მზიანი ღამე
მზიანი ღამე — ნოდარ დუმბაძის მესამე და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი. ნაწარმოების მთავარი გმირი, მთხრობელი თემო ბარამიძეა. ახალგაზრდა სტუდენტი, რომლის დედა 12-წლიანი გადასახლებიდან დაბრუნდა.
მზიანი ღამე | |
---|---|
ჟანრი | რომანი |
ავტორი | ნოდარ დუმბაძე |
მშობლიური ენა | ქართული |
დაწერის ადგილი | საქართველოს სსრ |
გამოცემულია | 1967 |
სიუჟეტი
რედაქტირებარომანის მთავარი გმირი, თემური გაუცხოვებულია საკუთარ დედასთან, რომელიც ახლახან დაბრუნდა 12-წლიანი გადასახლებიდან. ის ყოველდღიური, ჩვეულებრივი სიტუაციიდან აღმოჩნდება მორალური კონფლიქტის წინაშე: გადაარჩინოს თუ არა კაცი, რომელიც მის თვალწინ ინსულტით იღუპება, არამზადა, რომელიც მისი და მისი ოჯახის უბედურების მთავარ მიზეზს წარმოადგენს? აპატიოს თუ არა, დაეხმაროს თუ არა? ავადმყოფის თავთან მჯდომარე გმირი გრძნობს, თუ როგორ თავისუფლდება დღითიდღე მისის გული სიძულვილისგან, როგორ ივსება სიბრალულით ადამიანის მიმართ, რომელმაც მორალური თვითმკვლელობა ჩაიდინა, იქცა ორჯერ ჩამშვებ, ოჯახების გამანადგურებელ და მოღალატე ადამიანად. მიუხედავად რომანის თემის სიმძიმისა, ნაწარმოები ავტორის იუმორითაა გაჟღენთილი, რაც საკითხავად ძალიან მსუბუქს ხდის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნოდარ დუმბაძე, რჩეული ნაწერები სამ ტომად, ტ. 2, — თბილისი, „მერანი“, 1982.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რომანი პროექტ „ბუკიზე“ დაარქივებული 2020-08-07 საიტზე Wayback Machine.
- მზიანი ღამე წიგნების ონლაინ-მაღაზიაში