ჯერომ სელინჯერი
ჯერომ დეივიდ სელინჯერი (ინგლ. Jerome David Salinger; დ. 1 იანვარი, 1919, ნიუ-იორკი — გ. 27 იანვარი, 2010, კორნიში, ნიუ-ჰემფშირი) — ამერიკელი მწერალი. სახელი მოიხვეჭა რომანით „თამაში ჭვავის ყანაში“ (1951) (ახალ თარგმანში „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ - მთარგმნელი გია ჭუმბურიძე). აღსანიშნავია სელინჯერის ეპიკური ციკლი ― საგა გლასების ოჯახზე ― „ბანანა თევზის ამინდი“ (1948), „ფრენი და ზუი“ (1961), „ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ (1963), „სეიმური-გაცნობა“ (1963). სელინჯერი ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ნაწარმოებების ოსტატია. მისი გმირები უმთავრესად ბავშვები და მოზარდები არიან, რომლებიც მწვავედ განიცდიან კონფლიქტებს: აქედან მომდინარეობს მისი ტრაგიზმი, გაუცხოება, მარტოობა, დაბნეულობა, დეპრესია, პროტესტი საზოგადოებაში გაბატონებული სიყალბისა და მანკიერებისადმი. მის ბოლო ნაწარმოებებში იგრძნობა გატაცება რელიგ. დოქტრინებით, აღმოსავლეთის იდეალისტური ფოლოსოფიით, სელინჯერი კიერკეგორის ნააზრევით.
ჯერომ სელინჯერი | |
---|---|
ინგლ. Jerome David Salinger | |
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1919[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბადების ადგილი | ნიუ-იორკი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 27 იანვარი, 2010[14] [1] [3] [5] [6] [7] [9] [10] [11] [12] [13] (91 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Cornish |
დასაფლავებულია | უცნობი[5] |
საქმიანობა | მწერალი[12] და რომანისტი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | კოლუმბიის უნივერსიტეტი, Columbia University School of General Studies, Valley Forge Military Academy and College, McBurney School და PS 6 |
Magnum opus | თამაში ჭვავის ყანაში, ცხრა ამბავი, Raise High the Roof Beam, Carpenters and Seymour: An Introduction და ფრენი და ზუი |
მეუღლე | კლერ დუგლასი |
შვილ(ებ)ი | მეტ სელინჯერი და მარგარეტ სელინჯერი |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯერომ დევიდ სელინჯერი 1919 წლის 1 იანვარს დაიბადა ნიუ-იორკში. მამამისი, სოლომონ სელინჯერი, ლიტვური წარმომავლობის ებრაელი იყო. ნიუ-იორკში თავისი დახლი ჰქონდა და ყველითა და ლორით ვაჭრობდა. დედამისი - მარიამ სელინჯერი (ქორწინებამდე მერი ჯილიკი) - შოტლანდიურ-ირლანდიური წარმოშობის იყო. ჯერომის ერთადერთი და დორისი მასზე რვა წლით იყო უფროსი.
მამა ცდილობდა, შვილისთვის კარგი განათლება მიეცა. 1936 წელს ჯერომმა სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა პენსილვანიის შტატში. იქვე შექმნა თავისი პირველი მოთხრობები. 1937 წლის ზაფხულში ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ლექციებს ესწრებოდა, როგორც თავისუფალი მსმენელი, 1937-1938 წლებში კი მამასთან ერთად მოიარა ავსტრია და პოლონეთი -იქ ძეხვეულის წარმოება უნდა შეესწავლათ. სამშობლოში დაბრუნებულმა მაინც გადაწყვიტა უმაღლესი განათლების მიღება და 1939 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩააბარა. იქვე მოისმინა ლექციათა კურსი მოკლე მოთხრობების შესახებ, რომელსაც ჟურნალ "სტორის" რედაქტორი უილიამ ბერნეტი კითხულობდა. ეს ლექციები მოგვიანებით ძალიან გამოადგა.
თუმცა მომავალ მწერალს სწავლა არ დაუმთავრებია, არც განსაკუთრებული წარმატებები ჰქონია და არც კარიერული მიზანსწრაფვა, რითაც მამის უკმაყოფილებას იწვევდა. საბოლოოდ მამას წაეჩხუბა და სახლიდან წავიდა. 1942 წელს ჯარში გაიწვიეს. საოფიცრე-სერჟანტული სკოლა დაამთავრა. ერთ წელიწადში სერჟანტის რანგში კონტრდაზვერვაში გადაიყვანეს და ნეშვილში გაგზავნეს. 1944 წელს სერჟანტი სელინჯერი ნორმანდიაში დესანტის გადასხმაში მონაწილეობდა, მუშაობდა სამხედრო ტყვეებთან, მონაწილეობდა საკონცენტრაციო ბანაკების გათავისუფლებაში.
წარმატებული სამწერლო კარიერა
რედაქტირებასამწერლო კარიერა ნიუ–იორკულ ჟურნალებში მოკლე მოთხრობების გამოქვეყნებით დაიწყო. მისი პირველი მოთხრობა "ახალგაზრდა ადამიანები" ჟურნალ "სტორიში" დაიბეჭდა 1940 წელს. პირველი სერიოზული პოპულარობა მოუტანა მოკლე მოთხრობამ "ბანანათევზას ამინდი".
