აზაზელი (კონსპირაციული დეტექტივი) — ბორის აკუნინის წიგნი. ერასტ ფანდორინის თავგადასავლების სერიიდან პირველი წიგნი. წიგნი გამოვიდა 1998 წელს. აზაზელის მიხედვით გადაღებულია ფილმიც.

აზაზელის გარეკანი

ანოტაცია

რედაქტირება

რომანის მთავარი გმირი, ერასტ ფანდორინი სულ რაღაც 20 წლისაა, თუმცა უშიშარი, წარმატებული და კეთილშობილი ახალგაზრდის სახელი აქვს. პოლიციის განყოფილების გადამწერს მოსვენებას არ აძლევს გამომძიებლური ნიჭი და ხშირად ჩაუღრმავდება ხოლმე ქაღალდებში ამოკითხულ, სხვადასხვა ჩახლართულ საქმეებს.

ფანდორინის ყურადღებას იპყრობს ახალგაზრდა, საკმაოდ შეძლებული სტუდენტის უცნაური თვითმკვლელობის საქმე, რომლის გამოძიებაც დიდი და გავლენიანი იატაკქვეშა ორგანიზაციის კარამდე მიიყვანს.

გამოძიების პროცესში მთავარ გმირს მოუწევს საშიშ და ძლიერ მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება, ბევრჯერ დადგება მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ, იპოვის და სამუდამოდ დაკარგავს სიყვარულს...

ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილის) კონსპიროლოგიური დეტექტივი „აზაზელი“, რომელიც დაწერილია 1998 წელს, ავტორის ნებართვით 2002 წელს ქართულად თარგმნა მიხო მოსულიშვილმა, თავდაპირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკრის“ 2003 წლის №3-8 ნომრებში, 2004 წელს წიგნად გამოსცა გამომცემლობა „არეტემ“.

ქართული თარგმანი

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება