ჯუზეპე ვერდი

იტალიელი კომპოზიტორი

ჯუზეპე ფორტუნინო ფრანჩესკო ვერდი (იტალ. Giuseppe Fortunino Francesco Verdi; დ. 10 ოქტომბერი, 1813 — გ. 27 იანვარი, 1901) — იტალიელი კომპოზიტორი; XIX საუკუნის იტალიური ოპერის ყველაზე გავლენიანი ხელოვანი. მისი ნამუშევრები ხშირად იდგმება მსოფლიოს ყველა საოპერო თეატრში.

ჯუზეპე ვერდი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯუზეპე ფორტუნინო ფრანჩესკო ვერდი
დაბ. თარიღი 10 ოქტომბერი, 1813(1813-10-10)[1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბ. ადგილი რონკოლე-ვერდი[12]
გარდ. თარიღი 27 იანვარი, 1901(1901-01-27)[1] [14] [2] [3] [4] [5] [5] [5] [6] [7] [8] [9] [10] [12] [15] (87 წლის)
გარდ. ადგილი მილანი[16] [12]
დასაფლავებულია Casa di Riposo per Musicisti
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა კომპოზიტორი, დირიჟორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
აქტიური 1830-1901
ხელმოწერა
საიტი verdi.san.beniculturali.it
ჯუზეპე ვერდი ვიკისაწყობში

