ხათუნა მილორავა
ხათუნა მილორავა (დ. 21 თებერვალი, 1972, თბილისი) — ქართველი რეჟისორი.
ხათუნა მილორავა | |
---|---|
რეჟისორი | |
დაბადების თარიღი |
21 თებერვალი, 1972 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ჯილდოები | მაყურებლის სიმპათიის პრიზი მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „არტოკრაინა“, 2013 |
ბიოგრაფია
რედაქტირებახათუნა მილორავა დაიბადა 1972 წლის 21 თებერვალს, თბილისში. 2002 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი სარეჟისორო სპეციალობით (პედაგოგი ლილი იოსელიანი).
2002-2005 წლებში იყო „სამეფო უბნის თეატრში“ რეჟისორად, ასევე სპექტაკლებს დგამდა „თეატრი ათონელზე“ და „თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე“.
თავის დადგმებში ხათუნა მილორავა გამოხატავს „ახალი დრამის“ ესთეტიკას, რაც განაპირობებს ახალი თეატრალური ენის ძიებას მის შემოქმედებაში.
დადგმები
რედაქტირებაკოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი
- 2014 — „My Redbreast“[1] (მიხო მოსულიშვილის პიესა „ჩემო მეჟოლია“)“
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
- 2013 — მიხო მოსულიშვილის პიესის „ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა“ საჯარო წაკითხვის რეჟისორი[2].
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი
- 2013 — „დეჟავუ“ (ალექსანდრე გელმანის მიხედვით)
ილიაუნის თეატრი
- 2011 — „სხვისი ცოლი და ქმარი საწოლქვეშ“ (ფიოდორ დოსტოევსკის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით).
თეატრი ათონელზე
- 2005 — „შოუ, რომელიც ერთ დროს დაიწყო“ (მუზიკლი).
- 2007 — „დაუსრულებელი რომანი“ (ალექსანდრე გელმანის „აღის სკამის“ მიხედვით)
- 2009 — „თაღლითები“ (ვასილი კრასნოგოროვის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით)
თეატრალური სარდაფი რუსთაველზე
- 2002 — „შიში და სასოწარკვეთილება მესამე იმპერიაში“ (ბერტოლდ ბრეხტის პიესების, „ჯაშუში“ და „ებრაელი ცოლი“ მიხედვით.
სამეფო უბნის თეატრი
- 1998 — „ჩიტი“ (ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით).
- 1999 — „შტოსი“ (მიხეილ ლერმონტოვის მოთხრობების მიხედვით).
- 2000 — „ვოდევილები“ (ანტონ ჩეხოვის მოთხრობების მიხედვით)
პრიზები
რედაქტირება- მაყურებლის სიმპათიის პრიზი კამერული თეატრების და მცირე ფორმების სპექტაკლების მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „არტოკრაინა“, სპექტაკლისათვის „დეჟავუ“, სანქტ-პეტერბურგი, 2013 წ.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ხათუნა მილორავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ხათუნა მილორავა „ქართული თეატრის ენციკლოპედიაზე“
- ხათუნა მილორავა — მოზარდ მაყურებელთა თეატრი
- ხათუნა მილორავა Facebook-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ MY REDBREAST[მკვდარი ბმული]
- ↑ „ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა“ (მიხო მოსულიშვილის პიესის საჯარო წაკითხვა თუმანიშვილის თეატრში). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-05. ციტირების თარიღი: 2013-10-21.
- ↑ Дежавю: "страстный дуэт прекрасных актеров"