაუ, ჰაუ!“
- ტბის, ლექსისა და ქორბუდა ირმის პარაბოლა
- თბილისური ოფორტი
- გოგიტა, კუკურა და ლადო – მეცხრე კლასელი ბიჭები
- აბრამ შინჯიკაშვილის გამო
- მოსკოვი საით არის?
- ქალი ყაყაჩოებით
- „მოხუცი მეთევზე“
- „შენი ჭირიმე, სიკვდილო“
- სალოცავზე რომ ბილიკი „გადიარს“
- მშვიდობით, ბატონო „იგი“
- ცა ფეხად ჩამოდიოდა
- როგორ იყინებიან
- ჯალათის თანაშემწე
- მთვარის მიღმა
- ავთვალა უშო
- ევროპიელი კაცი
- გაგნა
- „ლუხუმი სადღაა?“
- ფულისა და ძალაუფლების მეტაფორა
- ამბავი აღდგომისას მოკალათებული გულისა
- თევზაობა მტკვარზე
- ასაწყობი მიხო „კინდერსიურპრიზში“
- მაინც რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კაპიტანი ჯეიმზ კუკი?
- „მჭედლო“ რომ „ვერხვების“ სიმღერას დააპირებს
- მაკას სიზმარი
- ფეირვერკი საბურთალოს სასაფლაოზე
- ცოცხლად დამარხვა
- ოპერის წინ
- ნაჩქარევი ესკიზი
- ბორბალო
- ორი რაინდი
წიგნის ყდაზე გამოყენებულია ფოტოგრაფ Teiji Saga-ს გადაღებული ფოტო Whooper Swans In Snow[1], ავტორის მითითებით.
ანოტაცია
რედაქტირებამინიატურების კრებულს უკანა ყდაზე ერთვის წიგნის რედაქტორის, ზაალ სამადაშვილის ანოტაცია:
„სადღაც შორს, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, კანადის ერთ-ერთ პროვინციაში, რომელსაც გეოგრაფიული შესაბამისობის თვალსაზრისით უცნაური სახელი – ბრიტანეთის კოლუმბია ჰქვია, კაცს, სახელად გასი ჯეკს[2], ხელობით ბარმენს, ძეგლი უდგას – სტუმრების გულითადად დახვედრის, კარგად გამასპინძლებისა და უბადლო თანამეინახეობისათვის...
გავკადნიერდები და, მწერლებს, მათ კარგ წიგნებს, იმ კეთილ მასპინძელს და იმ მშვიდ, ბუხრის ტკაცუნით გამყუდროებულ გარემოს შევადარებ, რომელიც გრძელ და ფათერაკიან გზებზე დაღლილ, ქარ-წვიმებისაგან დანესტიანებულ მგზავრს სულის მოსათქმელად, მხნეობის შესამატებლად სჭირდება... გემოვნებამ, ავმა თუ კარგმა, ჩამოყალიბებულმა ორმოცდაათი წლის ასაკში, ამგვარ გარემოდ შემაგრძნობინა პროზაული კრებული - „გედები თოვლქვეშ“ და მგონია, რომ კვლავ და კვლავ მომინდება შეხვედრა მის ავტორთან, წყნარად და გულიანად მთხრობელ მიხო მოსულიშვილთან...[3]“ |
შეფასება
რედაქტირებაქალაქ ოკლენდის (ახალი ზელანდია) უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურის ბაკალავრმა, შემოქმედებითი წერის ლექტორმა, მწერალმა, ლიტერატურულ საიტის The Story Mint[4]-ის მფლობელმა და მთავრმა რედაქტორმა, სურაია დევინგმა[5] მიხო მოსულიშვილის ამ წიგნში წარმოდგენილი მინიატურების ინგლისურ ენაზე თარგმნისას შენიშნა:
„მისი ნამუშევარი მახსენებს რუს მწერლებს, რომლებსაც მე ვსწავლობდი და მიყვარდა, და ომარ ხაიამის „რობაიებს“, რომლებიც ფიცჯერალდმა[6] თარგმნა; მთელ ამ რომანებს და თარგმანებს, და მე ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს, რას გამოვტოვებთ ხოლმე, როცა ნაწერი ერთი ენიდან მეორეზე გადაგვაქვს.
იმედი მაქვს, რომ, რაკი მიხო და მე ვთანამშრომლობთ, ჩვენ იმას ვწვდებით, რისი თქმაც მას უნდოდა და ასევე, მისი ნაწერის სულსაც. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი მიზანია.[7]“
|
.
გერმანულად
რედაქტირება- გედები თოვლქვეშ[8], გერმანულად თარგმნეს ირმა შიოლაშვილმა და იოახიმ ბრიტცემ – Schwäne im Schnee[9] Übersetzung aus dem Georgischen von Irma Schiolaschwili und Joachim Britze. Kaukasische Bibliothek. (Hrsg. Uli Rothfuss und Traian Pop) Band 16. (Georgien). ISBN 978-3-86356-170-3, Pop Verlag, Ludwigsburg, 2017
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Whooper Swans In Snow is a photograph by Teiji Saga
- ↑ გასი ჯეკი (ინგლისურად)
- ↑ გედები თოვლქვეშ
- ↑ The Story Mint-ის შესახებ (ინგლ.)
- ↑ სურაია დევინგი (ინგლ.)
- ↑ ედუარდ ფიცჯერალდი (ინგლ.)
- ↑ სურაია დევინგი, სტატიიდან „წერა არის იდეებისა და სულის ენა“, 10 თებერვალი, 2012
- ↑ „გედები თოვლქვეშ“ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში
- ↑ Micho Mossulischwili: Schwäne im Schnee