პირველი მოთხრობის გამოქვეყნებიდან თერთმეტი წლის შემდეგ სელინჯერმა თავისი ერთადერთი რომანი "თამაში ჭვავის ყანაში" (კლდის პირზე, ჭვავის ყანაში) გამოაქვეყნა, რომელსაც ერთნაირი მოწონებით შეხვდა კრიტიკაც და მკითხველიც. რომანი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებს შორის.
სხვათა შორის, წიგნი აშშ-ის რამდენიმე შტატსა და რამდენიმე ქვეყანაში აიკრძალა, დეპრესიულობისა და უხამსი ლექსიკის გამო, თუმცა დღეს ბევრ ამერიკულ სკოლაში შედის წასაკითხად რეკომენდებულ ლიტერატურაში.
ოჯახი
რედაქტირებაომის შემდგომ წლებში სელინჯერი ამერიკული კონტრდაზვერვის თანამშრომლობას განაგრძობდა. ნაციზმის მოძულემ ერთხელაც ნაცისტური პარტიის ფუნქციონერი გოგონა სილვია გაიცნო და ცოლადაც მოიყვანა. ეს მისი პირველი, თუმცა საკმაოდ ხანმოკლე ქორწინება იყო.
მწერლის მეორე ცოლი გახდა კლერ დუგლასი. ჯერომი მაშინ 31 წლის იყო, გოგონა კი — 16-ის. მათ რომ იქორწინეს, კლერი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა.
წყვილს მალე შეეძინა ორი შვილი -ქალიშვილი მარგარეტი და ვაჟი მეთიუ. როგორც მოგვიანებით მარგარეტი თავის მემუარებში იხსენებდა, ცოლ-ქმარს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა.
ჯერომი ცოლისგან მოითხოვდა, რომ კოლეჯი მიეტოვებინა. მას უნდოდა, ქალი მხოლოდ მასთან ყოფილიყო და ყველაფერი გაეზიარებინა. ქოხში, სადაც კლერიც შეიყვანა, ჯერომს არავითარი საცხოვრებელი პირობები არ შეუქმნია, არც გათბობა იყო, არც დაბანისა თუ გარეცხვის საშუალება. არადა, სელინჯერი გოგონა-ცოლისგან გემრიელ ვახშამსა და კვირაში ორჯერ სუფთა თეთრეულს ითხოვდა.
როგორც მარგარეტი წერდა, სელინჯერს შვილებიც არ უნდოდა. ისინი შემთხვევით გაჩნდნენ. თუმცა მოგვიანებით სიამოვნებით თამაშობდა მათთან ერთად.
განდეგილობა
რედაქტირებამას მერე, რაც მისმა რომანმა პოპულარობა მოიპოვა, სელინჯერმა განდეგილური ცხოვრება დაიწყო. უარს ამბობდა ინტერვიუებზე. 1965 წლის შემდეგ ნაწარმოებების გამოქვეყნება შეწყვიტა, მხოლოდ თავისთვის ქმნიდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში პრაქტიკულად არ ურთიერთობდა გარე სამყაროსთან, ქალაქ კორნიშში დიდ სახლში ცხოვრობდა, რომელსაც ქვეყნიერებისგან მაღალი ღობე ყოფდა. ფილოსოფიას ჩაუღრმავდა, სულს იწრთობდა, ბუდიზმით, ინდუიზმით, იოგათი დაკავდა და არატრადიციულ მედიცინას ეუფლებოდა...
სელინჯერი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა 2010 წლის 27 იანვარს, 91 წლის ასაკში. ინფორმაცია მწერლის გარდაცვალების შესახებ მისმა ვაჟმა გაავრცელა.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება- ცნობილია, რომ სელინჯერი განცაკლევებით, განდეგილად ცხოვრობდა და თითქმის არასოდეს იძლეოდა მისი ფირზე აღბეჭდვის ნებართვას. თუმცა, 1988 წელს პოლ ადეომ მუშტმოღერებულ და გაბრაზებულ მწერალს გადაუღო ფოტო, რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ პოსტის“ გარეკანზე გამოჩნდა სათაურით „დაგიჭირეთ, დამჭერო!“ („GOTCHA CATCHER!“) (სელინჯერის რომანი ინგლისურად ჟღერს, როგორც „დამჭერი ჭვავის ყანაში“).[15]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 278.
- ჯერომ სელინჯერი – ბანანათევზის ამინდი; პალიტრა L, თბილისი, 2011
- ჟურნალი რეიტინგი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯერომ სელინჯერი, ცხოვრება, შემოქმედება
- ნაწარმოებები ლიბ.გე-ზე დაარქივებული 2010-11-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118605054 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ 5.0 5.1 5.2 Find a Grave — 1996.
- ↑ 6.0 6.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 9.0 9.1 GeneaStar
- ↑ 10.0 10.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 11.0 11.1 Babelio — 2007.
- ↑ 12.0 12.1 12.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 13.0 13.1 Munzinger Personen
- ↑ McGrath C. J. D. Salinger, Literary Recluse, Dies at 91 // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2010. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ Paul Adao's famous J.D. Salinger photo. boston.com