შემოქმედება

რედაქტირება

პირველი ცდები კომპოზიციაში 1828 წელს განეკუთვნება (უვერტიურები, მარშები სასულე ორკესტრისთვის, საფორტეპიანო პიესები). 1833 ვერდი ქალაქის სასულე ორკესტრის დირიჟორია, 1836 წელს ხელმძღვანელობს ფილარმონიულ საზ-ბას ბუსეტოში. 1839 მილანში დაიდგა ვერდის პირველი ოპერა „ობერტო, გრაფი ბონიფაჩო“, რომელიც საზოგადოებამ თბილად მიიღო. 1840 ოპერა „მეფე ერთი საათით ანუ ცრუსტანისლავის“ წარუმატებელი დადგმის შემდეგ ვერდიმ ზედიზედ დაწერა ორი ოპერა — „ნაბუკო“ („ნაბუქუდონოსორი“, 1841, დაიდგა 1842) და „ლომბარდიელები ჯვაროსნულ ლაშქრობაში“ (1842, დაიდგა 1843, ფრანგ. რედაქცია „იერუსალიმი“, 1847). ჰეროიკულ-რევოლუციური პათოსით გამსჭვალულ ოპერებს იტალიაში აღტაცებით შეხვდნენ, ხშირად ოპერის შემდეგ იმართებოდა პოლიტიკური მანიფესტაციები. 1842-49 ვერდიმ ცამეტი ოპერა დაწერა, მ. შ. „ერნანი“ (1844), „ატილა“ (1846), „მაკბეთი“ (1847), „ლუიზა მილერი“ (1849). ვერდის პატრიოტულმა განწყობილებებმა გამოხატულება ჰპოვა 1848 დაწერილ ჰიმნში „იჟღერე, საყვირო“ (გ. მამელის ტექსტზე). ვერდის სახელი მოუხვეჭა 50-იან წლებში შექმნილმა ოპერებმა „რიგოლეტომ“ (1851, ვიქტორ ჰიუგოს დრამის „ხელმწიფე ერთობა“ მიხედვით), „ტრუბადურმა“ (1852, დაიდგა 1853), „ტრავიატამ“ (1853, დიუმა შვილის დრამის -„ქალი კამელიებით“ მიხედვით). ამ ოპერებში რომანტიკული ტენდენციები ადგილს უთმობს მკაფიო რეალიზმს, ღრმა ფსიქოლოგიზმს. კომპოზიტორის ყურადღების ცენტრშია უბრალო ადამიანების ბედი (ვიოლეტა, რიგოლეტო, აზუჩენა), სოციალური უთანასწორობა, წოდებრივი გადმონაშთები. ვერდის რეალისტური ხელოვნება ხშირად მახვილ, კრიტიკულ ხასიათს იძენს. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდასთან დაკავშირებით, 50-60-იან წლებში შექმნილ ოპერებში ვერდი კვლავ ჰეროიკულ სიუჟეტებს მიმართავს, რომლებშიც გმირების პირადი ბედი მჭიდროდაა გადახლართული პოლიტიკურ მოვლენებთან („სიცილიური მწუხრი“, 1854, დაიდგა 1855) „სიმონ ბოკანერგა“ (1857, მე-2 რედაქცია 1881); „ბალ-მასკარადი“ (1859). 1862 პეტერბურგის მარინინის თეატრის დაკვეთით დაწერა ოპერა „ბედისწერის ძალა“ (მე-2 რედაქცია 1869). ოპერის დაწერასთან დაკავშირებით ვერდი ორჯერ ეწვია რუსეთს (1861, 1862). 1866 პარიზის თეატრ „გრანდ ოპერასთვის“ დაწერა ოპერა „დონ კარლოსი“ (დაიდგა 1867, მე-2 რედაქცია იტალ. ლიბრეტოთი 1884). 1870 ვერდიმ დაწერა საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი მშვენიერი ოპერა „აიდა“ (დაიდგა 1871, კაირო). ოპერაში აღმოსავლური ეგზოტიკა, თეატრალური ბრწყინვალება და პომპეზურობა შერწყმულია ღრმა ფსიქოლოგიზმთან და დრამატიზმთან. შემდგომ 15 წელიწადში ვერდის არ დაუწერია არც ერთი ოპერა. იტალიელი მწერლის ალესანდრო მანძონის ხსოვნის აღსანიშნავად შექმნა „რეკვიემი“ (1874), რამდენიმე ვოკალური ნაწარმოები. რეალისტური ხელოვნების შედევრს და ფსიქოლოგიურ-მუსიკალური დრამის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს ოპერა „ოტელო“ (1886, დაიდგა 1887). ვერდის უკანასკნელი ოპერა „ფალსტაფი“ გონებამახვილური, კომიკური, იტალიური ოპერა-ბუფის ჟანრის ნაწარმოებია განახლებულ მუსიკალურ-დრამატულ საფუძველზე (უილიამ შექსპირის კომედიის „უინძირელი მხიარული ქალების“ მიხედვით, 1892, დაიდგა 1893). მუსიკის ისტორიაში ვერდი შევიდა როგორც საოპერო ხელოვნების რეფორმატორი, უდიდესი კომპოზიტორ-რეალისტი. იდეურ-მხატვრულმა სიმდიდრემ, ჰუმანურობამ, იტალიურ ეროვნულ-დემოკრატიულ კულტურასთან კავშირმა განაპირობა ვერდის ოპერების პოპულარობა მთელ მსოფლიოში. იტალიურ ბელკანტოს პრინციპებზე დაყრდნობით, ვერდიმ თავისი ოპერების ვოკალური მელოდიკა გაამდიდრა დრამატიზმითა და ჰეროიკული ინტონაციებით. კომპოზიტორმა მნიშვნელოვნად შეცვალა ტრადიციული იტალიური ოპერის ხასიათი და სტრუქტურა. სასიმღერო არიისა და დეკლამაციური პრინციპების შერწყმით მან შექმნა თავისი „შერეული“ ვოკალური სტილი, რომელიც საფუძვლად დაედო მონოლოგისა და დიალოგის თავისუფალ ფორმას ოპერაში. დრამატული განვითარების მნიშვნელოვან რგოლს ვერდისთან წარმოადგენს დიდი ვოკალური სცენები. ვერდის საუკეთესო ოპერებში მნიშვნელოვანი დრამატურგიული დატვირთვა ორკესტრს აწევს, თუმცა კომპოზიტორისთვის მთავარი მაინც ვოკალური საწყისის პრიორიტეტია. „ხმა და მელოდია ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი იქნება“ , ამბობდა ვერდი. მან დაწერა 26 ოპერა (აქედან 6 ორი რედაქციით), კანტატები, მ. შ. „ერის ჰიმნი“ (1862), სასულიერო ნაწარმოებები „რეკვიემი“ (1862), Te Deum (1869), Stabat Mater (1897), სიმებიანი კვარტეტი (1873), ვოკალური ანსამბლები, რომანსები, სიმღერები და სხვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Орджоникидзе Г. Ш., Оперы Верди на сюжеты Шекспира, М., 1967
  • Солонцова Л., Джузеппе Верди, М., 1966
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118626523 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  4. 4.0 4.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 IMSLP — 2006.
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  13. The Fine Art Archive — 2003.
  14. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  15. BeWeB
  16. Верди Джузеппе // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.