ჩემო მეჟოლია (სევდიანზე სევდიანი კომედია)პიესა ერთ მოქმედებად და თერთმეტ სცენად, ჟანრობრივად ტრაგიკომედია, დაწერილი 2012 წელს მიხო მოსულიშვილის მიერ, მარჯანიშვილის თეატრისა და გაეროს ქალთა ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურს-სემინარის, „ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ“ პროექტის ფარგლებში.

ჩემო მეჟოლია
ავტორი მიხო მოსულიშვილი
პერსონაჟები სოფო, ჩიტო, შოკა, თოკო, ბაქსტერ ო’სალივანი, ელის ო’სალივანი
პრემიერა 12 ივლისი, 2013
პრემიერის ადგილი ბოლნისის მუნიციპალური თეატრი
ენა ქართული
თემა ოჯახური ძალადობა
ჟანრი ტრაგიკომედია
მოქმედების ადგილი ეზო კომფორტაბელური, სამსართულიანი სახლით თბილისში

პერსონაჟები

რედაქტირება
  • სოფო — 42 წლის, გვარად შალიკაშვილი. ყოფილი მევიოლინე. თორმეტი წელი ამერიკაში მუშაობს მომვლელად. ჩიტოს პირველი ცოლი.
  • ჩიტო — ვალიკო მურთაზის ძე ჩიტორელიძე, 44 წლის. ქრონიკულად სჭირს დეპრესია და დიდი გაიძვერობა.
  • შოკა — 42 წლის, სოფოს სკოლის მეგობარი, ამჟამად ჩიტოს მეორე ცოლი.
  • თოკო — 27 წლის, პატარა გაიძვერა და ჰაკერი.
  • ბაქსტერ ო’სალივანი — 69 წლის, ლონგ აილენდიდან (ნიუ-იორკი), კერძოდ კი გილგო-ბიჩიდან (საფოლკის მხარე).
  • ელის ო’სალივანი — 35 წლის, ბაქსტერ ო’სალივანის ქალიშვილი.

შინაარსი

რედაქტირება

თორმეტი წლის განმავლობაში შინიდან სამუშოდ წასულ, ამერიკიდან ქმრის წლისთავზე მოულოდნელად დაბრუნებულ სოფოს თავისი სკოლის მეგობარი, შოკა თითქოს ფეხმძიმედ დახვდება. უფრო მეტიც, აღმოჩნდება, რომ არც სოფოს ქმარი, ჩიტო გარდაცვლილა, შოკას ქმარი გამხდარა და მისი საფლავის ქვაც მხოლოდ სოფოსთვის ფულის გამოსაძალად არის გაკეთებული მათი სახლის ეზოში.

ქმარიც, დაქალიც და შვილიც (თოკო) იძულებულები იყვნენ, მოეტყუებინათ სოფო, გამოერთმიათ ფული, რომ ბანკში ჩადებული ბინის პროცენტი გადაეხადათ... ახლა კი სოფოს მოულოდნელმა ჩამოსვლამ სულ აურიათ თავგზა.

ჩამოდიან ბაქსტერ ო’სალივანი ინვალიდის სავარძლით და მეჟოლია ჩიტის გალიით, რომელიც ო’სალივანების საგვარეულო გერბზეც არის გამოსახული; აგრეთვე მისი ქალიშვილი ელისი.

სოფო და ელისი კონტრაქტს დადებენ, რომლის ძალითაც სოფოს ორმაგად აუნაზღაურდება გაწეული შრომა, თუკი მისტერ ო’სალივანს მოუვლის და თანაც ანდერძსაც შეაცვლევინებს. თურმე, სოფოს წამოსვლამ კი ისეთ დეპრესიაში ჩააგდო ბაქსტერ ო’სალივანი, რომ სხვა მომვლელი არ გაიკარა. მისმა ქალიშვილმა, ელისმა მოხუცთა თავშესაფარში დაუპირა ჩაბარება, მაგრამ მისტერ ო’სალივანმა ანდერძი დაწერა, რითაც ექსტრემალებს უტოვებს მთელ თავის ქონებას... ელის ო’სალივანის წავლის შემდეგ სოფო ეუბნება ჩიტოს, შოკას და თოკოს, - ახლა დადექით და თქვენ თავად მოუარეთ ამ კაცს, - ნახეთ, როგორი მოსავლელია ეს კაცი, მარტო ჩემი ორი ათასი დოლარის იმედზე რომ ხართ ყველანიო. ფულს იმის მიხედვით მიიღებთ, როგორც მოუვლითო. ჯერ ჩიტო წაიყვანს სასეირნოდ მისტერ ო’სალივანს და ძალიან უკმაყოფილო დაბრუნდება, რაკი მისტერ ო’სალივანი ყველა სახლთან აჩერებინებს სავარძელს და გაზეთებს ხევს, ის კი იძულებულია, მორჩილად მოგავოს ნახევები და ასე ატაროს მთელი ღამე. თოკოც ასევე ატარებს სტუმარს.

ჩიტო, შოკა და თოკო გადაწყვეტენ, ადამიანის უფლებების დამცველ რომელიმე ორგანიზაციაში უჩივლონ სოფოს, როგორც ოჯახურ მოძალადეს.

