ზაირა არსენიშვილი

ქართველი სცენარისტი და მწერალი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არსენიშვილი.

ზაირა ივანეს ასული არსენიშვილი (დ. 30 ნოემბერი, 1933, თელავი — გ. 9 აგვისტო, 2015, იქვე) — ქართველი სცენარისტი, მწერალი.

ზაირა არსენიშვილი
დაბადების თარიღი 30 ნოემბერი, 1933(1933-11-30)
დაბადების ადგილი თელავი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 9 აგვისტო, 2015(2015-08-09) (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი თელავი, საქართველო
საქმიანობა მწერალი და სცენარისტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია და საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1956 წელს II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი. მუშაობდა მუსიკის პედაგოგად, უკრავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. 70-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობდა კინოში, კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან თანაავტორობით დაწერა სცენარები ყველა მისი ფილმისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „აურზაური სალხინეთში“ (1975), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978, ერლომ ახვლედიანთან ერთად — სსრკ სახელმწიფო პრემია, 1980), „დღეს ღამე უთენებია“ (1983 — საქართველოს სახელმწიფო პრემია „ხუთწლედის მატიანე“, 1984), „ორომტრიალი“ (1986), „ვალსი პეჩორაზე“ (1992), აგრეთვე სცენარი ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ საეკრანო ვერსიისათვის (სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე, 1979), მისი მოთხრობის მიხედვით დაიდგა კინონოველა „ბედნიერება“ (ნუცა ალექსი-მესხიშვილი, 2009). იყო ავტორი რამდენიმე რომანისა, მ. შ., „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის“ (1997; საქართველოს სახელმწიფო პრემია – 1998).

ზაირა არსენიშვილი 2015 წელს გარდაიცვალა, დაკრძალეს თელავში.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კერესელიძე მარინა, „ქართული კინოს ენციკლოპედიური ლექსიკონი“, თბ., 2010

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თოფურია, თეა (10 აგვისტო, 2020). „„მესაჭეობას ნუ მიანდობ ბრიყვს“ - გვიან დაფასებული ზაირა არსენიშვილი“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)