ზაალ სამადაშვილი

ქართველი მწერალი და ესეისტი

ზაალ შოთას ძე სამადაშვილი (დ. 3 ოქტომბერი, 1953, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 1 ნოემბერი, 2024, თბილისი, საქართველო) — ქართველი მწერალი, ესეისტი, პოლიტიკოსი. თბილისის საკრებულოსთან ერთად ლიტერატურული პრემია „გალას“ დამაარსებელი.

ზაალ სამადაშვილი
ზაალ სამადაშვილი
თბილისის მე-4 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2010 – 26 ივლისი, 2013
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედიზაალ სამადაშვილი
მემკვიდრეჯაბა სამუშია (მ/შ)

თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 აპრილი, 2008 – 2010
წინამორბედიზაზა ბეგაშვილი
მემკვიდრეზაალ სამადაშვილი

დაბადებული10 მარტი, 1953
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვლილი1 ნოემბერი, 2024 (71 წლის)
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობამწერალი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი და ესეისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა თბილისში 1953 წლისა 3 ოქტომბერს. დედა — თამარ მიქაძე, მამა — შოთა სამადაშვილი. მეუღლე — ნანა იაშვილი (1954). შვილი — გიორგი (1981).

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

პირველი მოთხრობა ბაბო დაჭრეს გამოაქვეყნა 1983 წელს ჟურნალ „ცისკარში“.

არის ავტორი სცენარისა სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის „თემო“. ასევე დაწერილი აქვს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის „გარსევანი“.

მისი ჰობი ფეხით სიარულია და აქვს ასეთი მრწამსი: „ვცდილობ განვახორციელო პრინციპი: როცა არ მოგწონს სხვის მიერ გაკეთებული საქმე, შეეცადე შენ თვითონ გააკეთო უკეთესად. კამათში დაღლას შრომით დაღლა მირჩევნია“.

ზაალ სამადაშვილმა 2007 წელს თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით დააარსა გალა (ლიტერატურული პრემია), რომელიც წარმატებით გრძელდება წლების განმავლობაში.

2008–2013 წლებში იყო თბილისის მუნიციპალიტეტის ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე. შემდგომში მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.

გარდაიცვალა 2024 წლის 1 ნოემბერს, 71 წლის ასაკში.[1]

გამოცდილება

რედაქტირება
  • 1977 წ. ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ლაბოტრანტი.
  • 1978-1980 წწ. გეოლოგიური ექსპედიცია.
  • კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ინჟინერი.
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის ასისტენტი.
  • 1983-1989 წ.წ. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანება.
  • 1989-1994 წ.წ. გაზეთების „მამულისა“ და „ქომაგის“ თანამშრომელი, ჟურნალის „XX საუკუნე“ მთავარი რედაქტორი.
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ლექტორი.
  • 2005-2007 წ.წ. თბილისის #53 საჯარო სკოლის დირექტორი.
  • 2006 წ. ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი.
  • 2008 წლის 12 აპრილიდან, 2013 წლის 26 ივლისამდე იყო ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.[2]
  • თემო[3] - კომპანია „ქართული ტელეფილმი“, რეჟისორი ლევან ზაქარეიშვილი,[4] 1986

პრემიები და ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა“. On.ge. 1 ნოემბერი, 2024. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=43
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-17. ციტირების თარიღი: 2011-08-22.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2011-08-22.