ამ დროს ბაქსტერ ო’სალივანი თავის მეჟოლია ჩიტს გაუშვებს გალიიდან, რაკი სოფოს თავის მეჟოლია ჩიტად სთვლის, მაგრამ მისი ხელის თხოვნას გადაიფიქრებს, - შენც ამ უქნარების მსგავსი ხარ, რაკი ამათ დახმარებას ცდილობ ისევო, - და ააფეთქებს სასაფლაოს, რომელიც ფეირვერკად გადაიშლება სცენაზე.

ფინალურ სცენაში ჩვენი პერსონაჟები ზეციური სამსჯავროს მისადგომებთან არიან: როგორც ჯანმრთელი არსებები, სოფო და ბაქსტერ ო’სალივანი ინვალიდის სავარძლებში მჯდომ ხეიბრებს, - ჩიტოს, შოკას და თოკოს უვლიან და მათ რომ დააძინებენ, მერე სევდიანი საყვედურით გაჰყურებენ შორეთს.

დადგმები

რედაქტირება

გამოცემები

რედაქტირება
 
„ჩემო მეჟოლია“ ლატვიურ ენაზე, 2016 წელი
  • 2012 წ. — „9 პიესა VS ძალადობა“.[5]
  • 2012 წ. — „საბა“ ელექტრონული წიგნების სახლი, გამომცემლობა „მიმოსი“[6]
  • 2015 წ. — „ჩემო მეჟოლია“, გამომცემლობა „გლოსა“, თბილსი.[7] ISBN 978-9941-9446-2-8
  • 2016 წ. — Mana Sarkanrīklīte, „ჩემო მეჟოლია“ (პიესა) ბოლნისის თეატრში დადგმული სპექტაკლის ფოტოებით, ლატვიურად თარგმნა ნინო იაკობიძემ, რედაქტორი აიდა როზენტალე, ფოტო და დიზაინი სანდრა დიკმანე, გამომცემელი ვიესტურს რეკისი, კონსულტანტი ედიტე სილკენა, გამომცემლობა Vītola, ლატვია, გვერდები - 104, მაგარი ყდა[8] ISBN 978-9934-554-06-3

შეფასება

რედაქტირება

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნინო თოდუამ ასე შეაფასა ეს პიესა:

 
„ფინალური სცენა ზეციური სამსჯავროს მისადგომებთან ხდება. აქ კი როლები შეცვლილია. ჩიტო, თოკო და შოკა როგრიგობით სხდებიან ინვალიდის ეტლში და მათ სოფო და ბაქსტერი უვლიან. ამ ფინალით პიესის ავტორი გამოხატავს სათქმელს, რომ ძალადობა ძალადობით არ აღმოიფხვრება. ამ პრობლების გადაჭრაზე ფიქრს კვლავ და კვლავ საზოგადოების ცნობიერების გარდაქმნისკენ მივყავართ. სოფო აცნობიერებს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და საკუთარ დანაშაულსაც ხედავს. მისი სიტყვებით დრამატურგი საკუთარ სათქმელს გადასცემს მკითხველს, პიესაში ასახული პრობლემების ერთგვარ შეჯამებას: „იქ, საერთოდ, ბურდუჯუ-ქვეყანაა. უცხოეთში მომვლელებად წასული ცოლების, დედების და დების ხარჯზე ცხოვრობენ... თქვენ მართალი ხართ, სამუშაოდ წასულებიც ბურდუჯუები ვართ... მარტო საკუთარ ოჯახებს კი არა, ნათესავებსა და მეგობრებსაც ვინახავთ... თუ ვინმე გამოგვერია, ვინც ბურდუჯუ არ არის და ამბობს, რომ თუ საქმე არ გააკეთე, ბურდუჯუ იქნები სულ და ვერც ქვეყანა გაბრწყინდებაო, იმას სტრასბურგში და სხვა სტრუქტურებში ვუჩივლებთ ხოლმე...“ (მოსულიშვილი, 2012 : 243). პიესის ფინალში ო’სალივანი და სოფო „სევდიანი საყვედურით“ გაჰყურებენ შორეთს, ბურდუჯუ ქვეყნის ხედს. პიესა ტრაგიკომიკურია. მწერალი ჩვენი ეპოქისათვის დამახასიათებელ რეალურ სურათს ხატავს. წამოჭრილი პრობლემები, რა თქმა უნდა, მწვავეა და პერსონაჟთა როლებიც _ დამაჯერებელი, რადგან მათი მსგავსი ადამიანები, მსგავსი პრობლემებით არაერთი ცხოვრობს ჩვენ გარშემო. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დრამატურგი ამ პრობლემებისაგან თავის დაღწევის ერთადერთ გზად რეალობისათვის თვალის გასწორებასა და მოქმედებაში ხედავს, რაც სრულიად ლოგიკური და ყურადსაღებია (კონცეპტი იგივეა, რაც „მგზავრის წერილებისა“: „მოძრაობა და მხოლოდ მოძრობა“...). [9]

.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება