ზურაბ კანდელაკი
ზურაბ კონსტანტინეს ძე კანდელაკი (დ. 25 თებერვალი, 1941, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი რეჟისორი, მწერალი, დრამატურგი, პოლიტიკოსი.
ზურაბ კანდელაკი | |
---|---|
ზურაბ კანდელაკი | |
დაბადების თარიღი |
25 თებერვალი, 1941 თბილისი, საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტეს სარეჟისორო ფაკულტეტი. 1960–1965 წლები |
პროფესია | რეჟისორი, დრამატურგი, მწერალი |
მეუღლე(ები) | ზეინაბ გზირიშვილი (1944) |
შვილ(ებ)ი | კონსტანტინე (1966) |
მშობლები |
მამა: კონსტანტინე კანდელაკი დედა: თამარ კანდელაკი |
ჯილდოები | პრემია PRIX EUROPA, 2005 წ. |
ბიოგრაფია
რედაქტირებაზურაბ კანდელაკი დაიბადა 1941 წლის 25 თებერვალს, თბილისში.
დედა: თამარ კანდელაკი. მამა: კონსტანტინე კანდელაკი. მეუღლე: ზეინაბ გზირიშვილი (1944). შვილი: კონსტანტინე (1966).
1958 წელს დაამთავრა თბილისის 29-ე საშუალო სკოლა. 1965 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო სოხუმის დრამატულ თეატრში, დამდგმელ რეჟისორად.
1967 წლიდან მუშაობს საქართველოს რადიოში, ჯერ რეჟისორად, შემდეგ კი, 1973 წლიდან მთავარ რეჟისორად. პარალელურად დგამდა სპექტაკლებს საქართველოს სხვადასხვა თეატრებში და ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოთეატრის მთავარი რეჟისორია. რადიოში განხორციელებული აქვს ოთხასამდე რადიოსპექტაკლი. სხვადასხვა დროს დადგმული აქვს რადიოსპექტაკლები ბუდაპეშტში, ტალინში, ვარშავაში, მოსკოვში, მინსკში.
1995 წელს, გერმანიაში, ქალაქ ბონის ენისა და ლიტერატურის სახლში მოეწყო „ბევრი რამ ხდება, ჰორაციო...“ განხილვა. იმავე წელს, ცნობილ გერმანელ მწერლებთან და რადიოს მოღვაწეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბონის უნივერსიტეტში, რადიოთეატრის პრობლემების შესახებ გამართულ დისკუსიაში. იყო რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრი (მოსკოვი, ბერლინი, ხორვატია).
ზურაბ კანდელაკის პროზაული ნაწარმოებები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში“ . გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული „უფალო, გამიყვანე დერეფნის ბოლოს“. მისი მხატვრული ნაწარმოებები და პუბლიცისტური წერილები იბეჭდება ქართულ პრესაში („მნათობი“, „ჩვენი მწერლობა“, „ომეგა“, „ახალი ქართული გაზეთი“, „ლიტერატურული პალიტრა“ და სხვა.
ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებამ გამოსცა მის მიერ შედგენილი რადიოპიესების ორი კრებული.
რადიოდადგმები
რედაქტირება- დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი", 1998 წ.
- კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება", 1968 წ.
- ლევან გოთუა „ნისლი ნახატარის ტყეში“
- გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სული", „ფალესტრა"
- აკაკი ბელიაშვილის „თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა“
- ოთარ ჩხეიძის „ცხრაწყარო“
- როსტომ ჩხეიძის „სანამ ალექსანდრე ცოცხალი იყო“, „ერი შენი იხსენ სახიერებით“
- ოტია პაჭკორიას „გობელენი“
- გურამ რჩეულიშვილის „მარინე“
- ნუგზარ შატაიძის „მეკვლე“, „დაჭრილი წერო“, „დაბრუნება“
- თამაზ ჭილაძის „გასეირნება პონის ეტლით“, „აჰა, მიიწურა ზამთარი“, „ელისაბედ, ელისაბედ“, „სამოთხის კვარტეტი“
- ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე", „დიდრო“, „ჰელადოს“, „ღმერთო რისთვის“
- გურამ დოჩანაშვილის „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები", 1992 წ. „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩნილი, ანუ გრიშა და მთავარი“, „უჩვეულო სტუმრობა“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „სამოსელი პირველი“ (12 სერია)
- ოტია იოსელიანის „ვარსკვლავთცვენა“
- ნოდარ წულეისკირის „დავით აღმაშენებლის ქვა“, „ლობიოჭამიების სასიძო“
- კოტე ჯანდიერის „მაგიდაზე დატოვებული ბარათები“.
- რევაზ გაბრიაძის „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი", 1982 წ.
- მიხო მოსულიშვილის კომიკური თრილერი http://www.lib.ge/body_text.php?855 დაარქივებული 2010-11-26 საიტზე Wayback Machine. "ცეკვა მკვდრებით"
- თამაზ გოდერძიშვილის „მიწისქვეშა სასახლეები“
- გურამ ოდიშარიას „პრეზიდენტის კატა“
- ირაკლი ლომოურის „ჭაში“
- მაია სარიშვილის „სამი სათლი თოვლი“, „ჭიამაიების ოჯახი“, „კატა ისევ წვიმაში“
- მაია ჯალიაშვილის „ფლამენგოები ჯოჯოხეთში“,
- ინგა მილორავას „კამკამა ჰაერი ნესტიან სარდაფში“, „ფაიფურის მოცეკვავე“
- მაკა გოგუაძის „პეკანები“, „ერზაცი ისევ ხუმრობს“
- ზაირა არსენიშვილის „მოგონება შორისა“
- „კიდევ ერთხელ სიყვარულზე, ანუ ჩაო, ჩაო...“ (ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩას“ მიხედვით)
- ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ (9 სერია),
- ანტონ ჩეხოვი „სამი და“
- ერნესტ ჰემინგუეის „ვის უხმობს ზარი“
- ჯერომ სელინჯერის „ვარდისფერი ბაგე და თვალები მწვანე “, „ბანანათევზის ამბავი“
- ჯონ სტეინბეკი „ამბავი თაგვთა და კაცთა“
- ერიჰ მარია რემარკის „ტრიუმფალური თაღი“, „ნასესხები სიცოცხლე“
- სამუელ ბეკეტის „ნაკვერჩხლები“
- ფრიდრიხ დიურენმანტის „ავარია“
- ვაცლავ ჰაველის „პროტესტი“
- ვოლგფგანგ ბაუერის „სიზმრების დიჯეი“
- იურა ზოიფერის „სასამართლო გადაიდო განუსაზღვრელი ვადით“
- პატრიკ ზიუსკინდის „კონტრაბასი“
- ჰაინრიხ ბიოლის „შემდეგი მატარებელი ერთ საათში გავა“
- ზიგფრიდ ლენცის ,,უდანაშაულოთა დრო“
- მარგარეტ დიურას „მოდერატო კანტაბილე“
- ანჯეი მიულარჩიკი „მთავარ ქუჩაზე გადმომდგარი აივანი“
- დავიდ მაიროვიცის „ძველი ფირფიტები“
საკუთარი რადიოპიესების დადგმები
რედაქტირება- „ბევრი რამ ხდება, ჰორაციო“
- „უფალო გამიყვანე დერეფნის ბოლოს“
- „რეპეტიცია“
- „კურდღლები“
- „გამარჯობა სენიორ პირანდელო“
- „დონ ჟუანის დევნა და აღსასრული“
- „დაუმთავრებელი პიესა“
- „გაუმარჯოს საპონს“
- „მელოდრამის ჩვეულებრივი ხიბლი“
- „საბრალო, საბრალო ჰამლეტი...“
- „კალეიდოსკოპი, ანუ გამოცდის წინ“
თეატრალური დადგმები
რედაქტირება- გიორგი მდივანის „შენი ძია მიშა“, სოხუმის თეატრი, სადიპლომო სპექტაკლი (1965)
- ოთარ ჩხეიძის „ძველი რომანსები“ ანზორ ქუთათელაძესთან ერთად, სოხუმის თეატრი (1966)
- ჯონ პატრიკის „უცნაური მისის სევიჯი“, სოხუმის თეატრი (1967)
- ედიშერ ყიფიანის „ცაში ასროლილი ქუდები“, მესხეთის თეატრი (1973)
- ედიშერ ყიფიანის „ცაში ასროლილი ქუდები“, გორის თეატრი (1975)
- ნოდარ დუმბაძის „დიდრო“, მეტეხის თეატრი (1975)
- გურამ დოჩანაშვილის „კაცი რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა“ (1975)
- თამაზ ჭილაძის „დავიწყებული ამბავი“, ჭიათურის თეატრი (1980)
სატელევიზიო სპექტაკლები
რედაქტირება- „გამარჯობა, ჩვენო მამებო“
- „ეს არ უნდა მომხდარიყო“
- „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“
- „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“
- „დავიწყებული ამბავი“
- „ენერგიული ადამიანები“
საზღვარგარეთ დადგმული პიესები და მინიჭებული პრემიები
რედაქტირება- ზურაბ კანდელაკის რადიოპიესამ „ბევრი რამ ხდება, ჰორაციო...“ დაარქივებული 2010-11-26 საიტზე Wayback Machine. მოიპოვა მთავარი პრიზი პირველ საკავშირო რადიოფესტივალზე, 1990 წ.
- 1994 წელს მისმა რადიოპიესამ „რეპეტიცია“ დაარქივებული 2010-11-26 საიტზე Wayback Machine. , დაიმსახურა „გრან-პრი“, რადიოდადგმების საერთაშორისო ფესტივალზე. ეს პიესა იმავე წელს დაიდგა სლოვენიაში, 1995 წელს გერმანიაში (WDR), 1997 წელს კი, თავის მსმენელებს გააცნო „დოიჩლანდ რადიომ“.
- 1996 წელს „რეპეტიცია“ და „კურდღლები“ დაარქივებული 2016-09-09 საიტზე Wayback Machine. დაიდგა სლოვაკეთში.
- 2002 წელს „დაუმთავრებელი პიესა“ დაარქივებული 2010-11-26 საიტზე Wayback Machine. , დაიდგა იუგოსლავიაში.
- 1998 წელს, „გამარჯობა, სენიორ პირანდელო“, შევიდა PRIX EUROPA-ს საუკეთესო რადიოპიესების ათეულში და იმავე წელს განხორციელდა ისლანდიაში.
- 2002 წელს PRIX EUROPA-ს საუკეთესო რადიოპიესების ათეულში „მელოდრამის ჩვეულებრივი ხიბლი“.
- 2003 წელს საკუთარი რადიოპიესა „მელოდრამის ჩვეულებრივი ხიბლი“ თვითონვე დადგა პოლონეთში.
- 2005 წელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი რადიოსპექტაკლი „კიდევ ერთხელ სიყვარულზე, ანუ ჩაო, ჩაო“ აღინიშნა PRIX EUROPA- ს ჟიურის სპეციალური პრიზით SPECIAL COMMENDATION – Radio Drama: „Love once again, or chao, chao“ (Kidev ertkhel sikvarulis shesakheb, anu chao, chao)Georgia, Sakartvelos Teleradiomautskebloba / TV and Radio Broadcasting of Georgia, Natia Khoshtaria (production)by Nodar Dunbadze (author), Zurab Kandelaki (director), George Tsagareishvili (sound).
- რადიოსპექტაკლი „გამარჯობა, სენიორ პირანდელო„ აღინიშნა გამომცემლობა „ლომისის“ პრემიით.
დაჯილდოებულია
რედაქტირებადაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“.